Skip to content Skip to footer

ციტირების ინდექსის დადგენა

ციტირების ინდექსის დადგენა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. მომსახურების საფასურია 10₾.

Google Scholarის შემთხვევაში ბიბლიოთეკა გთავაზობთ ინსტრუქციას ავტორის პროფილის შექმნისა და მართვის შესახებ, რომლის საშუალებითაც მკვლევარს შეუძლია საკუთარ პროფილზე ასახოს პუბლიკაციები და მიიღოს ინფორმაცია მისი ციტირების მაჩვენებლების შესახებ. იხილეთ ინსტრუქცია.

თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია Scopus-ისა და Web of Science-ის ბაზებში, თქვენი ციტირების და H ინდექსების შესახებ, გთხოვთ მოგვწერეთ წერილი მისამართზე: metrics@sciencelib.ge

წერილში უნდა იყოს მითითებული:

  • ავტორის სახელი, გვარი, მამის სახელი (ლათინური და ქართული შრიფტით);
  • სამუშაო ადგილი/ადგილები (აფილაცია);
  • სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების დაწყების წელი;
  • ავტორის მოღვაწეობის სფერო/სფეროები;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც გადმოგეგზავნებათ შედეგი;
  • ბიბლიოთეკის მკითხველის ბარათის ნომერი. თუ თქვენ არ ხართ რეგისტრირებული გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.
  • მეილზე გადმოგვიგზავნეთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მეცნიერის სახელის და გვარის მითითებით.

შესაძლებელია ამ ინფორმაციის ოფიციალური ცნობის სახით გაცემა. შედეგების მოწოდების ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღე. ყურადღება მიაქციეთ რომ ოფიციალური ცნობა გაიცემა მხოლოდ Scopus-ისა და Web of Science-ის მონაცემებზე დაყრდნობით. შედეგების მოწოდების ვადა არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.

საკონტაქტო ტელეფონი: +0322 21 27 68       555 538854

 

ორგანიზაცია ა(ა)იპ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი
საიდენტიფიკაციო კოდი 404489790
ანაგრიშის ნომერი (“საქართველოს ბანკი”) GE53BG0000000789090200