Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

jiwkg

Blanchard, Olivier. Macroeconomics: Seventh Global Edition / Editor-in-Chief A. D’Ambrosio. -Boston:Pearson, 2017. - 569 p.

ISBN  10:1-292-16050-0

ISBN  13: 978-1-292-16050-4

ნაშრომი  წარმოადგენს მაკროეკონომიკის ერთიან, გლობალურ ხედვას, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს იხილონ კავშირები სასაქონლო, ფინანსურ და შრომით ბაზრებს შორის. წიგნი შედგება ორი ნაწილისაგან. ტექსტში ყურადღება გამახვილებულია  მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ბაზრებზე და სამ ძირითად გაფართოებაზე, რაც უფრო მეტ სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს პრობლემის. ამერიკის შეერთებული  შტატების ძირითადი ეკონომიკური კრიზისისა და მონეტარული პოლიტიკიდან დაწყებული, ევროპული პრობლემებისა და ჩინეთის ზრდის პრობლემების ჩათვლით, წიგნი ეხმარება  სტუდენტების არა მარტო მიმდინარე მაკროეკონომიკურ მოვლენებში გარკვევაში, არამედ ისეთ მოვლენებშიც, რომლებიც შესაძლოა მომავალში განვითარდეს. მეშვიდე, გლობალური გამოცემა დაეხმარება სტუდენტებს მათი ანალიტიკური უნარების განვითარებაში.
წიგნი გამდიდრებულია პორტრეტებითა და სქემებით.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

81odu

ანდრიაძე, დავით. ბაჟბეუკის ქარიზმა = Andriadze, David. Charisma of Bazhbeuk / საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი; პროექტის ავტ. და ხელმძღ. ი. ოგაჯანოვა, თარგმ. ლ. გეგეჭკორი. - თბ., 2017. – 200 გვ. 
ISBN 978-9941-27-579-1

გასულ წელს ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნე გავიდა, ზუსტად იმდენივე გავიდა მას შემდეგაც, რაც არ ჩატარებულა დიდი მხატვრის არც ერთი პერსონალური გამოფენა. ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა მისი ნამუშევრების კატალოგიზაციაც. მხოლოდ 2017 წელს გაიხსენეს მხატვარი და პროექტ „ალექსანდრე ბაჟბეუკ-მელიქოვის“ ფარგლებში, სურათების ეროვნულმა გალერეამ უმასპინძლა მხატვრის პერსონალურ გამოფენას. ასევე მოხდა მისი შემოქმედების თითქმის სრული კატალოგიზაცია. 
წინამდებარე კატალოგში თავმოყრილია მხატვრის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების ძირითადი ნაწილი.
კატალოგი ორენოვანია. ტექსტი ეკუთვნის კრიტიკოს, ფილოსოფიის მეცნ. დოქტორს დავით ანდრიაძეს. აქ უკვე წერის ტექსტუალური ნარატივი მხატვრის ფოტოებისა და ნახატების სინთეზურ პროცესს ქმნის... და კითხვა თავისთავად იქცევა მოქმედებად, რომელიც წამკითხველს მხატვრის სამყაროში ამოგზაურებს. „დიდი პროლოგი ანუ სიკვდილი უსახელო ბაჟბეუკისა“ ასე იწყება წიგნი და გრძელდება სხვადასხვა 16 სინჯით, სადაც ავტორი მართლაც აანალიზებს ცხოვრების ყოველ დეტალს მხატვრისა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

hkdka

რუსთაველი, შოთა. ვეფხისტყაოსანი. საიუბილეო გამოცემა. შოთა რუსთაველის დაბადების 850 წლისთავი (მეორე გამოცემა) / საგამომცემლო პროექტი „განძი რჩეული“, იდეისა და პროექტის ავტ.: ბ. მაცაბერიძე, რ. მოსიძე. - თბ.: ბაკმი, 2016. – 392 გვ.

ISBN 978941426513

„ვეფხისტყაოსნის“ ყოველი ახალი გამოცემა თავისთავად მოვლენაა. იგი ერთროულად ქართული ეროვნული ღირსება და მარადიული საკაცობრიო ფასეულობაა. გამომცემლობა „ბაკმი“ ამჯერად წარმოგვიდგენს ყველა დროისა და ყველა თაობის სამაგიდო წიგნის ექსკლუზიურ, უნიკალურ გამოცემას

წიგნში წარმოდგენილია დღემდე სრულიად უცნობი ორი ქართველი მხატვრის მიერ XVIII საუკუნეში შესრულებული საერო აღმოსავლური მინიატურები,  – ე.წ. წერეთლისეული ნუსხა. (87 მინიატურა),

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

sg26g

როგორ დავიცვათ სამუზეუმო კოლექციები შესაძლო საფრთხეებისგან = How to Protect the Museum Collections from Potential Threats / საქართველოს ეროვნული მუზეუმი; რესტავრაცია- კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტი; სარედაქციო საბჭო: დ. ლორთქიფანიძე, მ. წერეთელი, ნ. კალანდაძე, ნ. ქებულაძე, თ. კინწურაშვილი, დ. გოგაშვილი; რედ. ნ. კალანდაძე. - თბ., 2017. – 144 გვ. 

ISBN 9789941946875

წიგნში განხილულია ის საფრთხეები რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს ექსპონატებს - იქნება ეს წყალი, ხანძარი, ნივთებისთვის არასახარბიელო ტემპერატურა, ტენიანობის ხარისხი, ჰაერის დამბინძურებლები, არასწორად შერჩეული განათება, მწერები, მარკირება, ტრანსპორტირება, არასწორად დაგეგმილი საცავი თუ სხვა. აქვეა მოცემულია შესაძლო რისკებიდან მომდინარე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანის და შერბილების პრაქტიკული გზები. 
წინამდებარე ნაშრომი გახლავთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების თავისებურებებისა და გარემოს გათვალისწინებით, სამუზეუმო სფეროში სახელმძღვანელოს შექმნის პირველი მცდელობა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

lqfq6
გია ჯაფარიძე = Gia Japaridze. [ალბომი] / ავტ., შემდგ., დიზაინი გ. ჯანბერიძე. - თბ., 2017. – 200 გვ.
ISBN  978-9941-0-9698 -3

გია ჯაფარიძის ფართო შემოქმედებითი დიაპაზონი მრავალჯერ წარმოჩნდა და ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინეტრესს. მოქანდაკის ქმნილებებმა ჰპოვეს საყოველთაო აღიარება.
წინამდებარე ორენოვანი კატალოგი მოიცავს გია ჯაფარიძის შემდეგი სახეობის მნიშვნელოვან ნამუშევრებს: ქანდაკება ქალაქში, დაზგური ქანდაკება, დეკორატიული ხელოვნება.
კატალოგს ერთვის ვალერი ასათიანის წინასიტყვაობა;  დალი ლებანიძის „მარადიული პოეზია“: გ. ჯაფარიძის შემოქმედების შესახებ; მოქანდაკის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

d97f7

ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი = Old Georgian Momumental Painting And Its Guardians/ საქართველოს ეროვნული მუზეუმი; პროექტის მენეჯმენტი: მ. წერეთელი, დ. ქაჯაია, ნ. ჯიქაძე; კატალოგის შედგენა, ტექსტი და შენიშვნები ნ. ჩიხლაძე; ანოტაციები: ნ. ჩიხლაძე, ნ. დათუნაშვილი, მ. გველესიანი; ფოტოგრაფია: მ. მაჭავარიანი, ზ. მახარაძე, გ. ბუმბიაშვილი, ბ. სკრინნიკოვი, მ. კილაძე, რ. არზუმანოვი; თარგმანი: მ. ოდიშელი, ც. ბასილაძე; ქართული ტექსტის რედაქცია ნ. ნადარაია; ინგლისური ტექსტის რედაქცია მ. ვიკერსი; დიზაინი: ი. ხუციშვილი, ი. დევდარიანი, მ. ცოცხალაშვილი. - თბ., 2017. – 320 გვ.  

ISBN  978-9941-9468-5-1

მონუმენტური მხატვრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქართული ფრესკა, რომელიც მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი მიმართულებაა, ერის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
წინამდებარე ორენოვანი წიგნი წარმოადგენს პირველ მასშტაბურ გამოცემას ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა შესახებ. მასში მოთხრობილია შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური დეკორის ცამეტსაუკუნოვანი განვითარების ისტორია იმ სახვითი არტეფაქტებით, რომლებმაც ქართული კულტურის დამცველი, გადამრჩენი და შემსწავლელი ადამიანების წყალობით, ერთი საუკუნის განმავლობაში თავი მოიყარა ეროვნული მუზეუმის საცავებში. გამოცემა ნათლად წარმოაჩენს აღნიშნულ კოლექციაზე მოამაგე ადამიანებს - მეცნიერებს, მხატვრებს, კოპიისტებსა და რესტავრატორებს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

6a6um

არსენიშვილი, ირინა. ქართული დაზგური ფერწერა: XVIII საუკუნის მეორე ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები / სამეცნ. რედ.  ნ.  ხუნდაძე; რედ. ნ. ნადარაია.  - თბ., [წ.ა.].  – 211 გვ.

ISBN  978-9941-27-341-4

წიგნი-ალბომი „ქართული დაზგური მხატვრობა. XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები (მხატვრულ-სტილური საკითხისათვის)“ კვლევის ტიპოლოგიური და კომპარატიული მეთოდების გამოყენებით ქართული დაზგური ფერწერის განვითარების ძირითადი მხატვრულ-სტილური ტენდენციების გამოვლენას ისახავს მიზნად.
ყოველი ისტორიული ეპოქის ხელოვნებას აქვს თავისი, სხვებისგან განსხვავებული, ბედი, ხშირად რთული და არაერთმნიშვნელოვანი. ასეთივეა ქართული დაზგური ფერწერის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდი (XVIII ს-ის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები), როდესაც ქართულ მხატვრობაში ხელოვნების ტრადიციული ფორმები იშლება, იქმნება და ვითარდება ახალი - დაზგური ფერწერა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

vn9ix

ჯავახიშვილი, ალექსანდრე. ბერიკლდეების  ნასახლარი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი; რედ. ე. გამყრელიძე. - თბ.,  2017. – 183 გვ.

ISBN  978-9941-9468-6-8

ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი ქართველი არქეოლოგის აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის მონოგრაფიას, რომელმაც შეისწავლა მრავალფენიანი ძეგლი - ბერიკლდეების  ნამოსახლარი. 1979-1992 წლებში ძეგლზე მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა  არქეოლოგიური  გათხრები. საველე სამუშაოების შედეგად დადგინდა ძეგლის შემადგენელი კულტურული ფენებისა და ჰორიზონტების თანმიმდევრობა, ქრონოლოგიურ-ისტორიული რაობა, საერთო ხასიათი. აღნიშნული სამუშაოების შედეგების შეჯამებას ისახავს სწორედ მიზნად წინამდებარე პუბლიკაცია. ამ კვლევის მნიშვნელობა გასცდა ამიერკავკასიის და, საერთოდ, კავკასიის ფარგლებს. მას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
ინფოარხების ცნობების შეკრება