Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დღევანდელი ბიბლიოთეკების მთავარი გამოწვევა მკითხველთა კვლავ
დაინტერესება, მოზიდვა, თანამედროვე სერვისების შეთავაზება და ციფრულ
სამყაროსთან ადაპტაციაა. მიმდინარე ცვლილებებს უკვე ბევრმა ბიბლიოთეკამ
აუწყო ფეხი, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას ისეთი ბიბლიოთეკებისკენ
მივაპყრობთ, რომელთა არქიტექტურაც განსხვავებული და თვალისმომჭრელია.

ბრუტალისტური ბიბლიოთეკა

არქიტექტორმა უილიამ პერეირამ გაიზელის ბიბლიოთეკის პროექტი 1960-იან
წლებში შექმნა. ეს ბრუტალისტური, ბეტონისა და მინის შენობა რვა სართულისგან
შედგება, რომელთაგანაც ორი მიწისქვეშა სართულია.
სან დიეგოს უნივერსიტეტის გეომეტრიულ ცენტრში მდებარე ნაგებობის დიზაინს
ზოგჯერ არადადამიწიერსაც უწოდებენ, რადგან მისი ფორმები სამეცნიერო
ფანტასტიკის ქალაქის არქიტექტურას წააგავს.
ათობით საუნივერსიტეტო
ბიბლიოთეკის ფორმით ინსპირირებულმა პერეირამ ჩამოაყალიბა გეგმა, რომლის
გეგმარება ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი იქნებოდა, სადაც სინათლის
შემოსვლის კუთხე, წიგნის მარტივი მოძიების შესაძლებლობებები და ზოგადად,
თანამედროვე ბიბლიოთეკის აუცილებლობები იქნებოდა გათვალისწინებული.

read write think dream john baldessari

კალიფორნიის მკვიდრმა, ჯონ ბალდასარმა არქიტექტორს ინსტალაცია
„იკითხე/წერე/იფიქრე/იოცნებე“ მიუძღვნა, რომელიც პირველ სართულზე
მდებარეობს.
ბიბლიოთეკის რესტავრაცია 1990 წელს ლატვიელ-ამერიკელმა არქიტექტორმა
გიუნარ ბირკერცმა ჩაატარა.

ბერლინის ტვინი

ამ ბიბლიოთეკას მეტსახელად ბერილინს ტვინსაც უწოდებენ. ეს მეტსახელი
ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსში მდებარე ბიბლიოთეკას
ადამიანის ტვინისებური ფორმის გამო შეერქვა.
შენობა 2005 წელს გაიხსნა. მისი არქიტექტორი ბრიტანელი არქიტექტორი, ნორმან
ფოსტერია, რომელსაც ოპტიმალურად ენერგო-ეფექტური შენობის შექმნისთვის
წლები დასჭირდა. შედეგად, სამი ნაწილისგან შემდგარი მინისა და ალუმინის

კონსტრუქცია მივიღეთ, რომელიც შიდა ტემპერატურას თავად არეგულირებს და
მკითხველს მხოლოდ სინათლის საჭირო რაოდენობას აწვდის.

შავი მარგალიტი

„შავი მარგალიტი“ სკანდინავიურ ქვეყნებში უდიდესი, შავი გრანიტის
ექსტერიერიერით გამორჩეული შენობაა, რომელიც წყალაცავიდან წყალს ირეკლავს
და თვალისმომჭრელია.
ბიბლიოთეკა 1999 წელს დანიელმა არქიტექტორებმა, შმიტმა, ჰამერმა და ლასენმა
სამეფო ბიბლიოთეკის გაგრძელებად დააპროექტეს. ჰანს ი. ჰოლმის ძველი,
საკათედრო ტაძრის 1906 წელს აშენებულ ბიბლიოთეკასთან მდებარე შენობა
მეზობლისგან ფორმითა და მასალით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„შავი მარგალიტის“ მე – 7 სართული ძირითადად წიგნებითა და სამკითხველო
ოთახებითაა დატვირთული, თუმცა საკონცერტო დარბაზიც აქვს, გალერიები,
წიგნის მაღაზიები, კაფე და რესტორანი.
ბიბლიოთეკის ძველი და ახალი ნაწილის დამაკავშირებელი ჭერის დეკორაცია
დანიელ ხელოვანს, პერ კირკიბის ეკუთვნის.

nhdm nj paik library p5

ეს ბიბლიოთეკა კუბის ფორმის გამჭვირვალე ბლოკებისგანაა აშენებული, სამხრეთ
კორეაში მდებარეობს და ჰანუნ ვანგსა და დევიდ ეგნუს ავტორობითაა შექმნილი.
ბიბლიოთეკის იდეა ნამ ჯუნ პაიკის შემოქმედებითაა შთაგონებული და
მრავალფუნქციური დატვირთვა აქვს.

11 Utopia KAAN Architecten ©Delfino Sisto Legnani e Marco Cappelletti

„უტოპიის“ შექმნისთვის, ყოფილი სამხედრო სკოლა ხელოვნების თანამედროვე
ბიბლიოთეკად ტრანსფორმირდა. მასალად კი დაუმუშავებელი ბეტონი გამოიყენეს,
რომელიც მინის სახურავთან ერთად, საუკეთესო სარეკრეაციო სივრცედ იქცა.
„უტოპია“ ბელგიაში, აალსტაში მდებარეობს, მისი ფასადი წითელი აგურითაა
მოპირკეთებული, ინტერიერი კი საერთო და სამკითხველო სივრცეების სასიამოვნო
სინთეზს ქმნის. აქვეა სარეპეტიციო სივრცეები და სასწავლო აუდიტორიები
ისეთივე ფართო ფანჯრებით, როგორიც ოთახებია.