
- This event has passed.
ინფრასტრუქტურის განვითარება და ინტეგრაცია
თებერვალი 25 - თებერვალი 27

25 და 27 თებერვალს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართა პროექტის – „ინფრასტრუქტურის განვითარება და ინტეგრაცია “ საინფორმაციო შეხვედრები.
დისტანციურ ფორმატში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები და მეცნიერ – მკვლევრები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე:
▪️ რეპოზიტორიუმების როლი სამეცნიერო კვლევების შედეგების გავრცელებასა და ხილვადობის გაუმჯობესებაში;
▪️ როგორ ეხმარება რეპოზიტორიუმი მკვლევრებს კვლევის შედეგებზე წვდომასა და ხილვადობის გაუმჯობესებაში როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე;
▪️ რეპოზიტორიუმის გამოყენების სარგებელი სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტებისთვის;
ღონისძიების სპიკერი გახლდათ პროექტის ფარგლებში ექსპერტად მოწვეული მილისა შევკუშიჩი – სერბეთის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი ბიბლიოთეკარი, ბელგრადის უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრის რეპოზიტორიუმის განვითარების გუნდის წევრი და ორგანიზაციის EIFL ღია წვდომის კოორდინატორი.
პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის Datacite Global Access Fund (GAF) – ის მიერ და ახორციელებს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
პროექტი ითვალისწინებს ეროვნული დონის სამეცნიერო ღია წვდომის ციფრული რეპოზიტორიუმის (Openscience.ge) განვითარებას, რომელიც გააერთიანებს საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევართა პროფილებს, მათ ნაშრომებსა და ინფორმაციას ორგანიზაციულ სტრუქტურულ ერთეულებზე.