Skip to content Skip to sidebar Skip to footer

მიუხედავად იმისა, სამყაროში უცხო სიცოცხლე არსებობს, თუ – არა,
კვლევას მაინც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ადამიანის სამომავლო
მცდელობებზე კოსმოსში.

ილუსტრაცია: ,,კოიპერის სარტყელი” (მზის სისტემის რეგიონი ნეპტუნის ორბიტის
გარეთ, რომელიც მზიდან დაშორებულია დაახლოებით 50 ასტრონომიული ერთეულით).
რა მოხდება, თუ უცხო ცივილიზაციას ჩამოვაშორებთ მიწიერ პლანეტას?
ახლახანს მეცნიერებმა გამოიკვლიეს საინტერესო შესაძლებლობა იმისა,

რომ ე. წ. უცხოპლანეტელთა სიცოცხლეს შესაძლებელია არსებობისთვის
პლანეტა არ სჭირდებოდეს.
ერთი შეხედვით, პლანეტები იდეალურია სიცოცხლისთვის. ერთადერთი
ცნობილი ადგილი, სადაც სიცოცხლე არსებობს, ხომ დედამიწის ზედაპირია.
დედამიწა კი საკმაოდ ლამაზია. ჩვენს პლანეტას აქვს ღრმა გრავიტაციული
ჭა, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა და სქელი ატმოსფერო, რომელიც
ინარჩუნებს ზედაპირის ტემპერატურას სწორ დიაპაზონში თხევადი წყლის
შესანარჩუნებლად. ჩვენ გვაქვს ისეთი ელემენტების სიმრავლე,
როგორებიცაა ნახშირბადი და ჟანგბადი, რათა შეიქმნას ბიოლოგიური
ორგანიზმების სამშენებლო ბლოკები. ჩვენ გვაქვს ასევე უამრავი მზის
შუქი, რომელიც თავისუფალი ენერგიის უსაზღვრო წყაროთი გვამარაგებს.
სწორედ ამ ძირითადი ფორმულირებიდან გამომდინარე ვიწყებთ
სიცოცხლის ძიებას სამყაროს სხვა ნაწილში. რასაკვირველია, ეს ყველაფერი
შეიძლება გულისხმობდეს ეგზოტიკურ გარემოს, ან გიჟურ ქიმიას, მაგრამ
ჩვენ მაინც ვვარაუდობთ, რომ სიცოცხლე პლანეტებზე არსებობს, რადგან
პლანეტები ბუნებრივად შესაფერისია ჩვენთვის ცნობილი
სიცოცხლისთვის.
ჟურნალ Astrobiology-ში გამოსაქვეყნებელ ბოლო ნაშრომში, მკვლევარები
ეჭვქვეშ აყენებენ ამ ძირითად ვარაუდს და კითხვას სვამენ, შესაძლებელია
თუ არა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სიცოცხლეს პლანეტის გარეშე
არსებობის საშუალებას აძლევს.
ეს იდეა ისეთივე გიჟურია, როგორადაც ჟღერს. სინამდვილეში, ჩვენ უკვე
გვაქვს კოსმოსში პლანეტის გარეშე მცხოვრები არსებების მაგალითი –
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები. ამ
ასტრონავტებს სჭირდებათ დედამიწის რესურსების უზარმაზარი
რაოდენობით მიწოდება, რადგან ადამიანები წარმოუდგენლად რთული
არსებები არიან.
შესაძლოა, გაცილებით უფრო მარტივ ორგანიზმებს დამოუკიდებლად
შეეძლოთ თავის გართმევა. ყოველ შემთხვევაში, ერთ ცნობილ ორგანიზმს,
წყალში მცხოვრებ უმცირესი ზომის ტარდიგრადებს, შეუძლიათ გადარჩნენ
ვაკუუმში..

კოსმოსში მყოფი ორგანიზმების ნებისმიერ ჯგუფს უწევს რამდენიმე
გამოწვევისთვის თავის გართმევა. პირველ რიგში, მათ სჭირდებათ შიდა
წნევის შენარჩუნება სივრცის ვაკუუმში. ამგვარად, კოსმოსურ კოლონიას
მემბრანის ან გარსის ჩამოყალიბება სჭირდება. საბედნიეროდ, ეს არც ისე
დიდი საქმეა; ეს ისეთივე წნევის სხვაობაა, რაც წყლის ზედაპირსა და
დაახლოებით 30 ფუტის (10 მეტრის) სიღრმეს შორის არის. ბევრ
ორგანიზმს, როგორც მიკროსკოპულს, ასევე მაკროსკოპულს, მარტივად
შეუძლია ამ განსხვავებებასთან გამკლავება.
შემდეგი გამოწვევა არის თხევადი წყლისთვის საკმარისად თბილი
ტემპერატურის შენარჩუნება. დედამიწა ამას აღწევს ატმოსფეროს
სათბურის ეფექტის მეშვეობით, რაც დაუშვებელია პატარა ბიოლოგიური
კოსმოსური კოლონიისთვის. ავტორები მიუთითებენ არსებულ
ორგანიზმებზე, როგორიცაა საჰარის ვერცხლისფერი ჭიანჭველა (Cataglyphis
bombycina). მას შეუძლია საკუთარი შინაგანი ტემპერატურის რეგულირება
სინათლის ტალღის სიგრძის ცვლილებით, რომელსაც შთანთქავს და
რომელსაც აირეკლავს, რითიც პრაქტიკულად ქმნის სათბურის ეფექტს
ატმოსფეროს გარეშე. ასე რომ, ორგანიზმების თავისუფლად მცურავი
კოლონიის გარე მემბრანას მოუწევს იგივე შერჩევითი შესაძლებლობების
მიღწევა.
შემდგომ, მათ უნდა გადალახონ მსუბუქი ელემენტების დაკარგვა.
პლანეტები საკუთარ ელემენტებს გრავიტაციის ძალის მეშვეობით
ინარჩუნებენ, მაგრამ ორგანულ კოლონიას მოუწევს მასთან შებრძოლება.
ოპტიმისტურადაც რომ შევხედოთ, კოლონია დაკარგავს მსუბუქ
ელემენტებს ათობით ათასი წლის განმავლობაში, ამიტომ მას მოუწევს
საკუთარი თავის შევსების გზების პოვნა.
და ბოლოს, ბიოლოგიური კოლონია უნდა განთავსდეს მისი ვარსკვლავის
სასიცოცხლო ზონაში, რაც შეიძლება მეტი მზის შუქის მისაღებად. რაც
შეეხება სხვა რესურსებს, როგორებიცაა ნახშირბადი ან ჟანგბადი,
კოლონიას მოუწევს დაიწყოს მისი მუდმივი მიწოდება, როგორც
ასტეროიდზეა, შემდეგ კი გადავიდეს სხვადასხვა კომპონენტის
გადამუშავების დახურულ სისტემაზე, რათა იარსებოს გრძელვადიან
პერსპექტივაში.

ამ ყველაფრის ერთად შეკრებით, მკვლევარები კოსმოსში თავისუფლად
მცურავი ორგანიზმის, ანუ ორგანიზმების კოლონიის პორტრეტს ხატავენ.
ეს სტრუქტურა შეიძლება იყოს 330 ფუტი (100 მ) სიგანის და მას ჰქონდეს
თხელი, მყარი, გამჭვირვალე გარსი. ეს გარსი დაასტაბილურებს მისი შიდა
წყლის სწორ წნევასა და ტემპერატურას და საშუალებას მისცემს მას
შეინარჩუნოს სათბურის ეფექტი.
მიუხედავად იმისა, სამყაროში ასეთი ორგანიზმები არსებობენ, თუ – არა,
კვლევას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ადამიანის სამომავლო
მცდელობებზე კოსმოსში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამჟამად
ლითონისგან ვაშენებთ საცხოვრებელს და ვამარაგებთ ჩვენს სადგურებს
დედამიწიდან ტრანსპორტირებული ჰაერით, საკვებითა და წყლით,
მომავალმა მაცხოვრებლებმა შეიძლება გამოიყენონ ბიოინჟინერიული
მასალები დამოუკიდებელი ეკოსისტემების შესაქმნელად.

https://www.livescience.com/space/extraterrestrial-life/does-alien-life-need-a-planet-to-survive-scientists-propose-intriguing-possibility