Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

2011 წლის საუკეთესო მოთხრობები

„2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობები“ 

Elva.Ge
საქართველოს კულტურის
ა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა პრეზენტაცია წიგნისა „2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობები“, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით (თანადაფინანსებით) გამოიცა ამერიკაში. საუბარია საკმაოდ პოპულარულ საუკეთესო მოთხრობის ანთოლოგიის სერიაზე, რომელიც ერთ–ერთი წამყვანი  ამერიკული გამომცემლობა Dalkey Archive Press-ის მიერ  ყოველწლიურად გამოდის და 40-მდე ევროპული ქვეყნიდან შერჩეულ საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების კრებულს წარმოადგენს. წელს აღნიშნულ კრებულში პირველად ქართველი მწერლის ნაწარმოებიც შევიდა. ზურაბ ლეჟავას მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“ ამერიკული გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონგაიმარჯვა და
 „2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობის“  ანთოლოგიაში დაიბეჭდა.
2011-2012 წელს იგეგმება საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა Dalkey Archive Press-ის, კიდევ ერთი, ახალი ერთობრივი პროექტის - „თანამედროვე ქართული მოთხრობის ანთოლოგია“ - განხორციელება.  აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ.
ანთოლოგია გამოიცემა როგორც  ბეჭდური, ასევე  ელექტრონული სახით და მას 100 000 - ზე მეტი მკითხველი ეცნობა აშშ-სა და ევროპაში.



საიტიდან