BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - ECPv6.17.4.1//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://sciencelib.ge
X-WR-CALDESC:Events for ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260727T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260727T170000
DTSTAMP:20260921T104916Z
CREATED:20260727T074519Z
LAST-MODIFIED:20260921T104916Z
UID:55846-1785139200-1785171600@sciencelib.ge
SUMMARY:„ქართულ-გერმანული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები: ისტორია და პერსპექტივები“
DESCRIPTION:ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2026 წლის 5-6 ნოემბერს მასპინძლობს ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას\, რომელიც  ეძღვნება საქართველოსა და გერმანულენოვან სამყაროს შორის არსებული მრავალმხრივი აკადემიური და კულტურული ურთიერთობების კვლევას\, მათი ისტორიული განვითარების გააზრებასა და თანამედროვე სამეცნიერო პერსპექტივებს. \nღონისძიების მიზანია ქართულ-გერმანული კულტურული\, ლიტერატურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაღრმავება\, ახალი ინტერდისციპლინური მიდგომების განვითარება და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა. \nკონფერენცის ლიტერატურის სექცია ატარებს ცნობილი ქართველი გერმანისტისა და მთარგმნელის\, რევაზ (ბუბა) ყარალაშვილის სახელს\, რითაც პატივს მიაგებს მის განსაკუთრებულ წვლილს ქართულ-გერმანული კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში. \nწლევანდელი კონფერენცია ეძღვნება ორ გამოჩენილი მეცნიერს – ივანე ჯავახიშვილისა და ადოლფ ფონ ჰარნაკს. 2026 წელს აღინიშნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150-ე და ადოლფ ფონ ჰარნაკის – 175-ე წელი. ორივე მეცნიერმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ-გერმანული ურთიერთობების  განვითარებაში. \nკონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს\, დოქტორანტებს\, ახალგაზრდა მეცნიერებს (მკვლევრებს\, რომელთაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2019 წლის შემდეგ). \nკონფერენციაში მონაწილეობის მსურველები გაიავლიან  რეგისტრაციას და  გამოაგზავნიან თეზისებს. თეზისების შერჩევა მოხდება სამეცნიერო კომიტეტის მიერ. კონფერენციაში მონაწილეობისათვის აირჩევა მხოლოდ ის ნაშრომები\, რომლებიც აკმაყოფილებს კონფერენციის თემატურ და აკადემიურ მოთხოვნებს. შერჩეული ავტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა ფასიანია. მონაწილეობის საფასური და გადახდის დეტალები  ავტორებს ეცნობებათ თეზისების დამტკიცების შემდეგ. \nმომხსენებლებს შეექმნებათ პროფილი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ციფრულ რეპოზიტორიუმში – openscience.ge.  აქვე განთავსდება კონფერენციის მასალები და მიენიჭებათ DOI იდენტიფიკატორი. \nმნიშვნელოვანი თარიღები: \nკონფერენცია: 2026 წლის 5–6 ნოემბერი \nთეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი (ქართულ და ინგლისურ ენებზე სავალდებულოა) – სარეგისტრაციო ფორმა \nშერჩეული თეზისების ავტორებს პასუხი  ელ-ფოსტაზე ეცნობებათ 2026  წლის 30 ოქტომბერს.  \nკონფერენციის სამუშაო ენები: ქართული\, გერმანული\, ინგლისური \nმონაწილეობა: ფასიანია შერჩეული ავტორებისთვის \nფორმატი: ჰიბრიდული \nორგანიზატორი: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა\, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: ელ-ფოსტა cisia.p@sciencelib.ge\, ტელ: 555 53 88 54
URL:https://sciencelib.ge/event/%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90/
CATEGORIES:2026,2026,დაგეგმილი ღონისძიება,ღონისძიება
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://sciencelib.ge/wp-content/uploads/2026/07/header-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260921T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260921T170000
DTSTAMP:20260922T075210Z
CREATED:20260921T121335Z
LAST-MODIFIED:20260922T075210Z
UID:55946-1789977600-1790010000@sciencelib.ge
SUMMARY:თეზისი 3 წუთში
DESCRIPTION:ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი ღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროექტ-კონკურსს – „თეზისი 3 წუთში” ატარებს.\nპროექტი “თეზისი 3 წუთში“ საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა და ტრადიციად იქცა. იგი დოქტორანტების პრეზენტაციისა და კვლევითი კომუნიკაციის უნარების გაზრდას უწყობს ხელს.\nკონკურსის მონაწილემ ჟიურისა და აუდიტორიის წინ თავისი სადოქტორო კვლევა უნდა წარადგინოს 3 წუთში\, 1 სლაიდით. ამასთან ერთად\, შეზღუდული დროისა და საპრეზენტაციო მასალის გათვალისწინებით\, კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა მოახერხოს.\nპროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების დოქტორანტებს\, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის\, ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი.\nკონკურსანტებს მოუსმენს და შეაფასებს 3 წევრისგან შემდგარი ჟიური. გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:\nსაპრიზო ადგილები:\nI ადგილი – 1500 ლარი (დარიცხული);II ადგილი – 1000 ლარი (დარიცხული);III ადგილი – 500 ლარი (დარიცხული);\nპროექტის წესები:\nპროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.\nმოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. მონაწილე\, რომელიც ამ დროში ვერ ჩაეტევა\, კონკურსს გამოეთიშება.\nწამზომის ათვლა დაიწყება მაშინ\, როცა მონაწილე საუბარს დაიწყებს;\nსაპრეზენტაციოდ დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი სტატიკური\, PowerPoint-ის სლაიდი (მოძრაობის\, ანიმაციის და გადასვლის გარეშე); სლაიდის მოწოდება უნდა მოხდეს რეგისტრაციის გავლისას (სარეგისტრაციო ფორმაში ატვირთვით): სარეგისტრაციო ფორმა \nმოხსენებას უნდა ჰქონდეს თხრობის სტილი.\nშეფასების კრიტერიუმები:\nმონაწილეების შეფასება მოხდება წინასწარ შერჩეული კომისიის წევრების მიერ\, ქუინსლენდის უნივერსიტეტის პროექტისთვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.\n1. მოხსენების აღქმადობა და შინაარსი:\nმოხერხდა თუ არა კვლევის საგნის კონცეფციისა და მნიშვნელობის გადმოცემა\, ტერმინოლოგიის განმარტება.\nმოხერხდა თუ არა მოხსენებით კვლევის შედეგების გავლენისა და მნიშვნელობის ნათლად წარმოჩენა;\nმიყვებოდა თუ არა მოხსენება ლოგიკურ ხაზს;\nიყო თუ არა დისერტაციის თემა\, კვლევის მნიშვნელობა და შედეგების გავლენა აუდიტორიისათვის შესაფერის ენაზე გადმოცემული;\nდაუთმო თუ არა მომხსენებელმა ადეკვატური დრო მოხსენების თითოეულ ელემენტს;\n2. ჩართულობა და კომუნიკაცია:\nგააღვივა თუ არა მონაწილემ თემისადმი ინტერესი;\nმოახერხა თუ არა მომხსენებლმა თავდაჯერებულად\, თანმიმდევრულად და თანაბარი ტემპით თხრობა;\nგააძლიერა თუ არა სლაიდმა მოხსენება და იყო თუ არა პრეზენტაცია გასაგები;\nთეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ნოემბერი.\nწარმატებებს გისურვებთ და გელით.
URL:https://sciencelib.ge/event/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-3-%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-2/
CATEGORIES:2026,2026,დაგეგმილი ღონისძიება,ღონისძიება
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://sciencelib.ge/wp-content/uploads/2026/09/796460465_1490069833153352_5181214364121123203_n-1.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR