
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა VII-IX კლასის მოსწავლეებს გიწვევთ ქართული კალიგრაფიის ორთვიან კურსზე, რომლის განმავლობაშიც შეისწავლით ქართული დამწერლობის ისტორიას, ასომთავრულიდან ნუსხურის გავლით მხედრულამდე.
ამასთანავე, თქვენ გაეცნობით საწერი მასალების გამოყენების წესებს და დაეუფლებით ნამუშევრის აგების ხელოვნებას, ქართული დამწერლობების ნაირსახეობებს. ისწავლით, თუ როგორ იცვლებოდა მათი ფორმები საუკუნეების მანძილზე და დაეუფლებით, როგორც წიგნებისთვის დამახასიათებელ მოხდენილ სტილს, ისე დეკორატიულ გადაბმებსა და ფორმებს, რაც თქვენს ნაწერს ნამდვილ ხელოვნებად აქცევს.
კურსი სრულიად უფასოა, მონაწილეების რაოდენობა კი შეზღუდული (შეირჩევა სულ 8 მოსწავლე)
ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა, კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს, 16:00 საათზე (1 საათი).
კურსის დასასრულს მოეწყობა მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა.
მსურველებმა 25 სექტემბრის ჩათვლით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/4taZKVMhWAQzrDKa6
თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაუძღვება: ქეთევან კოდელაშვილი
ლექციები ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში, მისამართი: მ. ალექსიძის II შესახვევი N3.(სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
