ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა Events for ოქტომბერი 2024 – sciencelib.ge

Крупные выигрыши и хорошее настроение ждёт в casino Vavada! Для новых клиентов подготовлены специальные бонусы и условия – 100 бездепозитных спинов и 100% к первому депозиту. Заходи на лицензированный портал и поднимай кеш.

Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„თეზისი 3 წუთში“

დეკემბერი 25, 2023 @ 10:00 am - 6:00 pm

თეზისი სამ წუთში

ზოგადი მიმოხილვა

ღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტარდება ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსი: „თეზისი 3 წუთში”. კონკურსის მხარდამჭერია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი.
„თეზისი 3 წუთში” დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსია, რომელიც წარმოადგენს კვლევებში სტუდენტთა ჩართულობის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს მონაწილეთა აკადემიური, პრეზენტაციისა და კვლევითი კომუნიკაციის უნარების გაზრდას.
კონკურსის მონაწილემ მხოლოდ 3 წუთში 1 სლაიდით ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე უნდა წარადგინოს პრეზენტაცია თავისი სადოქტორო კვლევის შესახებ და უნდა შეძლოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის კვლევის მნიშვნელობისა და შინაარსის ეფექტურად ახსნა.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი მიმართულების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის, ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი.
კონკურსანტებს მოუსმენს და შეაფასდებს 5 წევრისგან შემდგარი ჟიური. გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები.
პროექტი “თეზისი 3 წუთში“ საქართველოში პირველად 2021 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადახვა უნივერსიტეტებისა და
მიმართულებების/ფაკულტეტების დოქტორანტებმა მიიღეს, როგორიცაა: სამართალი, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, ქიმია, აგრარული მეცნიერებები – სასურსათო ტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, მეღვინეობა, ჰუმანიტარული მეცნიერებებები – ქართული ლიტერატურის ისტორია, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები – მოლეკულური ბიოტექნოლოგია და ბიოქიმია.

პროექტის წესები:

  • პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.  მონაწილეს განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის, ჯერ კიდევ არ უნდა ქონდეს დაცული ხარისხი;
  • მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. მონაწილე, რომელიც ამ დროში ვერ ჩაეტევა, დისკვალიფიცირდება;
  • მოხსენების დასაწყისად ითვლება მომენტი, როცა მონაწილე იწყებს საუბარს;
  • აუცილებელი მხოლოდ ერთი სტატიკური, PowerPoint-ის სლაიდი (ყოველგვარი მოძრაობის, ანიმაციის, გადასვლის და დამატებითი ტექსტობრივი განმარტების გარეშე); სლაიდის მოწოდება უნდა მოხდეს რეგისტრაციის გავლისას (სარეგისტრაციო ფორმაში ატვირთვით);
  • დაუშვებელია დამატებითი ელექტრონული საშუალებები, როგორიცაა ხმა, მუსიკა, ვიდეო;
  • დაუშვებელია დამატებითი საგნები, როგორიცაა საკარნავალო კოსტუმი, მუსიკალური ინსტრუმენტი, ლაბორატორიული ტექნიკა და სხვ.
  • მოხსენებას უნდა ჰქონდეს თხრობის სტილი. დაუშვებელია ლექსი, რეჩიტატივი ან სიმღერა;
  • კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

შეფასების კრიტერიუმები:

მონაწილეების შეფასება მოხდება წინასწარ შერჩეული კომპეტენტური კომისიის წევრების მიერ, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ პროექტისთვის შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
1. მოხსენების აღქმადობა და შინაარსი
  • მოხერხდა თუ არა მოხსენებით კვლევის საგნის კონცეფციის და მნიშვნელობის გადმოცემა, ტერმინოლოგიის განმარტება და ჟარგონისგან თავის აცილება?
  • მოხერხდა თუ არა მოხსენებით კვლევის შედეგების გავლენის და მნიშვნელობის ნათლად წარმოჩენა, მათ შორის დასკვნებით და მიღწევებით?
  • მიყვებოდა თუ არა მოხსენება ლოგიკურ ხაზს?
  • იყო თუ არა დისერტაციის თემატიკა, კვლევის მნიშვნელობა, შედეგების გავლენა გადმოცემული არასპეციალისტი აუდიტორიისათვის შესაფერის ენაზე?
  • დაუთმო თუ არა მომხსენებელმა ადეკვატური დრო მოხსენების თითოეულ ელემენტს? ანუ ხომ არ იყო მოხსენების ნაწილი ზედმეტად გავრცობილი ან აჩქარებული?
2. ჩართულობა და კომუნიკაცია
  • გააღვივა თუ არა მონაწილემ საკითხისადი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, მეტის გაგების სურვილი?
  • მოახერხა თუ არა მომხსენებელმა, რომ ძალიან არ გაემარტვენინა და განეზოგადებინა საკითხი?
  • შეძლო თუ არა მომხსენებელმა კვლევისადმი ენთუზიაზმის გადმოცემა?
  • მოახერხა თუ არა მომხსენებლმა თავდაჯერებულად, თანმიმდევრულად და თანაბარი ტემპით თხრობა?
  • გააძლიერა თუ არა სლაიდმა მოხსენება და იყო თუ არა პრეზენტაცია გასაგები, წაკითხვადი, მოხსენების შესაფერისი?

საპრიზო ადგილები:

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით)
და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ
დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:
  • I ადგილი – 2000 ლარი (დარიცხული);
  • II ადგილი – 1500 ლარი (დარიცხული);
  • III ადგილი – 1000 ლარი (დარიცხული);
  • ხალხის რჩეული – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან.

სიმბოლური საჩუქარი

პროექტის ვადები:
  • საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 2023 წლის 6 დეკემბერი;
  • შერჩევის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში პასუხი ელ-ფოსტაზე გამოგეგზავნებათ 10 დეკემბერს;
  • გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება – 2023 წლის 25 დეკემბერს.

საკონტაქტო ინფორმაცია

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
  • ელ-ფოსტა: nodari.kirtadze@gmail.com; infopr@sciencelib.ge
  • მობილური: 568-32-64-11 ნოდარ კირთაძე

Details

Date:
დეკემბერი 25, 2023
Time:
10:00 am - 6:00 pm
Event Category:

Как выбрать игровой автомат и играть на Вавада бесплатно. Вэлкомпак за активность, рейтинг лучших турниров. Программа лояльности, партнёрка, приложение для IOS и Android.

Что дает клиентам Вавада официальный Vavada casino. Как пройти регистрацию и вход, получить 100 фриспинов без депозита и выиграть машину. ТОП слотов, описание актуальных бонусов.