ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეცნიერებმა მარსის დათბობის რევოლუციური მეთოდი შეიმუშავეს – sciencelib.ge

Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to sidebar Skip to footer


რეზიუმე: მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ პლანეტა მარსის ზედაპირი ცივი და
უსიცოცხლოა, ადამიანებს აინტერესებთ, არსებობს თუ არა რაიმე საშუალება, რომ
სიცოცხლისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს. ახლად შემოთავაზებული მეთოდი
5000-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა სქემები, მარსის გლობალურად
დათბობისთვის, რაც წარმოადგენს ჩვენი შესაძლებლობების მნიშვნელოვან
წინსვლას მარსის გარემოს შესაცვლელად.
ინოვაციურ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა 7 აგვისტოს Science Advances-ში,
მკვლევარებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ჩრდილო-დასავლეთის და
ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტებიდან შემოგვთავაზეს რევოლუციური
მიდგომა მარსის ტერაფორმირების (დედამიწის მსგავსად ფორმირების) მიმართ.
ამ ახალ მეთოდს, ატმოსფეროში გამოშვებული მტვრის ტექნოლოგიური
ნაწილაკების გამოყენებით, შეუძლია წითელი პლანეტის დათბობა 50 გრადუსზე
მეტი ფარენჰეიტით, მიკრობების სიცოცხლისთვის შესაფერის ტემპერატურამდე,
რაც გადამწყვეტ პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რათა მარსი სიცოცხლისთვის
შესაფერისი ადგილი გახდეს.
ახლად შემოთავაზებული მეთოდი 5000-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა
სქემები მარსის გლობალურად დათბობისთვის, რაც წარმოადგენს ჩვენი
შესაძლებლობების მნიშვნელოვან წინსვლას მარსის გარემოს შესაცვლელად.
ამ მიდგომას განასხვავებს მარსზე ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება, რაც
მას ბევრად უფრო ხელსაყრელს ხდის, ვიდრე ადრინდელი წინადადებები,
რომლებიც ეფუძნებოდა დედამიწიდან მარსზე ნივთიერებების შეტანას, ან
მარსის იშვიათი რესურსების მოპოვებას.
ამ სტრატეგიას ათწლეულები დასჭირდება. მაგრამ, როგორც ჩანს,
ლოჯისტიკურად უფრო მარტივია, ვიდრე აქამდე შემოთავაზებული სხვა
გეგმები.

„ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მარსის დათბობის ბარიერი თხევადი წყლის
უზრუნველსაყოფად არ არის ისეთი მაღალი, როგორც ადრე ეგონათ“, – განაცხადა
ედვინ კიტმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის გეოფიზიკურ მეცნიერებათა
ასოცირებულმა პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა. წამყვანი ავტორი
იყო სამანე ანსარი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ასპირანტი პროფესორ
ჰუმან მოჰსენის ჯგუფში.
ასტრონავტები ჯერ მაინც ვერ შეძლებენ მარსის თხელი ჰაერის სუნთქვას.
იმისათვის, რომ ადამიანებმა მის ზედაპირზე დახმარების გარეშე იარონ,
გაცილებით მეტი სამუშაოა საჭირო. მაგრამ პლანეტაზე შესაძლებელია
ხელსაყრელი ფუნდამენტის შექმნა მიკრობებისა და საკვები კულტურებისთვის
საცხოვრებლად, რომლებიც თანდათანობით მოახდენენ ატმოსფეროში ჟანგბადის
დამატებას – ისევე, როგორც ეს გააკეთეს დედამიწისთვის მთელი მისი
გეოლოგიური ისტორიის განმავლობაში.
ახალი მიდგომა საუკუნოვანი ოცნებისადმი
არსებობს შეთავაზებების მდიდარი ისტორია მარსის დასახლებასთან
დაკავშირებით; ერთ-ერთი თავად კარლ სეიგანმა მოიფიქრა ჯერ კიდევ 1971
წელს. ეს იყო როგორც გამბედავი ოცნებები – მაგ. სამეცნიერო ფანტასტიკის
მწერლებისა, რომლებიც ასახავდნენ მარსის ერთ-ერთი მთვარის მზედ
გადაქცევას, ასევე უფრო უახლესი და მეცნიერულად დასაბუთებული იდეები,
როგორიცაა გამჭვირვალე გელის ფილების შექმნა სითბოს შესაკავებლად.
მარსის დასახლების ნებისმიერმა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რამდენიმე
დაბრკოლების აღმოფხვრას, მათ შორისაა სასიკვდილო ულტრაიისფერი სხივები
და მარილიანი ნიადაგი. მაგრამ ყველაზე დიდი დაბრკოლება – პლანეტის
ტემპერატურაა; მარსის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა -80 გრადუსი
ფარენჰეიტია.
პლანეტის დათბობის ერთ-ერთი სტრატეგია შეიძლება იყოს იგივე მეთოდი,
რომელსაც ადამიანები უნებლიედ იყენებენ დედამიწაზე: ატმოსფეროში
ნივთიერების გამოშვება, რაც გააძლიერებს მარსის ბუნებრივ სათბურის ეფექტს
და მის ზედაპირზე მოახდენს მზის სითბოს დაჭერას.
პრობლემა ისაა, რომ ეს ნივთიერებები ფაქტობრივად ტონობით დაგჭირდებათ.
წინა სქემები ეყრდნობოდა დედამიწიდან მარსზე გაზების გადატანას, ან მარსზე
დიდი რაოდენობით ინგრედიენტების მოპოვების მცდელობას, რომლებიც იქ არც
თუ ისე გავრცელებულია – ორივე ძვირადღირებული და რთული რამაა. მაგრამ
გუნდს აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ამის გაკეთება მარსზე უკვე უხვად
არსებული ნივთიერებების დამუშავებით.
მარსმავალი როვერებიდან, როგორიცაა Curiosity, ვიცით, რომ მარსზე არსებული
მტვერი მდიდარია რკინით და ალუმინით. თავისთავად, ეს მტვრის ნაწილაკები

არ არის შესაფერისი პლანეტის გასათბობად; მათი ზომა და შემადგენლობა
მიუთითებს იმაზე, რომ ისინი უფრო მეტად აციებენ ზედაპირს, ვიდრე –
ათბობენ. მაგრამ თუ ჩვენ შევქმნით მტვრის ნაწილაკებს რომლებსაც
განსხვავებული ფორმები ან შემადგენლობა ექნებათ, მკვლევარები
ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა მათ შეეძლოთ სითბოს უფრო ეფექტურად
დაჭერა.
მკვლევარებმა შექმნეს მოკლე ღეროების ფორმის ნაწილაკები – კომერციულად
ხელმისაწვდომი ბრჭყვიალების მსგავსი ზომის. ეს ნაწილაკები შექმნილია
იმისათვის, რომ მოახდინონ გამოთავისუფლებული სითბოს დაჭერა და მზის
შუქის ზედაპირისკენ გაფანტვა, მარსის ბუნებრივი სათბურის ეფექტის
გაძლიერებით.
„სინათლის ურთიერთქმედება ქვეტალღური სიგრძის ობიექტებთან არის
მომხიბლავი. მნიშვნელოვანია, რომ საინჟინრო ნანონაწილაკებს შეუძლიათ
გამოიწვიონ ოპტიკური ეფექტები, რომლებიც ბევრად აღემატება იმას, რაც
ჩვეულებრივ მოსალოდნელია ასეთი მცირე ნაწილაკებისგან“, – თქვა ანსარიმ.
მოჰსენი, რომელიც კვლევის თანაავტორია, თვლის, რომ ისინი ახლახანს შეეხნენ
ზედაპირს: „ჩვენ გვჯერა, რომ შესაძლებელია უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე
ნანონაწილაკების შექმნა, თუნდაც ისეთის, რომლებსაც შეუძლიათ დინამიურად
შეცვალონ მათი ოპტიკური თვისებები“.
თქვენ ჯერ კიდევ დაგჭირდებათ მილიონობით ტონა ნივთიერება პლანეტის
გასათბობად, მაგრამ ეს ხუთიათასჯერ ნაკლებია, ვიდრე დაგჭირდებოდათ
მარსის გლობალურად დასათბობად წინა შეთავაზებების შემთხვევაში”, – თქვა
კიტმა. „ეს მნიშვნელოვნად ზრდის პროექტის განხორციელებადობას.
გამოთვლები მიუთითებს, რომ თუ ნაწილაკები მარსის ატმოსფეროში
განუწყვეტლივ გაიფრქვევა წამში 30 ლიტრი სიჩქარით, პლანეტა გათბება 50
გრადუსზე მეტი ფარენჰეიტით და ეფექტი შესამჩნევი იქნება რამდენიმე თვეში.
ანალოგიურად, დათბობა შექცევადი იქნება და შეჩერდება რამდენიმე
წელიწადში, თუ მათი გამოფრქვევა შეწყდება.
პოტენციური გავლენა და მომავალი კვლევა
მეცნიერების თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. მაგალითად,
ჩვენ ზუსტად არ ვიცით, თუ რა სისწრაფით გამოიფრქვევა ტექნოლოგიური
მტვერი მარსის ატმოსფეროდან. მარსს აქვს წყალი და ღრუბლები და, როგორც
პლანეტა თბება, შესაძლებელია, რომ წყალმა უფრო მეტად დაიწყოს
კონდენსაცია ნაწილაკების ირგვლივ და წვიმის სახით დაბრუნდეს ზედაპირზე.
,,კლიმატის უკუკავშირის ზუსტად მოდელირება ნამდვილად რთულია”, –
განაცხადა კიტმა. „მსგავსი რამის განსახორციელებლად, ჩვენ დაგვჭირდება მეტი
მონაცემი როგორც მარსიდან, ასევე დედამიწიდან და უნდა ვიმოქმედოთ ნელა

და შექცევადად იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეფექტებმა იმუშაოს ისე, როგორც
დაგეგმილი იყო“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას
ტერაფორმირების კვლევაში, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა
ფოკუსირებულია მარსის მიკრობული სიცოცხლისთვის შესაფერის
ტემპერატურამდე დათბობაზე და შესაძლოა საკვები კულტურების გაშენებაზე
და არა ადამიანებისთვის სასუნთქი ატმოსფეროს შექმნაზე.
„ეს კვლევა ხსნის ახალ გზებს და პოტენციურად ერთი ნაბიჯით გვაახლოებს
დიდი ხნის ოცნებასთან – მარსზე ადამიანის მდგრადი არსებობისთვის“, – თქვა
კიტმა.
ანსარი არის კვლევის წამყვანი ავტორი. კვლევის სხვა თანაავტორები იყვნენ
რამზეს რამირესი ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტიდან და ლაიამ
სტილი, ყოფილი პოსტდოქტორანტი მკვლევარი ჩიკაგოში, ახლა კი საშუალო
დიაპაზონის ამინდის პროგნოზების მკვლევარი ევროპულ ცენტრში.
ავტორებმა გამოიყენეს Quest მაღალი ხარისხის გამოთვლითი მოწყობილობა
ჩრდილოდასავლეთის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების კვლევით კომპიუტერულ
ცენტრში.

იხილეთ სრულად: https://www.sciencedaily.com/releases/2024/08/240807225455.htm

წყარო: University of Chicago

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.