Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ნასა პროგრამა Artemis-ს ახალ მისიას ამატებს,  სანამ ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად,  ასტრონავტებს მთვარეზე დასვამს.

პირველადი გეგმის მიხედვით, Artemis  II-მ  მთვარეს აპრილში უნდა შემოუაროს, არტემის  III-ს კი 2028 წელს უნდა ეცადა მთვარეზე დაჯდომა.

ახალი გადაწყვეტილებით, Artemis III  მიწასთან ახლოს დარჩება და 2027 წელს მთვარეზე დაჯდომის რეპეტიციას დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაივლის.

162bcfb0 1e46 11f1 b6ba eb40411f1248.jpg

Nasa-ს განმარტებით, დამატებითი ფრენა მთვარეზე დაბრუნებას არ შეანელებს,  კვლავ 2028 წელს იქნება შესაძლებელი და თანაც  ერთის მაგივრად ორი დაშვებაც შეიძლება მოხერხდეს მისიებით  Artemis IV და V .

BBC -ს ინფორმაციით,  2030 წელს, მთვარეზე ვიზიტს ჩინეთიც გეგმავს, მოსამზადებელი სამუშაოები კი წარმატებითი მიმდინრეობს, ამიტომ აშშ-ის მთვარეზე დაბრუნების ამბიციურ გეგმას ამ თვალსაზრისით, დამატებითი წნეხი ახლავს თან.

საგულისხმოა, რომ ორივე სახელმწიფოს დანიშნულების პუნქტად მთვარის სამხრეთ პოლუსი მოიაზრება  და ორი მათგანი ბაზის აშენებისთვის უკეთესი ადგილის საპოვნელად ერთმანეთს ეჯიბრება.