მრავალი წელია სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები ისეთ მომავალს წარმოიდგენენ და აღწერენ, რომელშიც ადამიანებს სივრცეში კოსმოსური ლიფტებით გადააადგილება შეუძლიათ. დღეს კი მეცნიერები მხატვრულ სინამდვილეს პოტენციურ რეალობად განიხილავენ, რის გარანტადაც ნივთიერება გრაფენს მიიჩნევენ, მასალას, რომელიც განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩევა.
გრაფენის აღმოჩენა ორი ფიზიკოსის – ანდრე გეიმისა და კონსტანტინ ნოვოლესოვის სახელებს უკავშირდება, რისთვისაც მათ ნობელის პრემიაც გადაეცათ (2010), თუმცა რაისის უნივერსიტეტის მკვლევრების ინფორმაციით, ეს „სასწაულებრივი მასალა“, 1979 წელს, უნებურად, გამომგონებელმა ტომას ედისონმა შექმნა.
წარმოიდგინეთ სადგური დედამიწაზე, რომელიც კოსმოსს უძლიერესი, მაგრამ უმსუბუქესი სადენებით დაუკავშირდება და მგზავრებს ორბიტაზე ლიფტის პრინციპით ამოგზაურებს.
ამ ტიპის ლიფტს მგზავრების გადაყვანასთან ერთად, პლანეტებსა და მთვარეს შორის ნივთების გადატანაც შეეძლება, რაც მარსის ატმოსფეროთი გამოწვეულ პრობლემებს გაამარტივებს – წითელი პლანეტის ატმოსფერო ძალიან თხელია, რის გამოც, კოსმოსური ხომალდის დაჯდომა რთულდება. ლიფტით სწრაფი გადაადგილება კი ამ სირთულეებს შეამსუბუქებს.
პლანეტათაშორისი ტურიზმი, ამ სამომავლო სიახლით, შეძლება რეალური გახდეს ან თუნდაც მთვარეზე გამგზავრება ხომ არ გესიამოვნებოდათ?
