Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მონაშის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის როშის
საზღვრებში (ე.წ. როშის რადიუსი) გამავალი ასტეროიდის დაშლამ, სავარაუდოდ,
შექმნა ნამსხვრევების რგოლი შუა ორდოვიკის პერიოდში.

ტომკინსი და სხვები ვარაუდობენ, რომ დიდი ქონდრიტული ასტეროიდი 466 მილიონი წლის წინ ახლოს იყო
დედამიწასთან, რამაც გამოიწვია მისი დაშლა დედამიწის როშის ლიმიტის გავლისას.
ჩვენი მზის სისტემის ყველა დიდ პლანეტას აქვს რგოლები და ვარაუდობენ, რომ
წარსულში შესაძლოა ისინი მარსსაც ჰქონოდა.ეს აჩენს კითხვას, ჰქონდა თუ არა
ჩვენს მშობლიურ პლანეტას წარსულში რგოლების სისტემა.

ახალ კვლევაში, მონაშის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდი ტომკინსმა და
მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს ასტეროიდის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი
21 კრატერის პოზიციები 40 მილიონი წლის პერიოდიდან, როდესაც ადგილი

ჰქონდა მეტეორების ინტენსიური დარტყმების შედეგად კრატერების
გაძლიერებულ წარმოქმნას, რაც ცნობილია როგორც ორდოვიკის პერიოდის
ასტეროიდების ზემოქმედების პიკი.
ყველა ეს კრატერი მდებარეობს ეკვატორიდან 30 გრადუსზე, დედამიწის
კონტინენტური ქერქის 70%-ზე მეტი ამ რეგიონის გარეთაა, ეს კი ანომალიაა,
რომელსაც ჩვეულებრივი თეორიები ვერ ხსნის.
მკვლევარები თვლიან, რომ ეს ლოკალიზებული დარტყმის ნიმუში შეიქმნა დიდი
ასტეროიდის დედამიწასთან ძლიერი შეჯახების შედეგად.
როდესაც ასტეროიდი დედამიწის ე.წ. როშის საზღვრებში გავიდა, იგი დაიშალა
გრავიტაციული ძალების ზემოქმედების გამო და ჩამოაყალიბა ნამსხვრევების
რგოლი პლანეტის ირგვლივ – მსგავსი რგოლები, რომლებიც დღეს სატურნისა და
სხვა გაზის გიგანტური პლანეტების გარშემო ჩანს.
„მილიონობით წლის განმავლობაში, ამ რგოლიდან ნივთიერებები თანდათან
ცვიოდა დედამიწაზე, რამაც შექმნა გეოლოგიურ ჩანაწერებში დაფიქსირებული
მეტეორიტების ზემოქმედების პიკი“, – თქვა პროფესორმა ტომკინსმა.
„ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ამ პერიოდის დანალექი ქანების ფენები შეიცავს
მეტეორიტის ნამსხვრევების უჩვეულო რაოდენობას“.
,,რაც ამ აღმოჩენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, არის ის, რომ ასეთი რგოლის
სისტემას პოტენციური შედეგები აქვს კლიმატისთვის” – თქვა მან.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ რგოლს შეეძლო დედამიწაზე ჩრდილი
წარმოეშვა, დაებლოკა მზის შუქი და წვლილი შეეტანა მნიშვნელოვანი
გლობალური გაგრილების მოვლენაში, რომელიც ცნობილია როგორც ე. წ.
ჰირნანტის ყინულის სახლი.
ეს პერიოდი, რომელიც ორდოვიკის დასასრულს გრძელდებოდა, აღიარებულია,
როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცივი დედამიწის ისტორიის ბოლო 500 მილიონი
წლის განმავლობაში.
„ის აზრი, რომ რგოლთა სისტემას შეეძლო გავლენა მოეხდინა გლობალურ
ტემპერატურაზე, სირთულის ახალ საფეხურს მატებს ჩვენს აღქმას იმის შესახებ,
თუ როგორი ზემოქმედება შეიძლება მოეხდინა არამიწიერ მოვლენებს დედამიწის
კლიმატზე“, – თქვა პროფესორმა ტომკინსმა.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Earth and Planetary Science Letters.