28 თებერვალი ასტრომოყვარულთათვის განსაკუთრებული დღე იქნება – ცაზე ექვსი პლანეტა ერთ ხაზზე განლაგდება, ჩვენ კი იშვიათ აღლუმს ვიხილავთ.
ნასას განმარტებით, აღლუმად მიიჩნევა სანახაობა, როცა დედამიწიდან ერთდროულად ოთხი ან ხუთი პლანეტის დანახვა შეგვიძლია, თუმცა ამჯერად მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი და ურანი ერთ ხაზზე განლაგდებიან, რაც იშვიათი პლანეტარული სანახაობაა.
აღლუმის ეფექტი
როგორც ვიცით, პლანეტები მზის გარშემო, ეკლიპტურ სიბრტყეზე მოძრაობენ, თუმცა თითოეულ მათგანს განსხვავებული სიჩქარე აქვს და მზისგანაც სხვადასხვა მანძილი აშორებთ. მნიშვნელოვანია, რომ პლანეტები ამ სიჩქარესა და დაშორებას არ იცვლიან და სანახაობა მხოლოდ დედამიწიდან გამოჩნდება.
მართალია, აღლუმის სრულად აღსაქმელად შეუიარაღებელი თვალი არ გვეყოფა, თუმცა ზოგიერთი მათგანის – განსაკუთრებით იუპიტერის და ურანის დანახვა სპეციალური მოწყობილობების გარეშეც იქნება შესაძლებელი, მთავარია დასავლეთისკენ გაიხედოთ და ამინდიც შესაბამისი იყოს.
წყარო: Six planets on show in celestial ‘parade
https://www.theguardian.com/science/2026/feb/10/planetary-parade-february
