Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონტრაფაქცია: YouTube-ს 150000 ევროს გადახდა დააკისრეს

1080264_3_c4da_le-site-de-videos-youtube

ვიდეო საიტ YouTube-ს, რომელიც Google-ის საკუთრებაა, ოთხშაბათს, 15 დეკემბერს, კრეტეილის (Créteil, საფრანგეთი) საოლქო სასამართლომ (tribunal de grande instance) 150000 ევროს გადახდა დააკისრა  კონტრაფაქციით (საავტორო უფლებების დარღვევით) მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

ეს სასამართლო პროცესი დაიწყო 2006 წელს  საფრანგეთის აუდიო-ვიზუალური მედიის ეროვნული ინსტიტუტის (l'Institut national de l'audiovisuel – INA) სარჩელით. „ჩვენ ვთხოვეთ YouTube-ს, დაეყენებინათ საკონტროლო ნიშანი  (fingerprint) INA-ს იმ ვიდეოებზე, რომლებიც YouTube-ზე იდო, რადგანაც მის პლათფორმაზე უკვე იყო უამრავი ჩვენი ნებართვის გარეშე გამოქვეყნებული ფაილი, –  განმარტავს ფრანგულ გაზეთ  „მონდში“ მატიე გალე (Mathieu Gallet,), INA-ს პრეზიდენტი.

2006 წლის მარტსა და აპრილს შორის INA-მ დაახლოებით 3000 ასეთი ფაილი გამოავლინა. „საქმე ეხება ძირითადად ORTF-ის, ან საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამების ნაწყვეტების უკანონო რეპროდუქციებს“, - აგრძელებს ბატონი გალეტი, – „მათ შორის ძირითადად არის ეკრანიდან გაკეთებული ასლები, რომლებიც მოგვიანებით გადაგზავნილია YouTube-ზე“, - აზუსტებს იგი.

სტატიის ტექსტი ფრანგულად:

http://www.lemonde.fr/technologies/