
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა მეხუთე და მეექვსე კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის იწყებს უფასო სასწავლო ტრენინგს: „3D მოდელირება და ბეჭდვა”.
სასწავლო კურსის მონაწილეები შეისწავლიან 3D მოდელირებისა და ბეჭდვის საწყისებს.
3D პროგრამაში “Tinkercad” შექმნიან სხვადასხვა სირთულის და დანიშნულების მოდელებს, რომლებსაც შემდეგ 3D პრინტერზე დაბეჭდავენ.
კურსის შემადგენელი დავალებები და პროექტები მონაწილეებს დაეხმარებათ განავითარონ მათემატიკური აზროვნება და ვიზუალურ სივრცითი უნარები. 3D პრინტერთან ურთიერთობა კი საშუალებას მისცემთ შეისწავლონ მაღალტექნოლოგიური დანადგარის მუშაობის პრინციპები და გააუმჯობესონ მექანიკური უნარები.
ტრენინგზე დასწრება უფასოა. მონაწილეების რაოდენობა შეზღუდულია და შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.
სასწავლო კურსი მოიცავს 24 შეხვედრას და ჩატარდება კვირაში ორჯერ (1 შეხვედრის ხანგრძლივობა: 1სთ)
პირველი ჯგუფი – სამშაბათი- 16:00 სთ,
პარასკევი – 15:00 სთ
მეორე ჯგუფი- სამშაბათი-17:00 სთ,
პარასკევი-16:00 სთ
ტრენერი: ივანე ნაზღაიძე – 3D დიზაინერი.
მსურველებმა 25 სექტემბრის ჩათვლით შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/ng2cw2NUs8mURJ1D8
3D მოდელირების და ბეჭდვის სასწავლო კურსის სილაბუსი
I ეტაპი:
გაკვეთილი 1. შესავალი 3D მოდელირებაში
გაკვეთილი 2. პროგრამის სასწავლო კლასში გაწევრიანება, სამუშაო გარემო
გაკვეთილი 3. პროგრამის ინტერფერისი და ნავიგაცია
გაკვეთილი 4. საბაზისო ფორმები, ბიბლიოთეკები
გაკვეთილი 5. ობიექტების მართვა. ხელსაწყოები Move, Rotate, Resize
გაკვეთილი 6. პროექტი I
გაკვეთილი 7.კომპლექსური ობიექტების შექმნა, Hole
გაკვეთილი 8. ხელსაწყო Duplicate
გაკვეთილი 9. ხელსაწყოები: Align
გაკვეთილი 10. პროექტი II
II ეტაპი
გაკვეთილი 1. ხელსაწყოები: Mirror, Hide
გაკვეთილი 2. ხელსაწყოები: Workplane, Ruler, Grid
გაკვეთილი 3. Sketch: Pen Tool
გაკვეთილი 4. Sketch: Edit Tool
გაკვეთილი 5. პროექტი III
გაკვეთილი 6. პროექტი III
გაკვეთილი 7. კომპლექსური ობიექტები Shape Generator
გაკვეთილი 8. Import, Export
გაკვეთილი 9. პროექტი IV
გაკვეთილი 10. პროექტი IV
III ეტაპი:
გაკვეთილი 1. შესავალი 3D ბეჭდვაში
გაკვეთილი 2. 3D პრინტერის აგებულება და მუშაობის პრინციპი
გაკვეთილი 3. პროექტი V
გაკვეთილი 4. პროექტი V
გაკვეთილი 5. მოდელის მომზადება 3D ბეჭდვისთვის
გაკვეთილი 6. 3D პრინტერთან მუშაობა
გაკვეთილი 7. 3D პრინტერთან მუშაობა
გაკვეთილი 8. პროექტი V ფინალური
გაკვეთილი 9. პროექტი V ფინალური
გაკვეთილი 10. შემაჯამებელი გაკვეთილი
ტრენინგი ჩატარდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში, მისამართი: მ. ალექსიძის II შესახვევი N3.(სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია)
