Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართული ენის დღე ენათმეცნიერების ინსტიტუტში

 14 აპრილს 11.00 საათზე  არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ინგოროყვას ქ. 8) გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება:

პრეზენტაცია

      ენათმეცნიერების ინსტიტუტის ვებგვერდი ,,ქართული ენა“   –     წარმდგენი  ლალი ეზუგბაია

ანოტაცია: ინტერნეტსივრცეში  პირველად გამოჩნდება საიტი, რომელიც მოემსახურება ფართო საზოგადოებას: •    მიაწვდის აკადემიურ ინფორმაციას ქართული ენის შესახებ, •    ხელს შეუწყობს ქართული ენის სტანდარტიზაციას, •    მომხმარებელს მიაწოდებს პრაქტიკულ ენობრივ რეკომენდაციებს, •    შესთავაზებს სასწავლო კურსებსა და ლექსიკონებს. •    საიტს ექნება ფორუმი, სადაც ქართული ენის უფლებების, საკანონმდებლო ბაზისის, ენობრივი სიწმინდის დაცვისა და სხვა საინტერესო, აქტუალურ საკითხებზე გაიმართება დისკურსი. •    უკუკავშირის საშუალებით მომხმარებლის შეკითხვებს პასუხს გასცემენ სპეციალისტები.

ამავე დღეს  გაიმართება მანანა ბუკიას ნაქარგობის – ხატების გამოფენა: ,,აღდგომიდან აღდგომამდე“

ანოტაცია: 4 აპრილი – აღდგომის დღესასწაული და 14 აპრილი – ქართული ენის დღე სიმბოლურად უკავშირდება ერთმანეთს. 1978 წლის 14 აპრილი შეიძლება შეფასდეს ქართული ენის ,,აღდგომის’’, აღზევების დღედ. ამავე დროს იოანე-ზოსიმეს მიერ ქართული ენა სახელდებულია ლაზარედ, რომელიც ქრისტემ აღადგინა და ,,მოელის დღესა მეორედ მოსვლასა, რათა ამითა ენითა განიკითხოს ყოველი“...