Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

unnamed


  ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია „ოთხი ასისთავი-შოთა ბარათაშვილი,ვაჟა და გალაკტიონი.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთკაში

uftyb
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში / კორნელი კეკელიძის სახ. საქ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; პროექტილს ხელმძ. თ. აბულაძე; რედ. მ. სურგულეძე. - თბ.: სეზანი, 2017. – 335 გვ. 
ISBN 978-9941-947-8-4

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემა სრულიად მოიცავს შუა საუკუნეების ქართული სამოხელეო წყობის შესახებ არსებული ცოდნის ანალიზს. ქართული მონარქიის სამოხელეო წყობა საუკუნეების განმავლობაში შემუშავებულ მოდელს განასახიერებდა, თუმცა ტიპოლოგირად უცვლელი რჩებოდა. წიგნში წარმოდგენილია უდიდეს მეცნიერთა მიმოხილვა და პერიოდულად ვხვდებით: ივ. ჯვახიშვილს, ივ. სურგულაძის, შ. მესხიას და სხვათა ტექსრტების არქოგრაფიულ, ისტორიულ თუ იურიდიულ კომენტარებს. ნაშრომის სათანადო ადგილებში სრული ინფორმაციები იკითხება თითოეულის როლისა და განხილული მასალის მნიშვნელობის თაობაზე. 

წიგნის შესავალი ნაწილი, რასაც ნაშრმში დიდი მოცულობა აქვს დათმობილი ორ, ქართულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი. მომდევნო ნაწილში თხრობა ანბანური თანმიმდეგრობით გადადის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეების შესახებ, ესენია:

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4gk4u

ილია ჭავჭავაძე კაცია-ადამიანი?! : 3D ილუსტრაციები, მოძრავი ჩანართები. ილია და მისი ეპოქა / იდეის ავტ.: დ. გრძელიშვილი; ტექსტის ავტ.: დ. გრძელიშვილი, ზ. დოლიძე; რედ. ს. ნიკოლეიშვილი. - თბ: პალიტრა L, 2013. – 28+6 გვ.

ISBN: 978-9941-21-210-9

გამომცემლობა "პალიტრა L" წარმოგიდგენთ ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, დიდი ქართველი რეალისტის ილია ჭავჭავაძის ცნობილი სატირული მოთხრობის "კაცია-ადამიანის?!" სრულიად განსხვავებულ გამოცემას. ეს არის უნიკალური საარქივო მასალა და გათვლილია ყველა ასაკის მკითხველისათვის.

წიგნი გაფორმებულია ილუსტრაციებითა და კომიქსებით,  დართული აქვს მნიშვნელოვანი ფოტო და დოკუმენტური მასალა. გამოცემას ახლავს მოძრავი ჩანართები.  

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

uvjb6

ჯაფარიძე, მ. რონალდ რეიგანი : 50 პერსონა. მათ შექმნეს ისტორია / რედ. ლ. იოსებაძე. - თბ: პალიტრა L, 2016. – 223 გვ

ISBN 978-9941-24-451-3

გამომცემლობა "პალიტრა L" თვეში ერთხელ გვთავაზობს ცნობილი პერსონათა ბიოგრაფიებს, პირვნებებს რომელთაც შექმნეს და შეცვალეს ისტორია. აქვე აღსანიშვანია, რომ ეს სერიული გამოცემა არ წარმოადგენს მხოლოდ მშრალ ისტორიულ-ბიოგრაფიულ მასალას. იგი მოიცავს ადამიანურ ურთიერთობებსა და სისუსტეების, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ მხატვრულად მოთხრობილ ამბებს.

წიგნი - „რონალდ რეიგანი“ წარმოგვიდგენს ამერიკელების ერთ-ერთ უსაყვარლეს პრეზიდენტად მიჩნეულ ადამიანის ისტორიას: როგორი იყო სამყარო მის გარშემო და როგორი იყო თავად ის, როგორ განისაზღვრა მისი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ისტორიულ-დოკუმენტური მასალა გაჯერებულია პირადი ცხოვრების ემოციური მომენტებით, დიდი პიროვნების ფიქრებით, სურვილებით, წინაღობებით, მისწრაფებებით,

წლიური ანგარიში

2017 წლის 17 იანვარს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების წლიური ანგარიშებისა და მიღწევების პრეზენტაცია“. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მჭიდროდ თანამშრომლობს სამეცნიერო  და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვადასხვა პროექტების საშუალებით ხელს უწყობს საზოგადოებაში მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციას. 

საგაზაფხულო აქცია

საგაზაფხულო  აქცია  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. გახდით ჩვენი მკითხველი და მიიღეთ  სხვადასხვა  სახის საჩუქრები.  აქცია გაგრძელდება 1 ივნისამდე. გელოდებით!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს "პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას

541
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვას -
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მრავალმხრივი ანალიზის, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო 2020), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ადგილობრივი კონტექსტისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა "პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი.

წიგნები საჩუქრად

DSC_1032_SMALL

ამერიკული არმიის ბრიგადის გენერალმა, რონალდ მანგუმმა (Ronald S.Mangum), რომელიც არის საქართველოსა და ჩვენი ბიბლიოთეკის ერთგული მეგობარი, საჩუქრად გადმოგვცა  უნიკალური წიგნების კოლექცია პირადი ბიბლიოთეკიდან. დიდი მადლობა ამ ადამიანს.

ინფოარხების ცნობების შეკრება