Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები

    1. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებულ,
      ეროვნულ სამეცნიერო სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და
      დოქტორანტურის სტუდენტებს.
    2. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა არის მიკრობული სამყარო,
      მისით გამოწვეული დაავადებები, დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის
      გზები.
    3. კონფერენციაში მონაწილოებისთვის დაიშვებიან სტუდენტები, რომელთა
      მოხსენებას აქვს სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი შეფასება.
    4. მოხსენებაში წარმოადგენილი უნდა იყოს მონაწილის კვლევა და კვლევის
      შედეგები.
    5. აუცილებელია, კონფერენციას ესწრებოდეს ხელმძღვანელი და/ან
      თანახელმძღვანელი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას მოსხენების
      ავთენტურობასა და ეთიკურობაზე.
    6. მონაწილეობა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა რეფერატს შეიძლება ჰყავდეს
      რამდენიმე თანაავტორი.
    7. რეფერატის წარდგენის წესი:
      მოხსენების მოცულობა – 10-15 გვერდი (A4 ფორმატი), შრიფტი Sylfaen; ზომა 11;
      ინტერვალი 1.15.
    8. რეფერატი უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 11 დეკემბრისა. კონფერენციის
      საორგანიზაციო კომიისისგან დადებითი პასუხის შემთხვევაში, გეცნობებათ
      მეილზე და პრეზენტაცია უნდა მოგვაწოდოთ 16 დეკემბრის ჩათვლით.
    9. საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:
      ა) თემის აქტუალობის წარმოჩენა;
      ბ) მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება;
      გ) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია თუ არა
      ციტირება, მონაცემთა ანალიზის წესები).
    10. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10-15 წუთიანი მოხსენებები,
      ზეპირი გამოსვლის სახით (შესაძლებელი იქნება Power Point-ის გამოყენება).
    11. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 26 დეკემბერს, დღის წესრიგი
      და პროგრამა მონაწილეებს დამატებით ეცნობებათ წინასწარ, ელფოსტის
      მეშვეობით.
    12. მონაწილეების რეფერატები აიკინძება და ელექტრონულად დაიდება
      https://openjournals.ge-ზე.