Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ამ წუთებშიც კი ადამიანები ჩათბოტებს ელაპარაკებიან და ვრცელი ტექსტის დაწერას სთხოვენ, თუმცა  ხელოვნურ ინტელექტთან მათი  საუბრის ფორმა და ტექნიკა ყოველთვის განსხვავებულია.

ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციისას საუკეთესო შედეგის მისაღებად, ხალხი უცნაურ მეთოდებსაც მიმართავს ხოლმე, თუმცა რომელი მათგანია უფრო  ეფექტური?

„მომხმარებლები ფიქრობენ, რომ არსებობს სიტყვათა ჯადოსნური წყობა, რაც მათ დიდი ენობრივი მოდელის  (LLMs) პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება, “ – უთხრა BBC-ის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორმა, ჯულს უაითმა, რომელიც აშშ-ის ვანდერბილტის უნივერსიტეტში გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლის.

მისი თქმით, შედეგი სიტყვების სწორად შერჩევაზე კი არა, არამედ სწორად გაცემულ ბრძანებაზეა დამოკიდებული.

2025 წელს, Twitter-ის (ახლა X -ის) მომხმარებელმა დაპოსტა შეკითხვა: „ნეტავ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს OpenAI  იმ ხალხის გამო, ვინც ხელოვნურ ინტელექტს ,,მადლობას“ და ,,გთხოვს“ ეუბნება?  რაზეც OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა უპასუხა : -„ათობით მილიონ დოლარს, მიზნობრივად, თუმცა წინაწარ ვერ განსაზღვრავ“.

ცხადია, ამ ორაზროვანმა პასუხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ხელოვნური ინტელექტის გარშემო ბევრი პრობლემა  იქმნება –  ეთიკური საკითხით დაწყებული და გარემოსდაცვითი პრობლემით დამთავრებული. ამიტომ თუ ჩატბოტის ვრცელი ტექსტებისთვის გამოყენებას გეგმავთ, კარგი იქნება თუ ჯერ სასურველი ეფექტის სწრაფად და ეფექტურად მიღებას ისწავლით.

ჯულს უაითი გვირჩევს,  ხელოვნურ ინტელექტს არა მხოლოდ ერთი, არამედ სამი ან ხუთი არჩევანის შემოთავაზება ვთხოვოთ.  განსხვავებული ვარიანტები ადამიანს უბიძგებს გაარკვიოს,  რა და რატომ მოსწონს.

მოამარაგეთ AI ნიმუშებით, იმდენით, რამდენიც შესაძლებელია. ადამიანები  იმეილის დაწერას ხელოვნურ ინტელექტს სთხოვენ, შემდეგ კი ბრაზდებიან,  რომ ტექსტი მათ დაწერილს სულაც არ ჰგავს.  ამის გამოსასწორებლად, სჯობს თქვენი დაწერილი  10 ელექტრონული წერილი აუტვირთოთ და უთხრათ, რომ ესაა თქვენი წერის სტილი.

გავრცელდა მოსაზრება, რომ თუ   AI-ს ეტყვით,  მათემატიკის პროფესორი ვარო, თქვენთვის პასუხის გაცემაზე უფრო მეტს იფიქრებს. გამოყენებითი მანქანური სწავლების ინჟინერის, რიკ ბეტლის თქმით, ეს ხელოვნური ინტელექტის პასუხს ნაკლებად ზუსტს ხდის, თანაც  ზოგიერთ ადამიანში ჰალუცინაციაც წაახალისოს.

ამასთანავე, თუ AI-ს ეტყვით,  რომ დარგის ექსპერტს ესაუბრება, შეიძლება  შინაგან პარადიგმულ ცოდნას ზედმეტად ენდოს და მეტისმეტად თავდაჯერებული გახდეს.

თუმცა ზოგჯერ როლური თამაში ეფექტურიცაა, რადგან თუ კრეატიული დავალების შესრულება გსურთ ან გასაუბრების წინ ნერვიულობთ, შეგიძლიათ ჩათბოტს სთხოვოთ, იმიტაციური გასაუბრება თავად ჩაგიტაროთ.

თუ  AI-ს ეტყვით, რომ მანქანის ორ მოდელს შორის ტოიოტასკენ იხრებით და შემდეგ ჰკითხავთ, ორში რომელი სჯობს, ის გეტყვით რომ ტოიოტა უკეთესია, რადგან თქვენ სწორედ ამ პასუხის მიღება გსურდათ.

ზრდილობიანობა გაბრაზებული რობოტებისგან ვერ დაგიცავთ და ამით ვერც უკეთეს ტექსტს დააწერინებთ, თუმცა არის მიზეზები, რის გამოც ღირს ტაქტის შენარჩუნება, რადგან სწორედ ეს აგრძნობინებს ადამიანს თავს კომფორტულად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ დავაზიანებთ AI-ს გრძნობებს, (რადგან მას გრძნობა არ გააჩნია) ეს ჩვევაა, რაც ჩვენი ცხოვრების სხვა ნაწილში შეიძლება თავადვე გამოგვადგეს.