Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4piiu
ყიფიანი, დიმიტრი. თხზულებანი. ტ. II. პუბლიცისტიკა, ლიტერატურული წერილები, საისტორიო თხზულებები / საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2017. – 520 გვ.: ფოტო. 
ISBN 978-9941-27-609-5

დიმიტრი ყიფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულია მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიისათვის. წიგნი კი თავისთავად, საკმაოდ მრავალმხრივი და ბევრის მომცველი, ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის ხდება მნიშვნელოვანი არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის. 

ამჯერად დიმიტრი ყიფიანის თხზულებათა ათტომეულის მეორე ტომს განვიხილავთ. აქ შესულია ავტორის პუბლიცისტური, ლიტერატურული და საისტორიო თხზულებები. მისი გაცნობისას მკითხველი აღმოაჩენს ისეთ საინტერესო პუბლიცისტურ  მასალებს, რომლებიც დაწერილია „მეომართ ცოლ-შვილისათვის საზრუნველი საზოგადოების“ გამო; „ქართული სათეატრო ამხანაგობის“ შესახებ; „წერა-კითხვის საზოგადოებაზედ“; ხიზანთა საკითხი; „რომეო და ჯულიეტას“ თარგმანის ბეჭდვისას დაშვებული შეცდომების გამო; ჰიუგო. „ოთხმოც-და-ცამეტიდამ“; თამარ მეფის საუკუნე და კიდევ ბევრ სხვა მნიშვნელოვან პასაჟებს. 
წიგნში ერთვის საკმაოდ ვრცელი: დამოწმებანი; შემოკლებანი და პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები გვ.: 387-518. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

qozqb

ჯორბენაძე, თეიმურაზ. კერძო პათოლოგიური ანატომია: ორ წიგნად. [წ. II] / თ. ჯორბენაძე, გ. პატარაია, ნ. ჯორბენაძე, ტ. მერმანიშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. თ. ჯორბენაძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 776 გვ.

ISBN  978 -9941-13 -566 - 8 ( I და II წიგნის)

ISBN  978 -9941-13 -568 -2 (II  წიგნის)

სახელმძღვანელო შედგენილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით. მასში წარმოდგენილია მონაცემები ავადმყოფობათა სტრუქტურული საფუძვლების შესახებ.
ნაშრომში, თავების სახით, შემდეგი საკითხებია გადმოცემული: სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების პათოლოგია, ლიმფორეტიკულური სისტემის ორგანოების ავადმყოფობები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობები, სასუნთქი ორგანოების პათოლოგია, საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ავადმყოფობები, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ავადმყოფობები, თირკმელებისა და საშარდე გზების ავადმყოფობები, ქალის სასქესო ორგანოების ავადმყოფობები, მამაკაცის სასქესო სისტემის ავადმყოფობები, სარძევე ჯირკვლების ავადმყოფობები, ორსულობისა და ლოგინობის ხანის პათოლოგია, პრე- და პოსტნატალური დარღვევები, ბავშვთა ასაკის ავადმყოფობები, ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები, ინფექციური ავადმყოფობები, კანის ავადმყოფობები, ძვალკუნთოვანი სისტემის პათოლოგია, ცენტრალური ნერვული სისტემის, თვალისა და ყურის ავადმყოფობები, კბილების, ყბების ძვლებისა და პირის ღრუს ორგანოების ავადმყოფობები.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტებისა და სამედიცინო ინსტიტუტების სტუდენტებისათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

7a41t

ახალი ქართული ენა : დიალექტების მორფოლოგია. პარადიგმები. წიგნი IV / ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი; რედ. გ. გოგოლაშვილი, ა. არაბული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 511 გვ.

ISBN  978 -9941-13 -561 - 3 (წიგნი  I- IV)

ISBN  978 -9941-13 -634 -4 (წიგნი IV)

„ახალი ქართული ენის“ IV წიგნში წარმოდგენილია ქართული ენის დიალექტთა სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების პარადიგმები. ეს არის, ფაქტობრივად, დამატებითი მასალა წინა (მესამე) წიგნისათვის, რომელშიც დიალექტების მორფოლოგიის კრებსითი ანალიზი არის მოცემული. ახალი ქართული ენის თანამედროვე დიალექტებში უამრავი ისეთი კონკრეტული ფაქტია, რომელიც ვერ მოხვდა კრებსით ანალიზში, ამიტომ IV წიგნის სახით წარმოდგენილია სწორედ თითოეულ დიალექტში სახელის ბრუნებისა და ზმნის უღლების საკითხები.

„ახალი ქართული ენის“  III-IV წიგნები ემყარება 2016 წელს გამოცემულ წიგნს „ თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია. დიალექტები“. ესაა დაზუსტებული, შევსებული, გავრცობილი ვარიანტი. დაემატა ტექსტები და ბიბლიოგრაფია.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

fqhsg

კური, ანეტ. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართალი : ტექსტები, გადაწყვეტილებები და მასალები / ა. კური, ტ. დრეიერი; რედ. ნ. ბურდული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 588 გვ.

ISBN  978-9941-13 -643- 6

ბოლო ხანს ინფორმაციულ საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც მისმა რთულმა სამართლებრივმა სტრუქტურამ განაპირობა. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირს. ინტელექტუალური საკუთრების ერთი სფეროს სპეციალისტებს ხშირად უჭირთ სხვა სფეროს სიახლეებისათვის თვალის მიდევნება. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის გაგება განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომელთათვისაც უცხოა ევროკავშირის შიდა მექანიზმები და განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციები, ევროკავშირისა და ეროვნული სამართლის ნორმათა ურთიერთგადაფარვისა და ურთიერთქმედების საკითხები. ეს ეხება სტუდენტებს როგორც ევროკავშირში, ისე ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში, რომელთაც სურთ არამხოლოდ ზოგადი, მოკლე მიმოხილვით შემოფარგვლა, არამედ ფუნდამენტური ცოდნის მიღება.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

xtoa8

მაჭავარიანი, ნანა. აფხაზური ენის გრამატიკის საკითხები (აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების გათვალისწინებით) / თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი; ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია = Machavariani, Nana M. Abkhazian Grammar Issues (Considering the Speech of Abkhazians Living in Adjara)/ Arnold Chikobava Institute of Linguistics at TSU Tskhum-Abkhazian Academy of Sciences / რედ. ვ. შენგელია. - თბ., 2017. -222 გვ.

ISBN  978-9941-13 -627- 6

წინამდებარე მონოგრაფიაში წარმოდგენილია აფხაზური ენის ფონეტიკა-ფონოლოგიისა და გრამატიკული სტრუქტურის აღწერითი ანალიზი და აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა მეტყველების თავისებურებანი.

აფხაზური ენის სისტემისა და ისტორიის უკეთ წარმოსაჩენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც აფხაზეთში გავრცელებულ დიალექტთა მონაცემების შესწავლას, ისე აფხაზეთიდან გეოგრაფიულად მოწყვეტილ არეალებში წარმოდგენილი აფხაზური მეტყველების თავისებურებათა გათვალისწინებას.

ნაშრომს ერთვის საველე სამუშაოებისას მოპოვებული მასალა (ჟანრობრივად მრავალფეროვანი ტექსტები სიტყვასიტყვითი ქართული თარგმანით) და მოკლე (1900-მდე ლექსიკური ერთეულის შემცველი) აფხაზურ-ქართული ლექსიკონი.

წიგნი განკუთვნილია იბერიულ-კავკასიურ ენათა მკვლევართათვის, თეორიული ენათმეცნიერების სპეციალისტებისათვის, კავკასიურ ენათა სპეციალობის სტუდენტთა და კავკასიის ხალხთა კულტურისა და ისტორიით დაინტერესებულ პირთათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

w9poe

გონჯილაშვილი, ნანა. „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველება და განსახოვნების თავისებურებანი / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. ლ. გრიგოლაშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 359 გვ.

ISBN  978-9941-13- 655 - 9

წიგნში შესულ ნარკვევებს რუსთაველის ესთეტიკური ნააზრევი და მხატვრული განსახოვნების თავისებურებანი აერთიანებს. წარმოდგენილი პრობლემატიკა, ძირითადად, „ვეფხისტყაოსნის“ პარადიგმული სახისმეტყველების კვლევა-ძიებას მიემართება. ყოველივე ეს, პოემის ტექსტის, წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მონაცემთა საფუძვლიან ანალიზთან ერთად, ტიპოლოგიურ მიმართებათა გამოსავლენად მოხმობილი სხვადასხვა ეპოქის შემოქმედთა ნააზრევის განხილვას მოიცავს. ტრადიციული მოსაზრებების კვალდაკვალ წიგნში საკითხთა შესახებ ახალი მოსაზრებები და ვარაუდებია გამოთქმული.
წიგნი განკუთვნილია აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული სპეციალისტების, პედაგოგების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

gnhkf
გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში : II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. შრომების კრებული = Challenges of Globalization in Economics and Business : The 2nd International Scientific Conference: Proceedings. კონფერენცია ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს / ივ.ჯავახიშვილის სახ.თბ. სახელმწ. უნ-ტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; სარედ. კოლეგია: თ. ბერიძე, ვ. პაპავა, ა. სილაგაძე და სხვ. - თბ., 2017. – 680 გვ. 
ISBN 978-994113650-4

წიგნში თავმოყრილია კონფერენციის მასალები გლობალიზაციის გამოწვევების შესახებ. გლობალიზაციას ჯერ კიდევ ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც მოხდა სამრეწველო რევოლუცია XIX საუკუნის ბოლოს, თუცა თანამედროვე საუკუნეთა მიჯნაზე ახალმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა ამ ფენომენს კიდევ უფრო დიდი შინაარსი შესძინა. ეკონომიკური კავშირების განვითარების დროს ქვეყნები, რეგიონები და კონტინენტები უფრო და უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, რაც თავისთავად აქტუალურს ხდის ეკონომიკური გლობალიზაციის პრობლემას. ეს შესაძლოა შეფასდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ფაქტორად ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. თუმცა დღესდღეობით ვერცერთი ქვეყანა ვერ გაექცევა გლობალიზაციას ეკონომიკასა და ბიზნესში. 
წარმოდგენილ ქართულენოვან სტატიებს ახლავს რეზიუმეები ინგლისურ ენაზე, თუმცა კრებულში ასევე შესულია უცხოური კვლევებიც. ყველა კვლევას ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

1ft81
მშვილდაძე, მ. ახალი აღთქმა და ანტიკური სამყარო / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; რედ. გ. ლოთქიფანიძე. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. – 200 გვ.
ISBN 978-9941-13-622-1

ანტიკური პერიოდის რომის იმპერიაში ეპოქათა მიჯნაზე მიმდინარე პროცესები ისტორიულ, არქეოლოგიურ და ეპიგრაფიკულ მასალებზე დაყრდნობით არის შესწავლილი და გაანალიზებული. ახალი აღთქმა მთლიანად გააზრებულია, როგორც საისტორიო წყარო და შესწავლილია მისი როლი ანტიკურ სამყაროში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით. 
წიგნში წარმოდგენილია ახალ აღთქმაში დასახელებულ პირთა ისტორიულობის საკითხი; ქრისტიანობის აღმოცენების წანამძღვრები, დრო და პირობები; ტაძრის როლი იუდეველთა ცხოვრებაში და სინაგოგის წარმოშობის მიზეზების ადგილი ახალი აღთქმის პერიოდის იუდეაში. 
წიგნი განკუთვნილია ისტორიის კულტურის, რელიგიის შემსწავლელი სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის. 
წიგნს ახლავს რეზიუმე ინგლისურ ენაზე, გამოყენებული ლიტერატურის სია, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები. 

ინფოარხების ცნობების შეკრება