Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დედამიწის თერმოსფეროში ჰაერის
ტურბულენტობა იგივე პრინციპებით რეგულირდება, როგორც ტროპოსფეროში.

Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღწერილის მიხედვით,
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ თერმოსფეროში ტურბულენტობა იგივე
ფიზიკურ კანონებს ავლენს, როგორც ქარი ქვედა ატმოსფეროში. გარდა ამისა,
ქარი თერმოსფეროში უპირატესად ციკლონური მიმართულებით ბრუნავს –
საათის ისრის საწინააღმდეგოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და საათის ისრის
მიმართულებით სამხრეთ ნახევარსფეროში.
აღმოჩენები ავლენს დედამიწის მრავალფეროვანი ეკოლოგიური სისტემების
ახალ ერთიან პრინციპს, რასაც შეუძლია პოტენციურად გააუმჯობესოს როგორც
დედამიწის, ისე კოსმოსის მომავალი ამინდის პროგნოზები.
დროდადრო ჩვენ ვუყურებთ, ან ვუსმენთ ამინდის უახლეს პროგნოზს და სანამ
ისინი კარგ წარმოდგენას გვიქმნიან ჩვენი ყოველდღიური ატმოსფერული
პირობების შესახებ, თავბრუდამხვევად რთულია კვლევა, რომელიც დედამიწაზე
ჰაერის მოძრაობას შეისწავლის.
„ფუნდამენტურ დონეზე, ჩვენ ვსწავლობთ ატმოსფეროში სხვადასხვა ზომისა და
მასშტაბის კინეტიკური ენერგიის ურთიერთქმედებას, ეს ენერგია ძირითადად
ქარისა და ტურბულენტობის სახითაა. ათწლეულების განმავლობაში, უამრავმა
მონაცემმა მოგვცა წარმოდგენა, თუ როგორ მიედინება და იშლება ეს ენერგია და
ზეგავლენას ახდენს ამინდზე ტროპოსფეროში, ატმოსფეროს ყველაზე დაბალ
ფენაზე“, განმარტავს კიუშუს უნივერსიტეტის მეცნიერებათა ფაკულტეტის
პროფესორი ჰუსინ ლიუ. „ჩემი კვლევა ფოკუსირებულია მოძრაობებზე
ატმოსფეროს ზედა ნაწილში, კონკრეტულად თერმოსფეროში, სადაც ჩვენ

ვიკვლევთ შესაბამის კანონებს, რომლებიც არეგულირებენ დინამიკასა და
ენერგიის ნაკადს რეგიონში.
თერმოსფერო არის ატმოსფეროს ნაწილი ზღვის დონიდან დაახლოებით 80-550
კმ სიმაღლეზე და ხშირად მოიხსენიება, როგორც კოსმოსის კარიბჭე. ეს არის
კრიტიკული რეგიონი კოსმოსური ოპერაციებისთვის და აქ ნახავთ
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს, ისევე როგორც სატელიტური
თანამგზავრების უმეტესობას. აქვე ფორმირდება ავრორებიც.
ლიუ თანამშრომლობდა როსტოკის უნივერსიტეტის ლაიბნიცის ატმოსფერული
ფიზიკის ინსტიტუტის მეტეოროლოგიის მკვლევართან, დოქტორ ფაკუნდო
პობლეტთან, რომლის ნამუშევარი ფოკუსირებულია დინამიკასა და
ტურბულენტობაზე ქვედა ატმოსფეროში 100 კმ სიმაღლეზე.
„ჩემი კვლევა კოსმოსურ ფიზიკაშია და მინდოდა მენახა, შეგვეძლო თუ არა მისი
მეტეოროლოგიური მეთოდების გამოყენება ჩემი კვლევის სფეროში“, განმარტავს
ლიუ.
გუნდმა გააანალიზა თერმოსფეროს ქარის მონაცემები ორი თანამგზავრიდან –
Challenging Minisatellite Payload (CHAMP) და Gravity Field and Steady State Ocean
Circulation Explorer (GOCE). მონაცემებით, ჯგუფმა გამოთვალა ქარის მესამე
რიგის სტრუქტურული ფუნქცია, სტატისტიკური რაოდენობა, რომელიც
გვაწვდის ინფორმაციას ძირითადი ტურბულენტობის შესახებ. მათდა
გასაკვირად, აღმოაჩინეს, რომ თერმოსფერო ავლენს მსგავსი მასშტაბირების
კანონს, რასაც – ქვედა ატმოსფერო.
“ეს ნიშნავს, რომ თერმოსფეროც და ტროპოსფეროც – მიუხედავად იმისა, რომ
ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ატმოსფერული შემადგენლობა და
დინამიკა აქვთ – ერთსა და იმავე ფიზიკურ კანონებს იცავენ. ის, როგორ
მოძრაობს, წარმოიქმნება და იშლება ტურბულენტობა ამ ორ რეგიონში, ძალიან
ჰგავს ერთმანეთს”, – განაგრძობს ლიუ.
“ეს ნიშნავს, რომ თერმოსფეროც და ტროპოსფეროც – მიუხედავად იმისა, რომ
მკვეთრად განსხვავებული ატმოსფერული შემადგენლობა და დინამიკა აქვთ –
ერთსა და იმავე ფიზიკურ კანონებს იცავენ. ის, თუ როგორ მოძრაობს,
წარმოიქმნება და იშლება ტურბულენტობა ამ ორ რეგიონში, ძალიან ჰგავს
ერთმანეთს”, – განაგრძობს ლიუ.
„ატმოსფერული ამინდის პროგნოზირების მსგავსად, თერმოსფეროში ენერგიის
განაწილების გაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ
გაუმჯობესდეს კოსმოსური დინამიკის აღქმა ჩვენს მიერ“, ასკვნის ლიუ. ჩვენ
ვიმედოვნებთ, რომ ეს აღმოჩენები შეიძლება გამოყენებულ იქნას კოსმოსური ამინდის პროგნოზის გასაუმჯობესებლად და თანამგზავრზე დაფუძნებული
ტექნოლოგიების უწყვეტი ფუნქციონირებისა და უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, რაც ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელია.

Leave a Reply

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.