Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

i7fqi
ჯაფარიძე, ო. საბჭოთა საქართველოში განვლილი წლები : არქეოლოგის მოგონებები / საქართველოს ეროვნული მუზეუმი. - თბ., 2016. – 191 გვ. 
ISBN 9781565812314

ავტორი იგონებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ქრონოლოგიურ მოვლენებს. ოთარ ჯაფარიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის კათედრას და 2004 წლიდან კი უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს წევრია. აგრეთვე 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის მრჩეველადაც აირჩიეს. იგი არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა და ძირითადად საქართველოს ისტორიის უადრეს ეპოქებს იკვლევდა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველი ერის ადრეული ეთნოგენეზისის კვლევის საქმეში.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

7suie

თენგიზ ქართველიშვილი. მოგონება ძველ თბილისზე : ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, პლაკატი  = Tengiz Kartvelishvili. Memory About Old Tiflis : Paintings, Graphics, Collage, Posters / ტექსტის ავტ. და რედ. ნ. ნადარაია. - თბ.: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 2016. – 147 გვ. 

ISBN 978-9941-938085
წიგნის შესავალ ნაწილში წარმოდგენილია  გრაფიკოსის, პლაკატისტის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ფერმწერისა და ექსპოზიციონერის თენგიზ ქართველიშვილის ბიოგრაფიული შტრიხები. მხატვრის შემოქმედებითი მოღვაწეობა XX საუკუნის სახვითი ხელოვნების გზას უკავშირდება. ამ ეპოქის პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაკვეთა და სოცრეალიზმი მხატვრულ-გამომსახველობითი თვალსაზრისით პიროვნების ინდივიდუალურობას თავისებურად წარმოაჩენს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

hsflq
ლაზები და ლაზეთი თურქეთის გამოცემებში / ნატო ახალაია, წათე ბაწაში, გურამ ლორთქიფანიძე, ქეთევან ლორთქიფანიძე, ომარ მემიშიში, ზეზვა ქავთარაძე. - თბ., 2015. – 882 გვ. : 8 ტაბ., ილ. 
ISBN 978-9941-0-7704-3

წიგნში წარმოდგენილია ლაზურ კულტურასთან, ენასა და ისტორიასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვანი წყაროები; ლაზური ზეპირსიტყვიერება; პერიოდიკა და ლაზურ თემატიკაზე დაბეჭდილი ყველანაირი მასალის ანოტირებული ბიბლიოგრაფია.  
ლაზურ ენობრივ-კულტურულ სივრცეში გარკვეული სახით იქმნება სამეცნიერო თუ სამეცნიერო პოპულარული სახის პროდუქცია. აქვე იკვეთება ლაზების ეთნიკური იდენტობის კულტურა. ეს მონოგრაფია არის ქართველოლოგიის ისტორიაში პირველი ნაშრომი.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

t9gzs

ანტიგენდერული მოძრაობის აღმასვლა - ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. - თბ., 2015. - გვ. 166. 

ISBN: 978-9941-0-8408-9


კრებული „ანტიგენდერული მოძრაობების აღმასვლა: ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში” შედგენილია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ბერლინში ჩატარებული საერთაშორისო გენდერული კონფერენციის მასალების მიხედვით. ეს მასალები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სომხეთში, ბელარუსში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთში, პოლონეთში, რუსეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში ერთმანეთის მსგავსი თუ განსხვავებული საზოგადოებრივი, კულტურული და პოლიტიკური პროცესების ტენდენციების ანალიზისთვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

50 ქალი საქართველოდან = 50 Women of Georgia / ავტ.: ლელა გაფრინდაშვილი, თამარ ცოფურაშვილი, შორენა გაბუნია, ეკა ფირცხალავა, ეკატერინე აღდგომელაშვილი,თამთა მელაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, ეკა წერეთელი, ქრისტინე დარჩია, თამთა თათარაშვილი; ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი. - თბ., 2013. – 51 გვ.


ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ საფოსტო ბარათების კრებულს. შეკრებილია 50 ქართველი და უცხოელი ქალის ბიოგრაფია, რომლებმაც საქართველო შეცვალეს.

ამ ბარათებით 50 ქალი თავიანთ ისტორიას გვიყვება. ისინი XIX-XX საუკუნეების საქართველოში ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. მათ ბიოგრაფიებსა და ფოტოებს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ სხვადასხვა მუზეუმებში, საოჯახო თუ სახელმწიფო არქივებში მიაკვლია და შეკრიბა.

ქართული ფემინიზმის ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოში ქალის როლის და ფუნქციის გამრავალფეროვნების იდეას ემსახურებოდა. 

აქ აღწერილია მრავალფეროვანი სპექტრით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალები: პოლიტიკოსები, ხელოვანები,

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

9osn0

ბურჯანაძე, მზია. ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია / რედ. თ. შურღაია. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. – 459 გვ.

ISBN 978-9941-13-445-6

უახლესი ლიტერატურული მიმდინარეობა ძალიან საინტერესო და თვისობრივად ახალი მოვლენაა ირანის რეალობაში. წიგნი წარმოადგენს ქართული ირანისტიკის პირველ სახელმძღვანელოს, რომელშიც ასახულია მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების სპარსული ლიტერატურული პროცესები. აქ წარმოდგენილია როგორც თანამედროვე სპარსული პროზის, ასევე პოეზიის ანალიზი. ცალკე თავი ეთმობა ქალთა ლიტერატურას.  

ირანულ ლიტერატურაში თანამედროვე ეპოქის კულტურულ-მენტალური პროცესები, ორგანულად უკავშირდება სოციუმის მატერიალურ გამოვლინებებს. წიგნი განიხილავს როგორც პროზის, ასევე პოეზიის განვითარების გზებს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

0udpd
კვინიკაძე, გიორგი. გეოეკონომიკური ნარკვევები : ფრიდრიხ ლაისტიდან ედვარდ ლუტვაკამდე / სამეცნ. რედ. ვ. მელიქიძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. – 242 გვ. 
ISBN 978-9941-13-497-5

მონოგრაფიაში მოცემულია მსოფლიოს გეოეკონომიკური განვითარების ისტორია XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან დღემდე. რადიკალური ტრანსფორმაციული პროცესების შესწავლა, რაც XX საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს ხდება აქტუალური. ანალიტიკოსები თანამედროვე სამყაროში ფსონს გეოპოლიტიკასა და გეოეკონომიკაზე დებენ. წიგნში განხილულია განვითარების ევოლუციური გზა, საიდანაც

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

otnw6

Jaime Angulo Pava. Nonlinear Dispersive Equations: Existence and Stability of Solitary and Periodic Travelling Wave Solutions. Mathematical Surveys and Monographs. Volume: 156. - American Mathematical Society Providence, Rhode Island, 2009. – 258 p. 

ISBN: 978-0-8218-4897-5 

ეს წიგნი წარმოადგენს ტალღური ფენომენის შესწავლის კლასიკურ და ახალ მეთოდებს, რომელიც დაკავშირებულია განცალკევებული და პერიოდულად მოძრავი ტალღის არსებობისა და სტაბილურობის სათანადო ამონახსნთან არაწრფივი დისპერსიული განტოლებებისთვის. სიმარტივისთვის, კონკრეტული მაგალითები და მათი გამოყენება ყველგან ხაზგასმულია, რათა მასალა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. შესწავლილი კლასიკური არაწრფივი დისპერსიული განტოლებების სია მოიცავს Korteweg-de Vries, Benjamin- Ono-ს  და Schrödinger-ის განტოლებებს. ამ მაგალითებში გარკვეულ როლს თამაშობს ბევრი სპეციალური იაკობიანური

ინფოარხების ცნობების შეკრება