მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები
- სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2017 წლის 23 სექტემბრის შემდეგ)
- სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა არის მიკრობული სამყარო, მისით გამოწვეული დაავადებები, დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის გზები, მიკრობთა მრავალფეროვნება და ეკოლოგია.
- მოხსენებაში წარმოადგენილი უნდა იყოს მონაწილის კვლევა და კვლევის შედეგები.
- მონაწილეობა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა რეფერატს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე თანაავტორი.
- აბსტრაქტის წარდგენის წესი:
აბსრტაქტის მოცულობა – არაუმეტეს 300 სიტყვა ქართულად, შრიფტი Sylfaen; ზომა 11; ინტერვალი 1.15. აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზეც.
- კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდება ნაშრომების გადარჩევაა, საუკეთესო ნაშრომები შეირჩევა ზეპირი მოხსენებისთვის, ნაწილი ნაშრომებისა შერჩეული იქნება პოსტერული მოხსენებისთვის, დეტალები დამატებით გეცნობებათ მეილზე.
- საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
ა) თემის აქტუალობის წარმოჩენა;
ბ) მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება;
გ) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია თუ არა ციტირების, მონაცემთა ანალიზის წესები).
- კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10-15 წუთიანი მოხსენებები, ზეპირი გამოსვლის სახით (შესაძლებელი იქნება Power Point-ის გამოყენება) ან პოსტერული მოხსენება
- კონფერენციის თარიღებია:
- რეგისტრაცის და აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა 13 სექტემბრის 12:00 სთამდე, ელ-ფოსტაზე- maka.l@sciencelib.ge
- ჟიურის მიერ ნაშრომების შეფასების ვადა – 16 სექტემბერი, შედეგები გეცნობებათ ელ-ფოსტაზე ამავე დღეს.
- პრეზენტაციის გამოგზავნის ვადა – 18 სექტემბერი 18:00სთ
- კონფერენციის პროგრამა გადმოგეგზავნებათ 19 სექტემბერს.
- კონფერენცია ჩატარდება 23 სექტემბერს.
- ზეპირი მომხსნებელების რეფერატები აიკინძება და ელექტრონულად დაიდება https://openjournals.ge-ზე.
- კომპედენტური ჟიურის მიერ შერჩეული 3 გამოქვეყნდება openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).