Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

dd2ddac854f7

ლაღიძე ნ. საქართველოს არქიტექტურა & თანამედროვე ქართველი არქიტექტორები Georgian Architecture & Modern Georgian Architects / გამომც.: დ. მოსულიშვილი, კომპ. „არქიტექტორთა კლუბი“ და ჟურნალი „სტილი“; თარგმნ. ნ. კურტალიძე. – თბ., 2009. – 371 გვ.: ილ. ISBN 978-9941-0-0938-9 ISBN 1987-8311
არქიტექტორის როლი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში განუხრელად იზრდება. წიგნი გამოიცა ჟურნალი „სტილის“ და „არქიტექტორთა კლუბის“ ეგიდით, მათი შემოქმედების პოპულარიზაციისა და საუკეთესო არქიტექტორული ნიმუშების წარმოსაჩენის მიზნით.
წიგნი ორენოვანია (ქართულ-ინგლისური). მისი შესავალი ნაწილი ეძღვნება საქართველოს არქიტექტურის განვითარების ისტორიის ზოგად მიმოხილვას. ძირითადად საქართველოს მსხვილი ქალაქების არქიტექტორულ-ქალაქგეგმარებითი გარდასახვის ისტორიული თავისებურებებსა და არქიტექტურულ-სივრცობრივ გარემოს სპეციფიკას.
ფოტო მასალა მოპოვებულია გია ჯაველიძის, ზაქარია ქურდიანის, მანანა ოდიშელის, გიორგი კალანდიას, ნანა მეფარიშვილის, თამთა კაციტაძის, ნატალია კურტანიძის ფოტო არქივებიდან; ქ. ბოხუმში არსებული გერმანიის სამთო მრეწველობის მუზეუმისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ 2001 წელს ერთობლივად ორგანიზებული გამოფენა „საქართველო – განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“ კატალოგიდან. (მოწოდებულია სულხან ხარაბაძის მიერ).
წიგნს ახლავს პროექტების ფერადი ილუსტაციები, უხვადაა საქართველოს მხარეების ამსახველი ფოტო-მასალები. იგი გათვალისწინებულია, როგორც პროფესიონალებისათვის, ასევე მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის. წიგნის მეორე ნაწილის, „თანამედროვე ქართველი არქიტექტორები“, ინდივიდუალური საავტორო გვერდების დიზაინი შექმნილია თავად არქიტექტორების მიერ.
წიგნის პარტნიორები არიან, კომპანიები „კაპაროლ ჯორჯია“, „კნაუფი“, „ჰერბოვიტალი“. წიგნს ახლავს საკონტაქტო ინფორმაცია არქიტექტორებსა და არქიტექტორული ჯგუფების შესახებ ინგლისურ ენაზე. წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურის სია.