Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ორი ასტრონომიული მოვლენა უახლოეს დღეებში

საინტერესოა, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია ვიხილოთ ორივე ჩვენი დიდი ციური მნათობის დაბნელება:
21 დეკემბერს მოხდება მთვარის დაბნელება, ხოლო 4 იანვარს – მზის.

280px-Lunar_eclipse_chart_close-10dec21

 

1. მთვარის დაბნელება ნიშნავს იმას, რომ მთვარე მოხდება დედამიწის ჩრდილში. Lunar_eclipse_chart_close-2010Dec21_animation

ნახატები ვიკიმედიის საიტიდან.

აღსანიშნავია, რომ მთვარის დაბნელების დღე ამჯერად ემთხვევა წლის ყველაზე გრძელ ღამეს, ანუ ზამთრის ბუნიობის დღეს. ეს პირველი ასეთი დამთხვევაა 1638 წლის შემდეგ.
2010 წელს მთვარის დაბნელება უკვე მეორედ ხდება – პირველი 2010 წლის 26 ივნისს მოხდა.

მთვარის დაბნელება რამდენიმე საათს გასტანს. სრული დაბნელება მოხდება დაახლოებით შუაღამეს. ვრცლად (ინგლ.)

 

2. მზის ნაწილობრივი დაბნელება კი ნიშნავს იმას, რომ პირიქით – დედამიწა მოხდება მთვარის ჩრდილში, ანუ მთვარე, თავის მოძრაობისას დედამიწის გარშემო, აღმოჩნდება მზისა და დედამიწის შორის.

SE2011Jan04P
ნახატი ვიკიმედიის საიტიდან

მზის დაბნელება დაახლოებით 5 საათს გასტანს და მაქსიმალური დაბნელება მოხდება 4 იანვრის შუადღეს.
ნახატზე ჩანს, როგორ გადაადგილდება მთვარის ჩრდილი დედამიწის ზედაპირზე და მოიცავს სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებს.
მაქსიმალური დაბნელების მომენტშიც კი მზის სინათლე საკმაოდ ძლიერი იქნება, ამიტომ არ გირჩევთ მზის

დაბნელების დაკვირვებას შეუიარაღებელი თვალით, რომ არ დაიზიანოთ მხედველობა.

 

მთვარის დაბნელების ფოტოები

დაზუსტებული ინფორმაციით საქართველოს გეოგრაფიულ განედზე 21 დეკემბრის მთვარის დაბნელება ვერ გამოჩნდებოდა.

იხილეთ ამ მოვლენის ტორონტოდან (კანადა) გადაღებული ფოტოები (ვიკიპედიის საიტიდან):

640px-LunarEclipseSequence-December21-10-rectangle

ASTRONAVIGATOR : LAGvilava

ASTRONAVIGATOR : LAGvilava Gia M.

ასტრონომიული მოვლენები, რომლებიც არსებობდა მოაზროვნე ადამიანის გაჩენამდე დედამიწაზე და იმედია იმოქმედებს მის ღვთიურ გადარჩენამდე სამყაროში, არის ჩვენი მიწიერი ყოფის განუყოფელი ბუნება; სამწუხაროდ, ალბათ უიმედოა 21 დეკემბერს დაბადებული გარკვეული მოსახლეობის ნაწილის ჩანასახის გონის განათებამდე ცდა, თუ პოპულაციის პოტენციალური ასტროლოგიური ციური სხეული, ამ დღეს ბნელდება?!

http://lag-vi-lava.ucoz.org