Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

“უნდა” წასაკითხი წიგნები

საიტიდან "მკითველის ბლოგი"
საერთოდ არ ვაპირებდი ამ საკითხს შევხებოდი, სულ ვიკავებდი თავს,  წიგნებს ბეჭდავენ, დაბალ ფასში ყიდიან და მთავარია, ასე თუ ისე ვინმე წაიკითხავს-მეთქი. აი იმაზე ვამბობ 50 წიგნი რომ უნდა წაიკითხო ცოცხალდ ყოფნის ჟამს, გვამად ქცევის შემდეგ კი უწიგნურობა რომ გვეპატიება. დღეს ისეთ კომენტარებს მოვკარი თვალი გავოგნდი, თურმე ამ პროექტის მერე წიგნებს დაუბრუნდა ხალხი და მოკლედ, რა გვეშველებოდა, “კვირის პალიტრა” რომ არა.

ეს პროექტი არც მარიკა დარჩიას მოფიქრებულია და როგორც ბევრი გაქართულებული პროექტი ესეც უცხოურია და ბევრ ქვეყანაში გამოიცაო გვეუბნებიან ამ აქციის ბლოგზე. სახელწოდებაზე და მის თარგმანზე აღარ გვინდა, ვისაც არ დაეზარა ყველამ იმსჯელა. მე თვითონ პროექტის არსი არ მესმის.

რას ნიშნავს რჩეული 50 წიგნი? რატომ უნდა წავიკითხო მაინცადამაინც ამ სიაში შესული წიგნი? ან საერთოდ ვინ ირჩევს ამ ნაწარმოებებს? ორმოცდაათივე რომ წავიკითხო მერე შემიძლია მშვიდად მოვკვდე?

დავიწყოთ ბოლოდან, შერჩეული წიგნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მეც მომწონს და სხვებსაც ვურჩევ ხოლმე მის წაკითხვას, მაინც არ მესმის, თუ ამ სიაში მოხვდა ბალზაკის “შაგრენის ტყავი”, ბალზაკი ვინმეს თვალში უფრო ამაღლდება ვიდრე არის?

სრულად: http://mkitxveli.wordpress.com/2010/12/13/books/