BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა - ECPv6.15.18//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
X-ORIGINAL-URL:https://sciencelib.ge
X-WR-CALDESC:Events for ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20231225T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20231225T180000
DTSTAMP:20260503T162706
CREATED:20231113T131650Z
LAST-MODIFIED:20240521T061210Z
UID:5462-1703498400-1703527200@sciencelib.ge
SUMMARY:„თეზისი 3 წუთში“
DESCRIPTION:ზოგადი მიმოხილვა\nღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტარდება ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსი: „თეზისი 3 წუთში”. კონკურსის მხარდამჭერია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი.\n„თეზისი 3 წუთში” დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსია\, რომელიც წარმოადგენს კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის მხარდამჭერ ღონისძიებას\, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა აკადემიური\, პრეზენტაციისა და კვლევითი კომუნიკაციის უნარების გაზრდას.\n\nკონკურსის მონაწილემ მხოლოდ 3 წუთში 1 სლაიდით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში\, ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე უნდა წარადგინოს პრეზენტაცია თავისი სადოქტორო კვლევის შესახებ და უნდა შეძლოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა.\n\nპროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი მიმართულების დოქტორანტებს\, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის\, ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი.\n\nკონკურსანტებს მოუსმენს და შეაფასდებს 5 წევრისგან შემდგარი ჟიური. გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები.\n\nპროექტი “თეზისი 3 წუთში“ საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა\, რომელშიც მონაწილეობა სხვადახვა უნივერსიტეტებისა და\nმიმართულებების/ფაკულტეტების დოქტორანტებმა მიიღეს\, როგორიცაა: სამართალი\, ეკონომიკა\, ბიზნეს ადმინისტრირება\, ქიმია\, აგრარული მეცნიერებები – სასურსათო ტექნოლოგია\, ბიოტექნოლოგია\, მეღვინეობა\, ჰუმანიტარული მეცნიერებებები – ქართული ლიტერატურის ისტორია\, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები – მოლეკულური ბიოტექნოლოგია და ბიოქიმია.\nპროექტის წესები:\n\nპროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.  მონაწილეს განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის\, ჯერ კიდევ არ უნდა ქონდეს დაცული ხარისხი;\nმოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. მონაწილე\, რომელიც ამ დროში ვერ ჩაეტევა\, დისკვალიფიცირდება;\nმოხსენების დასაწყისად ითვლება მომენტი\, როცა მონაწილე იწყებს საუბარს;\nაუცილებელი მხოლოდ ერთი სტატიკური\, PowerPoint-ის სლაიდი (ყოველგვარი მოძრაობის\, ანიმაციის\, გადასვლის და დამატებითი ტექსტობრივი განმარტების გარეშე); სლაიდის მოწოდება უნდა მოხდეს რეგისტრაციის გავლისას (სარეგისტრაციო ფორმაში ატვირთვით);\nდაუშვებელია დამატებითი ელექტრონული საშუალებები\, როგორიცაა ხმა\, მუსიკა\, ვიდეო;\nდაუშვებელია დამატებითი საგნები\, როგორიცაა საკარნავალო კოსტუმი\, მუსიკალური ინსტრუმენტი\, ლაბორატორიული ტექნიკა და სხვ.\nმოხსენებას უნდა ჰქონდეს თხრობის სტილი. დაუშვებელია ლექსი\, რეჩიტატივი ან სიმღერა;\nკომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.\n\nშეფასების კრიტერიუმები:\nმონაწილეების შეფასება მოხდება წინასწარ შერჩეული კომპეტენტური კომისიის წევრების მიერ\, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ პროექტისთვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.\n1. მოხსენების აღქმადობა და შინაარსი\n\nმოხერხდა თუ არა მოხსენებით კვლევის საგნის კონცეფციის და მნიშვნელობის გადმოცემა\, ტერმინოლოგიის განმარტება და ჟარგონისგან თავის აცილება?\nმოხერხდა თუ არა მოხსენებით კვლევის შედეგების გავლენის და მნიშვნელობის ნათლად წარმოჩენა\, მათ შორის დასკვნებით და მიღწევებით?\nმიყვებოდა თუ არა მოხსენება ლოგიკურ ხაზს?\nიყო თუ არა დისერტაციის თემატიკა\, კვლევის მნიშვნელობა\, შედეგების გავლენა გადმოცემული არასპეციალისტი აუდიტორიისათვის შესაფერის ენაზე?\nდაუთმო თუ არა მომხსენებელმა ადეკვატური დრო მოხსენების თითოეულ ელემენტს? ანუ ხომ არ იყო მოხსენების ნაწილი ზედმეტად გავრცობილი ან აჩქარებული?\n\n2. ჩართულობა და კომუნიკაცია\n\nგააღვივა თუ არა მონაწილემ საკითხისადი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი\, მეტის გაგების სურვილი?\nმოახერხა თუ არა მომხსენებელმა\, რომ ძალიან არ გაემარტვენინა და განეზოგადებინა საკითხი?\nშეძლო თუ არა მომხსენებელმა კვლევისადმი ენთუზიაზმის გადმოცემა?\nმოახერხა თუ არა მომხსენებლმა თავდაჯერებულად\, თანმიმდევრულად და თანაბარი ტემპით თხრობა?\nგააძლიერა თუ არა სლაიდმა მოხსენება და იყო თუ არა პრეზენტაცია გასაგები\, წაკითხვადი\, მოხსენების შესაფერისი?\n\nსაპრიზო ადგილები:\nპროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით)\nდა ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ\nდოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:\n\nI ადგილი – 2000 ლარი (დარიცხული);\nII ადგილი – 1500 ლარი (დარიცხული);\nIII ადგილი – 1000 ლარი (დარიცხული);\nხალხის რჩეული – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან.\n\nსიმბოლური საჩუქარი\nპროექტის ვადები:\n\nსაკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 2023 წლის 6 დეკემბერი;\nშერჩევის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში პასუხი ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ 10 დეკემბერს;\nგამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება – 2023 წლის 25 დეკემბერს.\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია\nკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:\n\nელ-ფოსტა: nodari.kirtadze@gmail.com; infopr@sciencelib.ge\nმობილური: 568-32-64-11 ნოდარ კირთაძე
URL:https://sciencelib.ge/event/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98-3-%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98/
CATEGORIES:ძველი ღონისძიება
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://sciencelib.ge/wp-content/uploads/2023/11/თეზისი-სამ-წუთში.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR