მეცნიერება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინტელექტუალური და
პრაქტიკული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ბუნებრივი
სამყაროს სტრუქტურისა და ქცევის სისტემატურ შესწავლას დაკვირვებისა
და ექსპერიმენტის საშუალებით. მეცნიერებისადმი მისწრაფების მქონე
დამწყები მკვლევარისთვის, მეცნიერული აზროვნება წარმოადგენს
ცოდნის უზარმაზარი მარაგის კვლევისა და დაუფლების საწყისს.
ზოგიერთი მეცნიერული ფაქტის შესწავლა და ცოდნა შეიძლება
საინტერესო და სახალისო იყოს. ეს ფაქტები, სხვა თუ არაფერი, შეიძლება
კარგი იყოს აბსტრაქტული სამეცნიერო განხილვისთვის საკუთარი თავის
და ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს შესახებ. ქვემოთ წარმოდგენილია
დაახლოებით 20 საინტერესო ფაქტი, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანები
ყურადღების მიღმა ტოვებენ.
- ყინულის კუბი დაახლოებით 9 პროცენტით მეტ მოცულობას იკავებს,
ვიდრე – წყალი, რომელიც მის შემადგენლობაში შედის. - ელვის დარტყმამ შეიძლება მიაღწიოს 30,000 C, ან 54,000 F
ტემპერატურას. - მთვარე ძალიან ცხელია (საშუალოდ 224 გრადუსი ფარენჰეიტი) დღის
განმავლობაში, მაგრამ ძალიან ცივია (საშუალოდ -243 გრადუსი) ღამით. - ადამიანის ტვინი წამში 11 მილიონ ინდივიდუალურ ინფორმაციას
იღებს, მაგრამ მხოლოდ დაახლოებით 40-ს აღიქვამს და ითვისებს. - საშუალო ზომის კუმულუსის ღრუბელი (ე. წ. ,,ჭექა-ქუხილის
ღრუბელი”) იწონის დაახლოებით მილიონ ფუნტს ან იმდენივეს,
რამდენსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამგზავრო თვითმფრინავი, ან
თუნდაც – 80 სპილო. - მცენარეებს არ აქვთ მეხსიერება, მაგრამ აქვთ უნარი ამოიცნონ თავიანთი
ახლო ნათესავები და ამის შემდეგ ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ
თანაარსებობენ, რათა გაძლიერდნენ. - პლანეტა ვენერაზე მეტალის თოვლი მოდის. დღემდე აღმოჩენილია ორი
სახეობა: გალენიტი და ბისმუთინი. - დედამიწა ბრუნავს დაახლოებით 100 მილი საათში და კოსმოსში
მოძრაობს დაახლოებით 67000 მილი/სთ სიჩქარით. - თუ მანქანით პირდაპირ მაღლა მიმართულებით წახვალთ საათში 60
მილი სიჩქარით, მთვარემდე მისასვლელად სულ რაღაც ექვს თვეზე
ნაკლები დაგჭირდებათ. - თუ პირდაპირ დედამიწაზე გაბურღავთ ხვრელს (მისი ბირთვის მაღალი
ტემპერატურის იგნორირების შემთხვევაში) და ჩახტებით მასში, მეორე
მხარეს მისასვლელად ზუსტად 42 წუთი და 12 წამი დაგჭირდებათ. - ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილი, ე. წ. ,,მარიანას ღრმული”, არის 36,200
ფუტით ქვევით, ანუ, ერთმანეთზე დაწყობილი 25 ემფაიერ სთეით
ბილდინგის (Empire State Building) სიგრძეზე. - ზღვის ცხენებს მუცელი არ აქვთ. მის ფუნქციებს ასრულებენ მათი
ნაწლავები, რომლებიც ანაწევრებენ და შთანთქავენ საკვებ ნივთიერებებს. - ხელის ჩამორთმევა უფრო მეტ მიკრობს გადასცემს, ვიდრე კოცნა.
- ტვინის ბრიზის სამეცნიერო სახელწოდებაა – „სფენოპალატინური
განგლიონევრალგია“. - თეთრ ზვიგენებს შეუძლიათ, 50 წლამდე იცოცხლონ.
- კვერცხის ნაჭუჭის დასამზადებლად საჭირო პროტეინის გამო,
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქათამი იყო პირველი და არა – კვერცხი. - ადამიანებს სამყაროში არსებული მატერიის მხოლოდ 5 პროცენტის
დანახვა შეუძლიათ. დანარჩენი შედგება უხილავი მატერიისგან (ე.წ. ბნელი
მატერია) და ენერგიის საიდუმლო ფორმისგან, რომელიც ცნობილია ბნელი
ენერგიის სახელით. - ექვსი ელემენტი შეადგენს ადამიანის სხეულის მასის 99 პროცენტს:
ჟანგბადი, ნახშირბადი, წყალბადი, აზოტი, კალციუმი და ფოსფორი.
ადამიანის სხეული შეიცავს საკმარის ნახშირბადს 9000 ფანქრის
დასამზადებლად. - ფოტონს 40000 წლამდე სჭირდება მზის ბირთვიდან მის ზედაპირამდე
მისაღწევად, ხოლო დარჩენილი გზის გავლას დედამიწამდე მხოლოდ 8
წუთი სჭირდება. - ჭიანჭველებს შეუძლიათ საკუთარი სხეულის წონაზე 50-ჯერ მეტი
სიმძიმის საგნის ტარება. მათ ზომასთან შედარებით, ჭიანჭველების
კუნთები უფრო სქელია, ვიდრე უფრო დიდი ცხოველების, ან თუნდაც –
ადამიანების კუნთები. ეს თანაფარდობა მათ საშუალებას აძლევს
გამოიმუშავონ მეტი ძალა და გადაიტანონ უფრო დიდი ობიექტები. https://www.smslucknow.ac.in/blog-details/20-interesting-science-facts