მიმდინარეობს საიტის განახლება
ბიბლიოთეკის კატალოგი
ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში | ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში | ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში |
![]() |
||
საძიებლებიმიმდინარეობს საიტის განახლებაბიბლიოთეკის კატალოგი
ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაშითქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge |
ძიება ამ საიტზე : Googleმონაცემთა ბაზებისამეცნიერო მონაცემთა ბაზები(დროებით ჩართულია ყველა მომხმარებლისათვის): სტატიები სამეცნიერო ჟურნალებიდან The New England Journal of Medicine Openedition Journals SAGE JournalsDuke University Press Journals ONLINE Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books The IMechE Journalsბიბლიომეტრიული მონაცემთა ბაზები ლექსიკონები ნავიგაციაშესვლაყველაზე პოპულარული ამბებიდღეს:ყველა დროის:ფოტოსურათები ბიბლიოთეკიდანამინდიგამოკითხვა |
21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 18/02/2019 - 13:12.![]() Germann, William J. Principles of Human Physiology : Second Edition / W. J. Germann, C. L. Stanfield; Ed. Serina Beauparlant. – San Francisco : Benjamin Cummings, 2005. – XXXIV, 835 p.
ISBN : 978-0-805-35691-5
ISBN : 0-8053-5691-6
წინამდებარე წიგნი მკითხველს ადამიანის ფიზიოლოგიის შესწავლის საშუალებას აძლევს. ეხმარება ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის და სხვა მომიჯნავე დარგის სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში. სახელმძღვანელოს მეორე გამოცემა 24 თავისგან შედგება.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 08/02/2019 - 12:20.![]() Jorde, Lynn B. Medical Genetics : Fifth Edition / L. B. Jorde, J. C. Carey, M. J. Bamshad. – Philadelphia: Elsevier, 2016. – X, 356 p.
ISBN : 978-0-323-18835-7
წიგნის მეხუთე გამოცემაში განხილულია ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მოლეკულურ გენეტიკასა და გენომიკაში. ნაშრომი გამდიდრებულია თემატური ფოტოსურათებით, ილუსტრაციებითა და ცხრილებით, რაც ზრდის ვიზუალურ ეფექტს და ინფორმაციას ხდის უფრო ადვილად აღქმადს მკითხველისათვის.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 08/02/2019 - 12:13.![]() Campbell‐Walsh Urology : 9th Edition; V. 1 / Editor-in-chief Alan J. Wein; Eds.: LR Kavoussi, AC Novick, AW Partin, CA Peters. – Philadelphia : Elsevier Saunders, 2007. – XLII, 1127, CXV p.
ISBN 13: 978-0-7216-0798-6
ISBN 10: 0-7216-0798-5
E-dition ISBN 13: 978-1-4160-2966-3
ISBN 10: 1-4160-2966-4
International Edition ISBN 13: 978-0-8089-2353-4
ISBN 10: 0-8089-2353-6
წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოადგენს ძალიან საყურადღებო ნაშრომს უროლოგიაში. პირველ ტომში განხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა: ანატომია; მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგია; ქსოვილის ინჟინერია; კლინიკური გადაწყვეტილების მიღების საფუძვლები; ტექნიკური საშუალებების გამოყენების, ენდოსკოპიის და ლაპარასკოპიის საფუძვლები; ინფექცია და ანთება; მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქცია და დისფუნქცია; ქალებისა და მამაკაცების სექსუალური ფუნქცია და დისფუნქცია. პირველი ტომი შედგება 7 სექციისა და 34 თავისაგან.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 30/01/2019 - 14:25.![]() ბაღში, როგორც სცენაზე = Garden – A Mobile Theatre /ტექსტის ავტ. ეკა ქევანიშვილი; თარგმანი თამარ ჯაფარიძე; ფოტო, დიზაინი ირინა აბჟანდაძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2018. – 238 გვ.: ფოტოებით.
გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი გამოცემას უძღვნის „მამის, გიორგი მამულაშვილის - მიხეილის შვილიშვილის - ნათელ ხსოვნას“.
წიგნი ორენოვანია, და პარალელურად არის წარმოდგენილი ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნი ბაღის იდეაზე, მებაღეების ცხოვრებასა და მებაღეობის არსზეა.
ნაშრომში შესულია მასალა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ილია წინამძღვრიშვილის, მიხეილ მამულაშვილისა და ზურა შევარდნაძის შესახებ. წიგნი გამდიდრებულია ფერადი ფოტო-მასალებით.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 30/01/2019 - 13:41.![]() Snyder, Timothy. The Road to Unfreedom : Russia, Eorope, America; First Edition. – New York: Tim Duggan Books, 2018. – 360 p.
Hardcover ISBN : 978-0-525-57446-0
Ebook ISBN : 978-0-525-57448-4
International Edition ISBN : 978-0-525-57540-5
წინამდებარე ნაშრომი დამყარებულია ფართო კვლევებსა და პირად ანგარიშებზე. ასახავს თანამედროვე დემოკრატიისა და სამართლის მიმართ არსებული საფრთხის რეალურ ბუნებას. წიგნში, პოლიტიკურ კონტექსტში განხილულია საკითხები, რომელიც ეხება ინდივიდუალიზმსა და ტოტალიტარიზმს, თანასწორობასა და ოლიგარქიას, "წარმატებასა და მარცხს", "სიმართლესა და სიცრუეს" და ა.შ. გადმოცემულია ევროპას, ამერიკასა და რუსეთთან დაკავშირებული მოვლენები.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 30/01/2019 - 13:33.![]() გერზმავა, ო. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი : სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის; მეათე შესწორებული და განახლებული გამოცემა / რედ. ჯ. მამალაძე. – თბ., 2018. – 583 გვ.
ISBN : 978-99-41-0-4436-6
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი ინდიკატორების გამოხატულმა შეცვლამ, სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ძირეულად შეცვალა შეხედულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და მის ფარგლებში მოქმედი სტრუქტურების მართვის საკითხებზე.
დღესდღეობით, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიმართული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია კომპლექსური მიდგომის გარეშე, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიღებულ ცოდნას. ამით აიხსნება საგნის შესწავლასთან დაკავშირებული სიძნელეებიც, ვინაიდან ამ დარგში მომუშავე სპეციალისტი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული როგორც მედიცინაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ეკონომიკაში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, დემოგრაფიაში, ეპიდემიოლოგიაში, ინფორმატიკასა და სხვ.
დასმული ამოცანების გადაწყვეტა, თავის მხრივ, მოითხოვს განსწავლული კადრების მოზიდვას, მათ საფუძვლიან მომზადებას და გადამზადებას. ამ საკმარისად მწვავე პრობლემის გადაჭრა კი, თავის მხრივ, შეფერხებულია ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის სიმწირის გამო. წარმოდგენილი სახელმძღვანელო, მიზნად ისახავს, ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 29/01/2019 - 16:47.![]() Кассович, К. А. Санскрито-русский словар / Российская академия наук; Институт язикознания. – М.: Книгоиздательство «АБВ», 2017. – 657 с.
ISBN 978-5-906564-23-8
სანსკრიტული ლექსიკონი დაფუძნებულია მე-19 საუკუნის დასაწყისში (1832 წ.) გ. ჯ. ვილსონის მიერ შედგენილი და დამუშავებული ინგლისურ ლექსიკონსა და შუასაუკუნეობრივ ტექსტებზე.
ამ სახელმძღვანელოების გამოყენებით კასოვიჩი 1854 წელს ქმნის სანსკრიტიდან რუსულ ტრანსლიტერაციულ თარგმანს. უძველესი ინდური სიტყვებია ეფუძნება კირილიცას. ლექსიკონი წარმოადგენს პირველ სანსკრიტულ-რუსული ლექსიკონს მსოფლიოში. ის შეიცავს 10,000 სიტყვას, თუმცა არ არის სრულყოფილი.
წიგნი საინტერესოა ისტორიოგრაფიული თვალსაზრისითაც და მნიშვნელოვანი იქნება შედარებითი ისტორიული ლინგვისტიკის, სემინარიისა და სლავოფილიზმის ისტორიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
»
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაშიგამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 25/01/2019 - 14:14.![]() ფროიდი, ზ. რჩეული შრომები / გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ. - თბ.: დიოგენე, 2018. – 441 გვ.
ISBN 9789941115684
კრებული ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ქსიქოანალიზის ფუძემდებლის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. ესენია: “ტოტემი და ტაბუ”, “ერთი ილუზიის მომავალი”, “კულტურით უკმაყოფილება”, “ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები”, “დოსტოევსკი და მამის მკვლელი”. წარმოდგენილი კვლევები ფსიქოლოგიურ, სრულიად განსხვავებულ მიდგომას ავლენს ერთი შეხედვით მარტივი, რუტინული ცხოვრებისა. და ვინჩისა და დოსტოევსკის ბიოგრაფიები სრულიად შემოაბრუნებს ამ ორი ბუმბერაზ პიროვნებების რაობას მკითხველის თვალში.
»
![]() |
ცნობები![]() ტელეფონები:2212768; 2335930 (ცნობები) 2 335305 (პატენტები და გამოგონებები) 2 724580 (ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა–მუზეუმი) 2 212731 (საზოგადოებასთან ურთიერთობა) სამუშაო საათები: ორშ-სამ: 10:00 – 18:00 ოთხ-ხუთ: 10:00 – 22:00 პარასკ: 10:00 – 18:00 შაბ–კვი: 11:00 – 17:00
|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|