ეროვნული სამეცნერო ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, წიგნადი ფონდის გარდა, ინახება სპეციფიკური მასალები: საავტორო მოწმობები, პატენტები (დახლოებით 65 ქვეყნის 20 000 000 პატენტი), რომელიც წარმოდგენილია ქაღალდზე, მიკროფირებსა და მიკროფიშეფზე. ასევე, ბიბლიოთეკაში არის საპატენტო ჟურნალები, რომლებშიც სხვადასხვა ქვეყნის გამოგონებებია მოკლე ანოტაციის სახით და შეგიძლიათ მათ გაეცნოთ ადგილზე, სამკითხველო დარბაზში. გარდა ამისა, ამავე კორპუსში ინახება ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაცია (ნტდ).