Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ბიბლიოთეკის ხსენებაზე, როგორც წესი, ძველი წიგნების სუნსა და ფურცლების ხმას წარმოვიდგენთ ხოლმე, თუმცა დღევანდელ ბიბლიოთეკებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბევრად მრავალფეროვანი სერვისების დანერგა სჭირდებათ, ვიდრე მხოლოდ წიგნების არქივის როლის შესრულებაა.

ბიბლიოთეკები დღეს  უფასო სერვისებთან უფრო ასოცირდება –  WIFI,  სამუშაო სივრცეები, ტრენინგები და კურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის და სხვა.

Ebsco- ს რეკომენდაციით, ბიბლიოთეკაში ძიება, აღმოჩენა და წვდომა თანადროულად უნდა მუშაობდეს. მომავალზე ორიენტირებული ბიბლიოთეკები პრიორიტეტს  მოქნილ არქიტექტურასაც ანიჭებენ, რომელიც  ევოლუციისთვის მზადაა.

საბიბლიოთეკო კოლექციის ქონა ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ ის რთულად იძებნება. შესაბამისად, აუცილებელია ისეთი საძიებო პლატფორმის შექმნა, რომელიც მაძიებელს კვლევისკენ უბიძგებს.

სათანადო მეტამონაცემებით, ინტუიციური ინტერფეისითა და ჭკვიანური კონტენტით აღმოჩენა ინსპირაციად იქცევა. როცა მომხმარებელი რელევანტურ, თუმცა განსხვავებულ კონტენტს მოულოდნელი გზებით პოულობს, ახალი იდეებიც მაშინ მოდის, რომლებიც ცნობისმოყვარეობას კვებავს.

მაგალითად, Jstor- საშუალებას გვაძლევს, პუბლიკაცია, რომელიც მაგალითად, აფრიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წავიკითხოთ. თავად Jstor-ზე წვდომას კი საქართველოში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გვიმარტივებს.

დღევანდელი მომხმარებლები პლატფორმებით კი არა, არამედ სამუშაო პროცესებით ფიქრობენ. ბიბლიოთეკისთვის ეს ნიშნავს, რომ სცენის მიღმა ტექნოლოგია შეკავშირებული ეკოსისტემის მსგავსად მუშაობს და არა იზოლირებული ხელსაწყოებით. როცა სისტემების დიზაინი თანადროულ მუშაობაზეა მორგებული, ბიბლიოთეკის სერვისი სწრაფი, მასშტაბური და ინსტიტუციურ საჭიროებებზე ადაპტირებული ხდება, რაც ინოვაციურობის განმაპირობებელია.

ბიბლიოთეკა ინსტიტუციური პრიორიტეტებისგან იზოლირებულად არ უნდა ოპერირებდეს. ამიტომ, აუცილებელია, თანაბარი ყურადღება დაეთმოს  საბიბლიოთეკო კოლექციებზე ზრუნვასა და ტექნოლოგიებზე მუშაობას, სტუდენტების განვითარებასა და წარმატებაზე ზრუნვას, კვლევის ზრდას და ციფრულ ტრანსფორმაციას. მნიშვნელოვანია დისკუსიების დაგეგმვაც. მომავალზე ორიენტირება კი გაზიარებული მიზნებით იწყება.

ვერცერთი ბიბლიოთეკა იმუშავებს მარტო. კონსორციუმები და პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია წვდომის გაფართოებისა და ხარჯების მართვისთვის. ამით შესაძლებლობები ფართოვდება.

და ბოლოს:

ამის მაგალითია მოძრავი ბიბლიოთეკები, რომელიც ბოლო დროს შეგვახსენა ჯოჯო მოიესის „ვარსკვლავთა მბოძებელმა“. წიგნი გვიყვება 1935 წელს, აპალაჩებში ელეონორა რუზველტის ინიციატივით შექმნილ, საცხენოსნო ბიბლიოთეკებზე, რომლის მიზანიც  წიგნების მიწოდება იყო იმ მთიელებისთვის, რომლებსაც  ლიტერატურაზე ხელი ვერ მიუწვდებოდათ. დღეს ეს სასწავლო მასალაში საბიბლიოთეკო კოლექციების ინტეგრირებითაა შესაძლებელი, რაც რესურსს  ხილვადად, რელევანტურად და აქტიურად გამოყენებადად აქცევს. ამას კი  ბიბლიოთეკა ცალკე მდგომი გაჩერებიდან საერთო  აკადემიურ ქალაქგეგმარებაში გადაჰყავს.