Skip to content Skip to sidebar Skip to footer

კონფერენცია

მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები

  1. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მიენიჭა 2017 წლის 23 სექტემბრის შემდეგ)
  2. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა არის მიკრობული სამყარო, მისით გამოწვეული დაავადებები, დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენციის გზები, მიკრობთა მრავალფეროვნება და ეკოლოგია.
  3. მოხსენებაში წარმოადგენილი უნდა იყოს მონაწილის კვლევა და კვლევის შედეგები.
  4. მონაწილეობა ხდება ინდივიდუალურად, თუმცა რეფერატს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე თანაავტორი.
  5. აბსტრაქტის წარდგენის წესი:

აბსრტაქტის მოცულობა – არაუმეტეს 300 სიტყვა ქართულად, შრიფტი Sylfaen;  ზომა 11;  ინტერვალი 1.15. აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზეც.

  1. კომპეტენტური ჟიურის მიერ მოხდება ნაშრომების გადარჩევაა, საუკეთესო ნაშრომები შეირჩევა ზეპირი მოხსენებისთვის, ნაწილი ნაშრომებისა შერჩეული იქნება პოსტერული მოხსენებისთვის, დეტალები დამატებით გეცნობებათ მეილზე.
  2. საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

ა) თემის აქტუალობის წარმოჩენა;

ბ) მიღებული შედეგების ინტერპრეტირება და დასაბუთება;

გ) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია თუ არა ციტირების, მონაცემთა ანალიზის წესები).

  1. კონფერენციის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ 10-15 წუთიანი მოხსენებები, ზეპირი გამოსვლის სახით (შესაძლებელი იქნება Power Point-ის გამოყენება) ან პოსტერული მოხსენება
  2. კონფერენციის თარიღებია:
  • რეგისტრაცის და აბსტრაქტების გამოგზავნის ვადა 13 სექტემბრის 12:00 სთამდე, ელ-ფოსტაზე- maka.l@sciencelib.ge
  • ჟიურის მიერ ნაშრომების შეფასების ვადა – 16 სექტემბერი, შედეგები გეცნობებათ ელ-ფოსტაზე ამავე დღეს.
  • პრეზენტაციის გამოგზავნის ვადა – 18 სექტემბერი 18:00სთ
  • კონფერენციის პროგრამა გადმოგეგზავნებათ 19 სექტემბერს.
  • კონფერენცია ჩატარდება 23 სექტემბერს.
  1. ზეპირი მომხსნებელების რეფერატები აიკინძება  და ელექტრონულად დაიდება https://openjournals.ge-ზე.
  2. კომპედენტური ჟიურის მიერ შერჩეული 3 გამოქვეყნდება openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).