Skip to content Skip to footer

ციტირების ინდექსის დადგენა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar -ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. მომსახურების საფასურია 10₾. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი ციტირების და H ინდექსების შესახებ, გთხოვთ მოგვწერეთ წერილი მისამართზე: metrics@sciencelib.ge.

წერილში უნდა იყოს მითითებული:

      • ავტორის სახელი და გვარი (ლათინური შრიფტით);

      • ავტორის მამის სახელი (ქართული შრიფტით);

      • ავტორის მოღვაწეობის სფერო/სფეროები (ქართული შრიფტით);

      • სამუშაო ადგილი/ადგილები (აფილაცია) (ქართული შრიფტით);

      • სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების დაწყების წელი;
      • ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც გადმოგეგზავნებათ შედეგი.
    • გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მეცნიერის სახელის და გვარის მითითებით
    • ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათის ნომერი. თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 

შესაძლებელია ამ ინფორმაციის ოფიციალური ცნობის სახით გაცემა. შედეგების მოწოდების ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.

საკონტაქტო ტელეფონი: 0 322 21 27 64,   +995 555 17 21 78

ორგანიზაცია ა(ა)იპ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი
საიდენტიფიკაციო კოდი 404489790
ანაგრიშის ნომერი (“საქართველოს ბანკი”) GE53BG0000000789090200