ესე დაიწერა კონკურსის „ხელოვნური ინტელექტი და ეთიკა“ ფარგლებში.
ავტორი – მარიამ სუმბათაშვილი, პირველი ადგილი.
სამეცნიერო ბიბლიოთეკა ესეს რედაქტირების გარეშე გთავაზობთ.
არსებობს ეპოქა, რომელიც ჩუმად, შეუმნევლად იწყება და ერთ დღეს ვხვდებით, რომ მათ მიერ შექმნილ სამყაროში ვცხოვრობთ. სწორედ ასეთ ეპოქად იქცა ხელოვნური ინტელექტის საუკუნე. დრო, როდესაც ალგორითმებს შეუძლიათ ჩვენი ხმის გაგება, სახეების ამოცნობა, რჩევა მომავალი ნაბიჯებისა, ხანდახან შესაძლებელია რელობა იმაზე უკეთესადაც კი დაგვანახონ ვიდრე ეს საკუთარი თალებით ჩანს. თუმცა, ტექნოლოგიის პროგრესი ყოველთვის მიღწევას არ ნიშნავს. ის გვაჩვენებს იმასაც თუ რამდენად მზად ვართ საკუთარი ქმნილებებისთვის. ეს უფრო საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ხდის ხელოვნური ინტელექტისა და ეთიკის შეხვედრას.
ხელოვნური ინტელექტი თითქოს ჩვენი ცხოვრების სარკეა. ის სწავლობს ჩვენგან, იმეორებს ჩვენნაირად და რაც ყველაზე უცნაურია ხშირად ჩვენზე ღრმად იაზრებს მონაცემებს. გასაკვირი კი ის არის, რომ ეს სარკე აღარ გვიბრუნებს მხოლოდ ჩვენს სახეს. ნამდვილად, AI წარმოადგენს კომპიუტერული სისტემების ისეთ კლასს, რომელიც იმახსოვრებს, სწავლობს და გააჩნია დავალებების შესრულების უნარი ადამიანის ან ადამიანების ჯგუფის მსგავსი ან მათზე უკეთესი შედეგებით. ის ნამდვილად სწრაფი ინტეგრაციაა ყველა სფეროში, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სამართალი, მასობრივი კომუნიკაცია თუ საჯარო მმართველობა, მაგრამ როდესაც ის იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას, თუ ვინ უნდა მიიღოს კრედიტი, ვინ მოხვდეს უნივერისტეტში ან ანალიზის პასუხი საშიშია თუ არა. ამ შემთხვევაში ტექნოლოგია აღარ არის უბრალოდ ინსტრუმენტი. ის ხდება ძალა და ყველანაირი ძალა ითხოვს ეთიკურ საზღვრებს.
ჩვენ, ყველანი ჩვენს ნაკვალევს ვტოვებთ ინტერნეტ სივრცეში. იქნება ეს ფოტიები, ლოკაცია, ძიებები, ჩვენი ემოციებიც კი. AI ამ ყველაფერს აგროვებს, აერთიანებს და ქმნის ჩვენს ციფრულ პროფილს. საინტერესოა სად მთავრდება კომფორტი და სად იწყება საშიშროება. თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა კითხვამ, შეიძლება თუ არა ხელოვნურმა ინტელექტმა იცოდეს ადამიანებზე მეტი, ვიდრე ჩვენ საკუთარ თავზე ვიცით? ეთიკა ზუსტად ამ წერტილში სიგნალივით იწყებს მოქმედებას. მონაცემები აუცილებლად უნდა იყოს დაცული და არასდროს გამოყენებული ადამიანის წინააღმდეგ.
ამ ყველაფერს შეიძლება ალგორითმის უსამართლო ხელი ვუწოდოთ. სამართლიანობის გარაშე AI შესაძლოა იქცეს უხილავ, ცივი ფორმის მახვილად, რომელიც ერთ სხეულს უფრო მარტივად ჭრის, ვიდრე მეორეს. მხოლოდ იმიტომ, რომ მომაცემის ისტორია ასე ამბობს. AI ეთიკა გვარწმუნებს, რომ ტექნოლოგია არ შეიძლება იყოს უსამართლობის ხელშემწყობი.

ადამიანური შეცდომის პასუხისმგებელი თავად ადამიანია, მაგრამ ვის მივმართოთ, როდესაც მანქანა ცდება?
ვინც ის შექმნა? ვინც ასწავლა? თუ იმას ვინც ის გამოიყენა?
ეს კითხვები უკვე რეალურ სასამართლოს უკავშირდება. ამიტომ უნდა არსებობდეს მკაფიო სამართლებრივი ჩარჩო. AI არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სამართლიანობის სისტემის ნაწილი ხდება. ხშირად გვაშინებს ის აზრი, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ჩაანაცვლებს და წაგვართმევს სამსახურს. მართლაც, ბევრი პროფესია ავტომატიზაციის გზაზეა, თუმცა არსებობს ისეთი უნარები, რომლებიც არასდროს დაიკარგება. მაგალითად, ემოცია, წარმოსახვა, თანაგრძნობა, ხელოვანის მზერა, მწერლის სინათლე, პოეტის სუნთქვა. AI შეიძლება იყოს დახვეწილი, ჭკვიანი, მაგრამ ის ადამიანის საბოლოო ჩანაცვლებას ვერ შეძლებს.
თუ ტექნოლოგია მხოლოდ პროგრესია, ეთიკა არის ის, რაც პროგრესს მნიშვნელობას აძლევს. ხელოვნური ინტელექტის ეთიკა კი ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს მოითხოვს. მაგალითად,
- გამჭირვალობას, ანუ რას აკეთებს AI და რატომ, რაც მნიშვნელოვანი დეტალია კაცობრიობისთვის.
- აღსანიშნავია სამართლიანობა, რაც დისკრიმინაციის აკრძალვას მიუთითებს.
- განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს უსაფრთხოება. ტექნოლოგიამ არავითარი ზიანი არ უნდა მიაყენოს ადამიანს
- მნიშვნელოვანია ადამიანზე ორიენტირებულობა. AI ემსახურება ადამიანს და არა პირიქით.
ეს პრინციპები არ არის მხოლოდ ტექნიკური დეტალი. ისინი ჩვენი მომავლის გეგმაა.
ბოლო სიტყვა ყოველთვის ადამიანს უნდა ეკუთნოდეს. ხელოვნური ინტელექტი შეიძლება იყოს ჩევნი დროის უდიდესი მიღწევა, თუ მას სწორად შევხედავთ. ის უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი და არა კონკურენტი. არა მსაჯული, არამედ დამხმარე. არა მბრძანებელი, არამედ ადამიანის შესაძლებლობების გამაძლიერებელი. მანქანას შეუძლია იფიქროს სწრაფად, მაგრამ ადამიანს შეუძლია იაზროვნოს სამართლიანად. ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ძლიერ ხელსაწყოს, რომელსაც შეუძლია მსოფლიოს მნიშვნელოვანი წინსვლისთვის გადადგას ნაბიჯები, თუმცა მისი ბოროტად გამოყენება წარმოშობს სერიოზულ ზიანს. ეთიკა არ არის მხოლოდ ტექნიკური ან საძიებო კითხვა. ეს საჯარო და ქმედებითი შრომაა, რომელსაც ადგილი აქვს კანონმდებლობაში, კომპანიებში, აკადემიურ წრეებსა და საზოგადოების ჩართულობაში. დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უხილავი თანამგზავრი გახდა, ის ორი სახით გვევლინება. ერთი მხარე ბრწყინავს პროგრესის სინათლით, მეორე კი ზღვარგადასული შესაძლებლობების ჩრდილში იმალება. ამ ორი მხარის ბალანსი, ეთიკური ღირებულებებით გვევლინება. ჩვენთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგია არ არის. ეს არის სარკე, რომელიც ჩვენსავე არჩევანს გვიბრუნებს. თუ მას სწორ გზას მივცემთ ეს ჩვენივე მომავლისათვის იქნება უკეთესი, ხოლო ზედმეტი ამბიციურიბითა და დაუდევრობიტ საპირისპირო შედეგს მივიღებთ. ამიტომაც ეთიკა დამატებით ცოდნას არ ნიშნავს. ეს ერთგვარ კომპასს წარმოადგენს, რომელიც ტექნოლოგიურ წინსვლას სწორ გზაზე აყენებს. საბოლოოდ, ეთიკა არის ხიდი ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. ხიდი, რომელიც გვაძლევს ძალას ტექნოლოგისაა და ფასეულობების ერთნაირად წარმართვაში. ახლაც, როცა კაცობრიობა უდიდესი ტექნოლოგიური ეპოქის ზღვარზეა, ჩვენზეა დამოკიდებული ეს ხიდი მშვენიერი გზისკენ გადაგვიყვანს თუ გაუკინტროლებელი სიჩქარით უფსკრულში გადაგვჩეხავს. ამიტომ, ვიდრე AI-ს მომავალს შევქმნიდეთ, ჯერ უნდა შევქმნათ საკუთრი ეთიკური სახეები , რომ ტექნოლოგიამ არ დაგვაკარგვინოს ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანობა.
