Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ღია მეცნიერება

ღია მეცნიერება ეს არის პრინციპების და პრაქტიკების ერთობლიობა [კოლექტიური ევროპული ინიციატივა], რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევის ყველა სფერო, სამეცნიერო კვლევის შედეგები და მისი მონაცემები ხელმისაწვდომი გახადოს მეცნიერებისა და ფართო საზოგადოებისთვის (UNESCO, 2023).

ამასთან, ღია მეცნიერება უზრუნველყოფს არა მხოლოდ მეცნიერული ცოდნის ხელმისაწვდომობას, არამედ იმასაც, რომ თავად ამ ცოდნის წარმოება იყოს ინკლუზიური, სამართლიანი და მდგრადი (UNESCO, 2023).

ღია მეცნიერებას აქვს პოტენციალი დააჩქაროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მათი გამოყენების უთანასწორობის შემცირებით ან აღმოფხვრით.

ღია მეცნიერება:

  • ხელს უწყობს კვლევების ხილვადობის და მეცნიერის/მკვლევრის ციტირების ინდექსის ზრდას;
  • ამცირებს ფინანსურ ბარიერებს, რადგან ხელს უწყობს გამოქვეყნებული სტატიის გაცნობასთან დაკავშირებული ხარჯების დაზოგვას. ადამიანებს, კვლევით ორგანიზაციებს არ მოუწევთ სტატიის გაცნობისთვის ფულის გადახდა;
  • ზრდის სამეცნიერო კოლაბორაციის და ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობას;
  • მრავალენოვან სამეცნიერო ცოდნას ღიად ხელმისაწვდომს და ხელახლა გამოყენებადს ხდის ყველასთვის;
  • მეცნიერული ცოდნის შექმნის, შეფასების და კომუნიკაციის პროცესებს უფრო გამჭვირვალეს ხდის ყველასთვის.

შესაბამისად, ის სამეცნიერო პროცესს უფრო გამჭვირვალე, ინკლუზიურ და დემოკრატიულხდის.

დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროს სჭირდება ღია მეცნიერება, რომელიც ხელს შეუწყობს რთული სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრას და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

 

UNESCO წევრ სახელმწიფოებს ღია მეცნიერებასთან დაკავშირებით აძლევს რეკომენდაციას, რომ:

  • ხელი შეუწყო ღია მეცნიერების საერთო/გაზიარებულ გაგებას და დასახონ მისი მიღწევის სხვადასხვა გზა;
  • განავითარონ ღია მეცნიერებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური გარემო;
  • ინვესტიცია ჩადონ ისეთ ინფრასტრუქტურასა და აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ღია მეცნიერებას;
  • ინვესტიცია ჩადონ ტრენინგში, განათლებაში, ციფრული წიგნიერების და შესაძლებლობების განვითარებაში, ღია მეცნიერების მხარდასაჭერად;
  • ხელი შეუწყონ ღია მეცნიერების კულტურის განვითარებას და დაიწყონ მისი მხარდაჭერის სტიმულირება;
  • ხელი შეუწყონ ღია მეცნიერების ინოვაციურ მიდგომებს სამეცნიერო პროცესის ყველა ეტაპზე;
  • წაახალისო საერთაშორისო და მრავალ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობა ღია მეცნიერების კონტექსტში, რათა შემცირდეს უთანასწორობა ტექნოლოგიასა და ცოდნაში.
ღია მეცნიერება ეფუძნება FAIR პრინციპს
ღია მეცნიერების 12 კომპონენტი
ბიბლიოთეკის საქმიანობა ღია მეცნიერების მიმართულებით

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომლის მთავარი მისიაა მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა ქვეყანაში, აქტიურადაა ჩართული ღია მეცნიერების პოპულარიზაციას და განვითარებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში.

სამეცნიერო კონტენტზე ღია წვდომის უზრუნველყოფისა და ღია სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურების განვითარების მიზნით, ბიბლიოთეკას აქვს ორი ღია ელექტრონული რეპოზიტორიუმი openscience.ge და openlibrary.ge, ასევე ღია ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების პლატფორმა openjournals.ge.

ღია მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, ბიბლიოთეკა გეგმავს თემატურ ღონისძიებებს (პრეზენტაციებს, საკონსულტაციო შეხვედრებს, ტრენინგებს,  კონფერენციებს, სხვადასხვა აქტივობებს) სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევარ-მეცნიერთათვის, სტუდენტებისთვის ან უბრალოდ მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის.