Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვენ შესახებ

ბიბლიოთეკის შესახებ 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დაარსდა 2006 წელს. ბიბლიოთეკა შედგება სამი კორპუსისგან და აერთანებს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო- ტექნიკური ბიბლიოთეკის მემკვიდრეობას.

ბიბლიოთეკა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მასალის შენახვაზე, აღწერასა და გაციფრებაზე. ბიბლიოთეკაში დაცულია წიგნები, პერიოდული გამოცემები, ალბომები, კარტოგრაფიული მასალები, პატენტები და სტანდარტები, მიკროფირები, აფიშები, ფოტოები, გამოჩენილ ადამიანთა კერძო კოლექციები, რარიტეტული და მინიატურულ წიგნთა გამოცემები.

გარდა ბიბლიოთეკის ტრადიციული როლისა, რაც არის მემკვიდრეობის დაცვა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მეცნიერების, მკვლევრებისა და სტუდენტების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საქმიანობა განსაკუთრებულად აქცენტირებულია სწორედ მეცნიერებით დაინტერესებულ მომხმარებელთა მომსახურების განვითარებაზე, რისთვისაც ბიბლიოთეკა ორი მიმართულებით მუშაობს, ესენია: სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში დამხმარე ინფორმაციის მიწოდება და ღია კვლევითი ინფრასტრუქტურების განვითარება. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა არის ღია მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი და ხელშემწყობი საქართველოში.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა არის ევროპის სამეცნიერო ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციის (LIBER) წევრი.

ბიბლიოთეკის კორპუსები

I კორპუსი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის I კორპუსი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკის შენობა. შენობის დაპროექტება დაიწყო 1970 წელს და განხორციელდა არქიტექტორების გ. ლეჟავასა და ი. ლიბერმანის მიერ. ეს არის პირველი შენობა საქართველოში, რომელიც სპეციალურად ბიბლიოთეკისთვის შეიქმნა, შესაბამისად შენობა მაქსიმალურად არის მორგებული ბიბლიოთეკის საჭიროებებზე. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას აქვს 90-მდე სამუშაო ოთახი, 200 ადამიანზე გათვლილი საერთო სამკითხველო დარბაზი და 6 დარგობრივი სამკითხველო დარბაზი თავის დამხმარე წიგნობრივი ფონდით.

კორპუსში დაცულია არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი ბიბლიოთეკა, აგრეთვე, მრავალი რარიტეტული გამოცემა, მათ შორის ისეთებიც, რომელთა მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ვატიკანის ბიბლიოთეკიდან მიღებულია ვ. კორბოს წიგნი, რომელშიც აღწერილია V-VI სს. ქართული მონასტრის ნაშთები; ოქსფორდის უნივერსიტეტიდან მიღებულია X საუკუნის ხელნაწერის – ბერთის სახარების მიკროფილმი; აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკიდან მიღებულია IX-XI საუკუნეების ე.წ. სინური და იერუსალიმური ქართული ხელნაწერების მიკროფილმები. ბიბლიოთეკის ფონდში ინახება “ვეფხისტყაოსანი”ს ყველა ქართული გამოცემა და თარგმანი და ბევრი სხვა უნიკალური გამოცემა. ბიბლიოთეკაში დაცულია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული უნიკალური ქართული წიგნები. პირველი ქართული პერიოდული გამოცემების კოლექცია.

II კორპუსი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის II კორპუსს წარმოადგენს ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობა. ტექნიკური ბიბლიოთეკა საქართველოში ერთადერთი ტექნიკური პროფილის უნივერსალური ბიბლიოთეკაა, მის ფონდში 21 მლნ. ერთეული უნიკალური ლიტერატურა ინახება. ფონდის ძირითადი ნაწილია საპატენტო დოკუმენტაცია, მსოფლიოს 63 ქვეყნის საკმაოდ სრული ფონდი, მათ შორის საქართველოს პატენტის აღწერილობა გამოგონებაზე და სასარგებლო მოდელზე, ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია, პერიოდული გამოცემები.

საპატენტო რეფერატულ და ბიბლიოგრაფიულ ბიულეტენებში მოცემულია მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების, ევროპის საპატენტო უწყების, აფრიკის ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის და ინგლისის საინფორმაციო ფირმა “დერვენტის დოკუმენტაცია”. ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი წამყვანია ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის განყოფილება. მისი ფონდი მოიცავს საქართველოს, აგრეთვე ეკონომიკურ ურთიერთობის ქვეყნების და საერთაშორისო ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციას. ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციაში შედის შემდეგი სახის დოკუმენტები: სახელმწიფო სტანდარტები, ტექნიკური პირობები, სამრეწველო კატალოგები.

III კორპუსი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის III კორპუსს წარმოადგენს იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმი.

იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში დაცულია ათასზე მეტი სამუსიკო ნაწარმოების ნოტები, რვაასზე მეტი გრამოფონის ფირფიტა, ხუთასამდე სათეატრო აფიშა, სათეატრო დადგმათა ექვსასამდე პროგრამა, უამრავი სხვადასხვა სურათი, ძველი თბილისის ხედები (ოთხასი ცალი), ოცდათხუთმეტი ფოტოალბომი მწერალთა სურათებით და ი. გრიშაშვილის ნაცნობ-მეგობართა გამოსახულებით და ძველი თბილისის ყოფისა და კულტურის ამსახავი ნივთები.

აქვე ინახება პოეტის არქივი, რომელშიც მისი ავტოგრაფები, ნაცნობ-მეგობრებთან და სხვადასხვა დაწესებულებებთან მიწერ-მოწერა, მწერალთა და პოეტთა არქივები, გამოკვლევები და სხვა ხელნაწერებია დაგროვილი.

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.