Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

21-ე საუკუნის სამეცნიერო ბიბლიოთეკა არა მხოლოდ წიგნების საცავი და არც მხოლოდ ელექტრონულ მონაცემთა ბაზების წვდომის ადგილი, არამედ ინფორმაციის აქტიური ძიების, სამეცნიერო კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლებისა და მსჯელობის სივრცეა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

lqfq6
გია ჯაფარიძე = Gia Japaridze. [ალბომი] / ავტ., შემდგ., დიზაინი გ. ჯანბერიძე. - თბ., 2017. – 200 გვ.
ISBN  978-9941-0-9698 -3

გია ჯაფარიძის ფართო შემოქმედებითი დიაპაზონი მრავალჯერ წარმოჩნდა და ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინეტრესს. მოქანდაკის ქმნილებებმა ჰპოვეს საყოველთაო აღიარება.
წინამდებარე ორენოვანი კატალოგი მოიცავს გია ჯაფარიძის შემდეგი სახეობის მნიშვნელოვან ნამუშევრებს: ქანდაკება ქალაქში, დაზგური ქანდაკება, დეკორატიული ხელოვნება.
კატალოგს ერთვის ვალერი ასათიანის წინასიტყვაობა;  დალი ლებანიძის „მარადიული პოეზია“: გ. ჯაფარიძის შემოქმედების შესახებ; მოქანდაკის ცხოვრების მნიშვნელოვანი თარიღები.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

d97f7

ძველი საქართველოს მონუმენტური მხატვრობა და მისი მოამაგენი = Old Georgian Momumental Painting And Its Guardians/ საქართველოს ეროვნული მუზეუმი; პროექტის მენეჯმენტი: მ. წერეთელი, დ. ქაჯაია, ნ. ჯიქაძე; კატალოგის შედგენა, ტექსტი და შენიშვნები ნ. ჩიხლაძე; ანოტაციები: ნ. ჩიხლაძე, ნ. დათუნაშვილი, მ. გველესიანი; ფოტოგრაფია: მ. მაჭავარიანი, ზ. მახარაძე, გ. ბუმბიაშვილი, ბ. სკრინნიკოვი, მ. კილაძე, რ. არზუმანოვი; თარგმანი: მ. ოდიშელი, ც. ბასილაძე; ქართული ტექსტის რედაქცია ნ. ნადარაია; ინგლისური ტექსტის რედაქცია მ. ვიკერსი; დიზაინი: ი. ხუციშვილი, ი. დევდარიანი, მ. ცოცხალაშვილი. - თბ., 2017. – 320 გვ.  

ISBN  978-9941-9468-5-1

მონუმენტური მხატვრობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ქართული ფრესკა, რომელიც მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი მიმართულებაა, ერის კულტურული იდენტობის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
წინამდებარე ორენოვანი წიგნი წარმოადგენს პირველ მასშტაბურ გამოცემას ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა შესახებ. მასში მოთხრობილია შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური დეკორის ცამეტსაუკუნოვანი განვითარების ისტორია იმ სახვითი არტეფაქტებით, რომლებმაც ქართული კულტურის დამცველი, გადამრჩენი და შემსწავლელი ადამიანების წყალობით, ერთი საუკუნის განმავლობაში თავი მოიყარა ეროვნული მუზეუმის საცავებში. გამოცემა ნათლად წარმოაჩენს აღნიშნულ კოლექციაზე მოამაგე ადამიანებს - მეცნიერებს, მხატვრებს, კოპიისტებსა და რესტავრატორებს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

6a6um

არსენიშვილი, ირინა. ქართული დაზგური ფერწერა: XVIII საუკუნის მეორე ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები / სამეცნ. რედ.  ნ.  ხუნდაძე; რედ. ნ. ნადარაია.  - თბ., [წ.ა.].  – 211 გვ.

ISBN  978-9941-27-341-4

წიგნი-ალბომი „ქართული დაზგური მხატვრობა. XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები (მხატვრულ-სტილური საკითხისათვის)“ კვლევის ტიპოლოგიური და კომპარატიული მეთოდების გამოყენებით ქართული დაზგური ფერწერის განვითარების ძირითადი მხატვრულ-სტილური ტენდენციების გამოვლენას ისახავს მიზნად.
ყოველი ისტორიული ეპოქის ხელოვნებას აქვს თავისი, სხვებისგან განსხვავებული, ბედი, ხშირად რთული და არაერთმნიშვნელოვანი. ასეთივეა ქართული დაზგური ფერწერის ჩამოყალიბებისა და განვითარების პერიოდი (XVIII ს-ის II ნახევარი - XX საუკუნის 10-20-იანი წლები), როდესაც ქართულ მხატვრობაში ხელოვნების ტრადიციული ფორმები იშლება, იქმნება და ვითარდება ახალი - დაზგური ფერწერა.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

vn9ix

ჯავახიშვილი, ალექსანდრე. ბერიკლდეების  ნასახლარი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი; რედ. ე. გამყრელიძე. - თბ.,  2017. – 183 გვ.

ISBN  978-9941-9468-6-8

ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი ქართველი არქეოლოგის აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის მონოგრაფიას, რომელმაც შეისწავლა მრავალფენიანი ძეგლი - ბერიკლდეების  ნამოსახლარი. 1979-1992 წლებში ძეგლზე მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა  არქეოლოგიური  გათხრები. საველე სამუშაოების შედეგად დადგინდა ძეგლის შემადგენელი კულტურული ფენებისა და ჰორიზონტების თანმიმდევრობა, ქრონოლოგიურ-ისტორიული რაობა, საერთო ხასიათი. აღნიშნული სამუშაოების შედეგების შეჯამებას ისახავს სწორედ მიზნად წინამდებარე პუბლიკაცია. ამ კვლევის მნიშვნელობა გასცდა ამიერკავკასიის და, საერთოდ, კავკასიის ფარგლებს. მას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

tjhi9
ქართული ტრადიციული სამოსი. XVIII-XX საუკუნეები = Traditional Georgian Attire. 18th-20th Centuries / ავტ.-შემდგენლები: ი. მელიქიშვილი, ე. ნადირაძე, ლ. ტოგონიძე; სამეცნ. ხელმძღვანელი ი. მელიქიშვილი; პროექტის მენეჯერი ლ. ტოგონიძე. - თბ., [2017] – 303 გვ. 
ISBN 9789941056987

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, და კომპანია „სამოსელი პირველი“ წარმოგვიდგენს ქართული ეროვნული სამოსის უახლეს პროექტს. წიგნის დასაწყისში მოცემული რუკა თვალნათლივ შლის საქართველოს კუთხეებად, საქართველო ყველა ფერში  მისი დამახასიათებელი ორნამენტების მიხედვით. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

oj817

ქაზემზადე, ფირუზ. ბრძოლა ამიერკავკასიისთვის:1917-1921 / წინასიტყვაობა მ. კარპოვიჩისა; წინასიტყვაობა ქართული გამოცემისათვის ლ. ბაქრაძისა; მთარგმ. ქ. ქანთარია; მეცნ. რედ. გ. მამულია. -თბ.: პოეზია, 2016. – 427 გვ.

ISBN 978-9941- 0-8701- 1

წიგნი ეხება საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პოლიტიკურ ისტორიას, ამ ქვეყნების მიერ 1918 წლის მაისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1920-1921 წლებში ბოლშევიკური რუსეთის მიერ მათ ხელახალ შთანთქვა-ანექსიამდე. 1950-იან წლებში გამოქვეყნებული ეს შრომა წარმოადგენს დასავლურ ისტორიოგრაფიაში პირველ ცდას კომპლექსურად შეისწავლოს ხსენებული საკითხი იმ დროს ხელმისაწვდომი ლიტერატურის და წყაროთა კრიტიკული ანალიზის საფუძველზე. მნიშვნელოვანია, რომ ნაშრომში განხილული მოვლენები ნაჩვენებია რეგიონულ კონტექსტში. ქაზემზადეს შრომა დღემდე ითვლება  ერთ-ერთ მთავარ და ფუნდამენტალურ გამოკვლევად სამხრეთ კავკასიის ხალხთა პოლიტიკური ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ.
წიგნს თან ახლავს ფოტომასალა.


ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

e6ijw

იუნგი, კარლ  გუსტავ. მეტამორფოზის სიმბოლოები / მთარგმ. მ. ბადრიძე. - თბ.: დიოგენე, 2017. – 622 გვ.

ISBN  978-9941- 11-530- 1

დიდი შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „მეტამორფოზის სიმბოლოები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში. ამ თხზულებაში ჩამოყალიებებული მოსაზრებებით იუნგი შორდება ლიბიდოს ფროიდისეულ გაგებას და ტერმინს უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს: ლიბიდო სექსუალური ენერგია კი არა, ზოგადი ფსიქიკური ენერგიაა, რომლის სექსუალური ასპექტები მეორეხარისხოვან როლს თამაშობს.
„მეტამორფოზის სიმბოლოებში“ იუნგი ავითარებს მოძღვრებას კოლექტიური არაცნობიერის, როგორც ზოგადსაკაცობრიო სიმბოლიკის, მათ შორის - მითებისა და სიზმრების - წყაროს შესახებ. აქვე დაწვრილებითაა განხილული ლიბიდოს გამოვლინებები რელიგიურ ტექსტებსა თუ ლიტერატურულ ნაწარმოებებში. 

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში


ssvlk  h4z6x

ლეკვეიშვილი, მზია. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი I) / მ. ლეკვეიშვილი, ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი; რედ. გ. მამულაშვილი. - თბ.: მერიდიანი, 2016. – 752 გვ.

ISBN  978-9941-10- 044 - 4 (ტომეული)
ISBN  978-9941- 25-262- 4 (I ტომი)

ლეკვეიშვილი, მზია. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი (წიგნი II) / მ. ლეკვეიშვილი, ნ. თოდუა, გ. მამულაშვილი; რედ. გ. მამულაშვილი. - თბ.: მერიდიანი, 2017. – 624 გვ.
ISBN  978-9941-10- 087 - 1 (ორტომეული)
ISBN  978-9941- 25-301- 0 (II ტომი, გადამუშავებული გამოცემა)

წინამდებარე წიგნი საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის სახელმძღვანელოს წარმოადგენს. I ტომი მოიცავს ადამიანის საწინააღმდეგო, ეკონომიკურსა და საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს (ნარკოტიკულ დანაშაულამდე). ხოლო, II ტომი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ნარკოტიკული, სატრანსპორტო, კიბერნეტიკული, ეკოლოგიური დანაშაული, სახელმწიფო დანაშაული, სასამართლო ხელისუფლების საწინააღმდეგო დანაშაული, სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაული (ზოგადი დახასიათება) და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
ინფოარხების ცნობების შეკრება