Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები

სექტემბერი 25 @ 08:00 - 17:00

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, 23 სექტემბერს, ღია მეცნიერების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ჩატარდა კონფერენცია – “მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება და გამოწვევები”.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
• ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა;
• გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი;
• საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაცია;
• ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი.
კონფერენციის მიზანი იყო  მონაწილეებს გაეანალიზებინათ ის პრობლემები, რასაც მიკრობულ სამყაროსთან თანაცხოვრება იწვევს, გაცნობოდნენ ერთმანეთის ნაშრომებს და საქმიანობას, დაესახათ ერთობლივი მიზნები და ჰქონოდათ კვლევის შესაძლებლობები.
სამეცნიერო შედეგები შეფასდა კომპეტენტური ჟიურის მიერ. საუკეთესო მოხსენების ავტორები დასაჩუქრდებიან ფულადი პრიზებით.

გამარჯვებულები:
II ადგილი – მარია ჭიჭაშვილი, დიმიტრი გოგებაშვილი
III ადგილი – ეთერი ტყეშელიაძე, საბა ახალაძე

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, როგორც ღია მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი, კონფერენციაში მონაწილეების ნაშრომებს გამოაქვეყნებს პორტალზე openjournals.ge, ასევე კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეულ 3 საუკეთესო ნაშრომს მიენიჭება ელექტრონული იდენტიფიკატორი(DOI) და გამოქვეყნდება openscience.ge, რომელიც ინტეგრირებულია ღია მეცნიერების ღრუბელში (EOSC).

Details

Date:
სექტემბერი 25
Time:
08:00 - 17:00
Event Category: