ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 23/10/2018 - 14:23.რისი, ერიკ. წარმატებული სტარტაპი : ეკონომიური სტარტაპის მეთოდი / მთარგმნ. დ. ახალაძე; რედ. მ. იმერლიშვილი. - თბ.: პალიტრა L, 2017. – 384 გვ.
ISBN 978-9941-24-921-1
როგორ იყენებენ დღევანდელი მეწარმეები მუდმივი სიახლის მეთოდს, განსაკუთრებულად წარმატებული კომპანიის შესაქმნელად? ბიზნესის კეთების დროს სტარტაპისეული იდეის ინოვაციურმა მიდგომამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა. თავისი არსით, სტარტაპი იდეის პროდუქტად გადაქცევის კატალიზატორია. ეს არის ექსპერიმენტების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვა სიცოცხლისუნარიანი ბიზნესისათვის, რაც წარმოშობს და ახალ სახეს სძენს იდეების მომდევნო წყებას.
იდეიდან წარმატებულ სტარტაპამდე პროცესი შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს: შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლი, ეს ქმნის ეკონომიური სტარტაპის საფუძველს.
წიგნის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში რომ მაქსიმალურად შემცირდეს უკუკავშირის ციკლის გავლის საერთო დრო. სწორედ ეს არის სტარტაპის მართვის არსი. წიგნის მეორე ნაწილში აღწერილი მეთოდები, შექმნა-შეფასება-სწავლის უკუკავშირის ციკლის დახმარებით, პროდუქტის ბაზარზე გატანის საერთო დროს მინიმუმამდე ამცირებს.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 23/10/2018 - 14:21.
დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 1: ლუვრი. პარიზი / თარგმნ. ე. კობახიძე, მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2017. – 128 გვ.: ილ.
დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 2: უფიცი. ფლორენცია / თარგმნ. მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2017. – 128 გვ.: ილ.
დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 3: პრადო. მადრიდი / თარგმნ. ე. კობახიძე, მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2018. – 128 გვ.: ილ.
დავერიო, ფილიპ. მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები 4: ეროვნული გალერეა. ლონდონი / თარგმნ. ე. კობახიძე, მ. დონაძე; რედ. თ. ჟურული. - თბ.: პალიტრა L, 2018. – 128 გვ.: ილ.
ISBN 978-9941-24-832-0 (ყველა წიგნისთვის)
ISBN 978-9941-24-850-4 (წიგნი 1)
ISBN 978-9941-24-882-5 (წიგნი 2)
ISBN 978-9941-24-904-4 (წიგნი 3)
ISBN 978-9941-24-954-9 (წიგნი 4)
სერია „მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები“ - მეგზურობას გვპირდება იმ სახელგანთქმულ მუზეუმებსა და გალერეებში, სადაც სხვადასხვა კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. ეს წარმოსახვითი მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში, თითოეული მუზეუმის შექმნისა და განვითარების ამბით იწყება, მათში შემავალი კოლექციების გაცნობით. ამას მოსდევს ცალკეული შედევრის უნიკალური მხატვრული ანალიზი და ბოლოს - ხელოვანთა მოკლე ბიოგრაფიული ექსკურსი. ესაა რეალური ხელოვნების შედევრები შენს პირად კოლექციაში.
ეს უნიკალური სერია ნამდვილად იძლევა საშუალებას თავი წარმოვიდგინოთ მსოფლიო მუზეუმების, ხელოვნებისა და მშვენების სამყაროში.
გამოცემა უხვადაა შემკული არაჩვეულებრივი ილუსტრაციებით.
გამოცემა გააერთიანებს 13 მუზეუმს, მათ შორის: პარიზი (ორი), ფლორენცია, მადრიდი, ლონდონი, რომი, სანქტ-პეტერბურგი, თბილისი, ნიუ-იორკი, ვენა, ბერლინი, ლონდონი, ამსტერდამი უდიდეს დაცულ შედევრებს.
სერია გამოირჩევა იმითაც რომ სახელთა და ტერმინთა გადმოცემის ახალ მართებულ ფორმებს გვთავაზობს
ამჯერად წარმოგიდგენთ 2017-2018 წლებში გამოცემულ პირველ ოთხ ტომს.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : სამ, 23/10/2018 - 13:54.ალექსანდრა და დანიელ მიზელინსკები. რუკები : დასურათებული მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო / ქაერულ გამოცემაზე მუშაობდნენ: ზ. შენგელია, გ. ბერიძე, თ. ლებანიძე, გ. რუსია და სხვ. თბ.: დიოგენე, 2017. - 116 გვ.
ISBN 978-9941-11-559-2
55 დიდი რუკა 46 ქვეყანასა და 6 კონტინენტს მოიცავს. ნორვეგია, გერმანია, შვედეთი, ავსტრია, ხორვატია, მონღოლეთი, რუსეთი, საქართველო თურქეთი, ეგვიპტე, ინდოეთო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პერუ, ეკვადორი, ჩილე, კანადა, დიდი ბრიტანეთი იტალია, საფრანგეთი - ეს აერია არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა რომელთა შესახებაც გვაწვდის ცნობებს წიგნი. ეს არის ბოლო წლების ყველაზე პოპულარული საბავშვო შემეცნებითი წიგნი, რომელიც შეიქმნა პოლონეთში და მოიცავს ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, ზოოლოგიური, ბოტანიკური, ზოგადკულტურული ხასიათის ინფორმაციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ. „რუკების“ მასალის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა თამაშებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა.
ყოველ რუკაზე უამრავ საინტერესო ილუსტრაციას და მნიშვნელოვან ფაქტს აღმოაჩენთ, და აუცილებლად მოგინდებათ კიდევ უფრო მეტის გაგება.
წიგნს აგრეთვე ახლავს მსოფლიო ქვეყნების დროშები.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/10/2018 - 13:35.
ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 2 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 440 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 3 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 428 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 4 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. როინ მეტრეველი. - თბ. : არტანუჯი, 2016. - 388 გვ. : ილ.
ISBN 978-9941-463-97-6 (ტომეულის)
ISBN 978-9941-445-72-9 (II ტომი)
ISBN 978-9941-463-63-1 (III ტომი)
ISBN 978-9941-463-65-5 (IV ტომი)
ტომეული წარმოადგენს 2016 წელს გამოცემულ I ტომის გაგრძელებას. პირველ ნაწილში შესული იყო ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგში 1907 წელი; შემდეგი სამი ტომი ეტაპობრივად აგრძელებს უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის მომდევნო პერიოდის შრტომებს, ესენია: ტ. 2. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი; ტ. 3. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ სვანეთში 1910 წელი; ტ. 4. არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში.
წიგნის მე-2 ტომი რუსულ და ქართულ ენოვან ჩანაწერებს მოიცავს, ესენია: მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციის მიერ შეკრებილი (1902, 1909 წლის ჩანაწერები) და ჟურნალ „მოამბეში“ დასტამბული დიდძალი მასალა. აქ წარმოდგენილია ტიფლისის გუბერნია, ყარსი, იმერეთი, გურია, ქართლი და კახეთი
წიგნის მე-3 ტომი შეიცავს ოთხ ნაწილს და სვანეთის ცალკეული უბნების აღწერილობას მოიცავს. ესენია ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი,
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ხუთ, 18/10/2018 - 13:28.ლი, ერიკ. ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921/ სამეცნ. რედ. გ. მამულია; მთარგმნ. ქ. ქანთარია. - თბ., 2018. – 322 გვ. 22 გვ.
ISBN 978-9941-27-852-5
ერიკ ლი ჟურნალისტი და ისტორიკოსია. იგი ოცდაათი წლის განმავლობაში იკვლევდა დამოუკიდებელ საქართველოს.
წიგნი პირველად გამოიცა 2017 წელს, ლონდონში. იგი ეხება საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და სოციალისტურ რევოლუციას. წიგნი ეყრდნობა როგორც უცხოელი თანამედროვეების, ასევე იმავე პერიოდში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებათა მოგონებებს. ავტორი მკაფიოდ აჩვენებს ერთი საუკუნის წინანდელ ისტორიას - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა, რამაც საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ქართულ დემოკრატიას.
წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
წიგნში ჩართულია ფოტო დოკუმენტალური მასალა, ახლავს შენიშვნები და პირთა საძიებელი.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 08/10/2018 - 17:01.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ორშ, 08/10/2018 - 16:56.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
გამოაქვეყნა new publications-მ : ოთხ, 03/10/2018 - 17:38.Tectonic Evolution of the Eastern Black Sea and Caucasus / Geological Society Special Publication 428 / ed.by Sosson, M; Stephenson, R. A. Adamia; S. A. – London : Geological Society, 2017. – 368 p.
ISBN-10: 1862397392
ISBN-13: 978-1862397392
გამოცემა მოიცავს ევრაზიის კონტინენტური საზღვარისა და მიმდებარე ოკეანის აღწერილობას. სტატიების უმეტესობა მულტიდისციპლინურია და მათში მიმოხილულია რეგიონი მეტამორფიკული პეტროლოგიიდან დაწყებული სტრუქტურული, ტექტონიკური და გეოფიზიკური ერთეულების ჩათვლით. სტატიებში მნიშვნელოვანიად არის განხილული აქტიური და პასიური კასტრალური სეისმოლოგია, პალეომაგნეტიზმი, საველე გეოლოგია, გეოქიმია, დაბალი ტემპერატურის თერმოქრონოლოგია.
გამოცემა ინტეგრირებულია და კონცეპტუალურად ყველა რეგიონს მოიცავს, მათ შორის განაპირა რეგიონებსაც.
წიგნი ინგლისურენოვანია, ერთვის ფერადი ილუსტრაციები, გრაფიკული გამოსახულებები და რუკები, აგრეთვე გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments
- იხ. ვრცლად
