Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ახალმა კვლევამ აჩვენა, თუ რა შეიძლება იყოს მარსზე უძველესი ცხელი
წყლის აქტივობის პირდაპირი მტკიცებულება, რაც ცხადყოფს, რომ
პლანეტა შესაძლოა წარსულში, გარკვეულ პერიოდში საცხოვრებლად
შესაფერისი ადგილი ყოფილიყო.
კვლევის დროს შეისწავლეს მარსის (NWA7034) მეტეორიტის 4,45
მილიარდი წლის წინანდელი ცირკონის მარცვალი, რომელიც ასევე
ცნობილია როგორც ,,შავი სილამაზე” და აღმოაჩინეს წყალით მდიდარი
სითხეების გეოქიმიური „თითის ანაბეჭდები“.
კვლევის თანაავტორი დოქტორი აარონ კავოსი Curtin-ის დედამიწისა და
პლანეტარული მეცნიერებების სკოლიდან აცხადებს, რომ აღმოჩენამ გახსნა
ახალი გზები ძველი მარსის ჰიდროთერმული სისტემების უკეთ გასაგებად,
რომლებიც დაკავშირებულია მაგმატიზმთან, ასევე წარსულში პლანეტაზე
სიცოცხლის არსებობასთან.
„ჩვენ გამოვიყენეთ ნანომასშტაბის გეოქიმია მარსზე 4,45 მილიარდი წლის
წინანდელი ცხელი წყლის ელემენტარული მტკიცებულებების
მოსაძებნად“, – თქვა დოქტორმა კავოსიმ.
„ჰიდროთერმული სისტემები აუცილებელი იყო დედამიწაზე სიცოცხლის
განვითარებისთვის და ჩვენი შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ქერქის
ფორმირების ადრეულ პერიოდში, მარსზეც იყო წყალი – სასიცოცხლო
გარემოს მთავარი მთავარი შემადგენელი“.
ნანომასშტაბიანი გამოსახულებისა და სპექტროსკოპიის მეშვეობით,
ჯგუფმა დაადგინა ელემენტების კონფიგურაციები ამ უნიკალურ
ცირკონში, მათ შორის – რკინა, ალუმინი, იტრიუმი და ნატრიუმი. ეს

ელემენტები დაემატა 4,45 მილიარდი წლის წინ, როდესაც ცირკონი
ყალიბდებოდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ წყალი არსებობდა ადრეული
მარსის მაგმატური აქტივობის დროს.
დოქტორ კავოსის თქმით, როგორც კვლევამ აჩვენა, მიუხედავად იმისა,
რომ მარსის ქერქმა გაუძლო მეტეორიტის მასიურ ზემოქმედებას, რამაც
გამოიწვია ზედაპირის დიდი ძვრები, წყალი იყო ადრეულ არქეულ
(არქეოზოურ) პერიოდში, დაახლოებით 4,1 მილიარდი წლის წინ.
„2022 წელს კურტინის კვლევამ იმავე ცირკონის მარცვალზე დაადგინა, რომ
იგი „დეფორმირებული იყო“ მეტეორიტის დარტყმის შედეგად, რაც
მიუთითებს მასზე, როგორც მარსის ერთადერთ პირველ ცნობილ
ფორმაშეცვლილ ცირკონზე“, – თქვა დოქტორმა კავოსიმ.
„ეს ახალი კვლევა ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ადრეული მარსის
გაგებასთან, წყალში მდიდარი სითხეების დამახასიათებელი ნიშნების
იდენტიფიცირების გზით, რაც უზრუნველყოფს წყლის გეოქიმიურ
მარკერებს მარსის უძველეს ცნობილ ქერქში.

https://www.sciencedaily.com/releases/2024/11/241122160756.htm