Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჯერ კიდევ 300 წლის წინ, ადამიანებს სჯეროდათ, რომ მწერები სპოტანურად ჩნდებოდნენ – მტვრისგან, ტალახისა და ლეშისაგან. შესაბამისად, ისინი საშიშ, ეშმაკისეულ არსებებად მიაჩნდათ.

მოგვიანებით, მწერების შესახებ მითოლოგიური  წარმოდგენები  გერმანელმა ენტომოლოგმა და ნატურალისტმა, მარია სიბილა მერიანმა გაფანტა, რომელმაც მწერების სასიცოცხლო ციკლი მეცნიერული სიზუსტით აღწერა და დახატა.

მარია სიბილას მოწინავე კვლევებმა და ძალისხმევამ შესალებელი გახადა  ადამიანებს ერწმუნათ, რომ მწერებს პროგნოზირებადი და ერთმანეთისაგან განსხვავებული სასისცოცხლო ციკლი აქვთ და ზრდასრულ მწერობამდე მრავალეტაპიან სასიცოცხლო  გზას გადიან.

მარია სიბილა მერიანი ბავშვობაში მწერებს აგროვებდა და ხატავდა, თუმცა მისი პირველი წიგნი, რომელიც მკითხველს მწერებისა და ყვავილების ცხოვრებაზე მოუთხრობდა, 1675 წელს გამოიცა.

1679 წელს კი დღის სინათლე  მისი  ორტომეულის პირველმა ნაწილმა იხილა მუხლუხების შესახებ, რომლის მეორე ტომი 1683 წელს გამოიცა. თითოეულ ტომში შედიოდა მისი ხელით გრავირებული ფირფიტები 186 ევროპული მწერისა და მათი მასპინძელი მცენარეების დეტალური აღწერებისა და სასიცოცხლო ციკლების შესახებ.

მარია სიბილას ცოდნის დასაგროვებლად რთული გზის გავლა მოუწია. იმ ეპოქაში, როცა ქალების სამყოფელად მხოლოდ  სახლი, საქმიანობად კი საშინაო მეურნეობის გაძღოლა მიიჩნეოდა, 1699 წლის განქორწინების შემდეგ  ქონება გაყიდა და ქალიშვილ დოროთეასთან ერთად სურინამში წავიდა სამოგზაუროდ.  ამით პირველობა იმაშიც შეძლო, რომ მოგზაურობა სამეცნიერო   ინტერესებისთვის გამოიყენა.

მარია სიბილა მერიანი და მისი ქალიშვილი დიდი საზღვაო მოგზაურობის შემდეგ ისეთ ჯუნგლებში აღმოჩნდნენ , სადაც ბუზების დიდ ჯგუფთან მოუწიათ გამკლავება. მოგვიანებით ეს ჯუნგლები ნატურალისტისთვის სამოთხედ იქცა. 1705 წელს გამოსცა წიგნი, „სურინამის მწერების მეტამორფოზა“,  რომელშიც  სურინამში  მცხოვრები მწერებისა და სხვა ეგზოტიკური არსებების  სასიცოცხლო ციკლები აღწერა.

ჯუნგლებში მკვლევარი  მწერებს იმ მცენარეებთან ერთად ხატავდა, რომლებზეც  ისხდნენ.

მარია სიბილა პირველი მეცნიერი გახლდათ, ვინც  მუხლუხის პეპლამდე ტრანსფორმაცის გზა აჩვენა და ჩანახატებად აქცია. ნესტისა და შეუსაბამო სამუშაო პირობების გამო, სურინამში დათქმული დროით დარჩენა ვეღარ მოახერხა, თუმცა ამას ღირებული შრომების გაგრძელებაში ხელი არ შეუშლია. მარია სიბილის სახელი 6 მცენარეს, 9 პეპელას, 2 ხოჭოს, 1 ხვლიკსა და ობობას  დაერქვა.

 იმის მიუხედავად, რომ ქალის სამეცნიერო მოღვაწეობიდან  რამდენიმე საუკუნე გავიდა, ის დღემდე აქტუალურია  და აღწერს,  როგორ რეაგირებს ზოგიერთი სახეობა კლიმატის ცვლილებაზე.

წყარო: BBC Ideas