Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საფრანგეთის ბანკი ვებ-შეტევის ("phishing"-ის ) მსხვერპლია

1455113_3_1053_des-ordinateurs-de-la-banque-de-france

ინტერნეტ მომხმარებლებმა მიიღეს თითქოსდა  საფრანგეთის ბანკის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინებები, სადაც  ითხოვდნენ მათი საბანკო ბარათის სრული მონაცემების გადაგზავნას.

თაღლითური გზავნილი თხოვდა ადრესატებს, შესულიყვნენ ვებ-გვერდებზე ლოგოტიპებით "Verified by Visa" და "Mastercard Secure Code". ამ გვერდებზე მოხვედრის შემდეგ კი მომხმარებლისაგან ითხოვდნენ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის საბანკო ბარათის ნომერს, მისი მოქმედების ვადას და მის კრიპტოგრამას. ელექტრონული წერილების გასაგზავნად თაღლითებმა უკანონოდ ისარგებლეს მისამართით - "webmestre@banque-france.fr".

2005 და 2008 წლებში  საბანკო სისტემა უკვე იყო თაღლოთობის მსხვერპლი

საფრანგეთის ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არანაირი კავშირი არ გააჩნია ამ გზავნილებთან და აფრთხილებს ინტერნეტ მომხმარებლებს, არ გაამჟღავნონ ვებ გვერდებზე პერსონალური მონაცემები. საბანკო სისტემა უკვე აღმოჩნდა 2005 და 2008 წლებში "phishing"-ის ორი ოპერაციის მსხვერპლი.

ვებ-თაღლითობის აღმნიშვნელი ტერმინი ორი ინგლისური ტერმინის კომბინაციიდან მოდის: "fishing" ("თევზაობა") და "phreaking" ("თაღლითობა სატელეფონო საშუალებებით").  ეს თაღლითობის რთულად დასასჯელი ფორმაა, რადგანაც მათი ავტორები, ძირითადად, იმ ქვეყნების მკვიდრნი არიან, სადაც მათგან დამცავი იურიდიული სისტემა არ არსებობს.

ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/

განმარტება

თაღლითობის ამ ფორმის (ქართულად ალბათ "ფიშინგი") და მისგან დაცვის მეთოდების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვრცელი სტატიები ვიკიპედიაში:

ინგლისურ ენაზე http://en.wikipedia.org/wiki/Phishing ან რუსულ ენაზე http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A4%D0%B8%D1%88%D0%B8%D0%BD%D0%B3