ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 25/01/2019 - 14:09.მედიცინა : ილუსტრირებული ისტორია / მთარგმნ. მზია ლაპიაშვილი; რედ.: მაკა სესკურია, რუსუდან გორგაძე. - თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2018. – 289 გვ.
ISBN 978-9941-23-740-9
წიგნში განხილულია მედიცინის ის საფუძვლები, რომელთაგან ზოგი ეფექტური გამოდგა, ზოგი კი მთლიანად ჯადოზე, სულებზე, დემონებსა და ზებუნებრივ ძალებზე იყო დაფუძნებული. მე-16 საუკუნეში რენესანსმა საფუძველი ჩაუყარა კვლევას, ჩანაწერებს, ექსპერიმენტებს, და მედიცინამ უკვე მეცნიერების სტატუსი მოიპოვა. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც წარსულის კვლევას, ასევე თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს. აქვე განხილულია ისეთი პრობლემატური საკითხები როგორიცაა მალარია, აივ/შიდსი, სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემების ქრონიკული დაავადებები, კვება და ვაქცინაცია.
წიგნში განხილულია რა უმნიშვნელოვანეს მიზნებს მიაღწია მედიცინამ დღესდღეობით და როგორ იცვლება ავადმყოფობასა და ჯანმრთელობას შორის ბალანსი მომავალი თაობებისათვის.
წიგნი დაყოფილია ნაწილებად: ძველი სიბრძნე 700 წლამდე;
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 22/01/2019 - 16:03.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 22/01/2019 - 15:44.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 20/12/2018 - 14:12.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 20/12/2018 - 14:08.იმედაშვილი, ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი (1801-1952) : ა-დ. ტომი I. / ტექსტის რედ. ხელნაწერებისა და ბიბლიოგრაფიების შევსება-შედარება ქ. გზირიშვილისა; სარედ. კოლეგია: ქ. გზირიშვილი, ლ. თაქთაქიშვილი, კ. იმედაშვილი, თ. ლაღიძე. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. – 900 გვ.
ISBN 978-9941-9606-1-1
ISBN 978-9941-9606-2-8
იოსებ იმედაშვილი სახალხო წიგნების გამოცემას 1897 წლიდან იწყებს და იმთავითვე მიზნად ისახავს ქართული მწერლობის, მეცნიერების მხატვრობის, მუსიკის, ხუროთმოძღვრების, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მეურნეობის ყველა დარგის მუშაკთა შესახებ მნიშვნელოვანი საცნობარო წიგნის დაწერას.
ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონს წინ ერთვის იმედაშვილის მიმართვა. ტექსტი იმ მოქალაქეებს დაეგზავნა, რომელთაც ავტორი ეროვნულ მოღვაწეებად მიიჩნევდა, მიმართვა აგრეთვე დაიბეჭდა „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“. მასში ახსნილი იყო ის მოთხოვნები რაც დაეხმარებოდა იმედაშვილს ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში. ლექსიკონზე ავტორი სიცოცხლის ბოლომდე, 1952 წლამდე, მუშაობდა, თუმცა ამაოდ იბრძოდა მის გამოსაცემად. იმ ეპოქაში სამწუხაროდ არავის სჭირდებოდა ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების გასამძაფრებლად გამოცემული არანაირი ლიტერატურა.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 20/12/2018 - 14:00.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : პარ, 26/10/2018 - 16:26.კალანდია, გ. ქსოვილი საქართველოდან / გ. კალანდია, ი. საგანელიძე, ი. ზამბახიძე; სამეცნ. რედ. გ. კვანტიძე; რედ. ე. სალარიძე = Kalandia, G. Textile from Georgia / G. Kalandia, I. Saganelidze, I. Zambakhidze; Scientific Ed. G. Kvantidze; Ed. E. Salaridze. – [თბ.] : ხელოვნების სასახლე, 2017. – 402 გვ. : ტექსტი ილუსტრაციებით ქართ., ინგლ.
ISBN: 978-9941- 0-9641- 9
“ქსოვილი საქართველოდან” ორენოვანი ალბომია რომელიც თავისი ფორმით, შინაარსით, მაღალი პოლიგრაფიული დონითა თუ ისტორიული მნიშვნელობით საეტაპო გამოცემას წარმოადგენს.
ნაშრომი ქართული ისტორიული ქსოვილის შესახებ მეშვიდე- მეოცე საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ყველა მნიშვნელოვან ცნობას აერთიანებს და ქართველი გვირგვინოსნებისა და თავადების შესამოსელის მიხედვით აღდგენილ ქსოვილზე მოგვითხრობს.
პირველად ისტორიაში, საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს და დაათვალიეროს ის ქსოვილი, რომლითაც დიდი ქართველი მეფეები და დიდგვაროვნები იმოსებოდნენ, მათ შორის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი III, დადიანთა, ჯაყელთა, ერისთავთა, სურამელთა და გურიელთა სახელოვანი შთამომავლები.
ალბომი მიზნად ისახავს ქართული ისტორიული ქსოვილის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური მიმართულების განვითარების ასახვას. მასში შესულია 200-ზე მეტი ფრესკა და 300-მდე ტექსტილის სახეობა, მათ შორის აღსანიშნავია VIII-XI საუკუნეების ბიზანტიური ქსოვილები სვანეთიდან.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 23/10/2018 - 14:26.გედენიძე, ირაკლი. საქართველო: რასაც არწივები ხედავენ = Georgia: What Eagles See/ ტექსტის ავტ. და რედ. თ. ბარამაშვილი; მთარგმნ. რ. ხატიაშვილი; პროექტის მენეჯერი ნ. მაღალაშვილი. - თბ.: პალიტრა L, 2018. – 368 გვ.: ილ.
ISBN 978-9941-24-638-8
დრონით დანახული საქართველო - კახეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, თბილისი.
ფრენისა და სამყაროს სხვა რაკურსით ხილვის სურვილი - იგრძენით თავი არწივის სიმაღლეზე, დატკბით საქართველოს სილამაზით, გადმოიხედეთ - ეს საქართველოს!!! - ესაა მთავარი მესიჯი რაც წიგნის შექმნის იდეას აერთიანებ.
ფოტოების ძირითადი ნაწილი 60 000 კილომეტრის რადიუსის 100 000 მდე ფოტოს შეიცავს. აქ გარდა ბუნების მშვენიერებისა შევხვდებით უძველეს ტაძრებსა და არქეოლოგიურ ობიექტებს.
წიგნი ორენოვანია დატვირთულია უნიკალური ფერადი ფოტო-მასალით.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
