Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაცია – „პირველი ნაბიჯის“ კონფერენია სამენცნიერო ბიბლიოთეკაში

იანვარი 15 @ 08:00 - 17:00

19 დეკემბერს ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცემ უმასპინძლა. ღონისძიება პროფესიონალთა ძლიერმა გუნდმა დააორგანიზა, ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ჰუმანური, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტებით რეალურ და მდგრად ცვლილებებს ქმნიან.

ორგანიზაციაში უკვე სამი წელია საპილოტე პროგრამის სახით ალტერნატიული და აუგმენტური კომუნიკაციის მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს, რომელმაც ეტაპობრივად თერაპიის ყველა მიმართულება მოიცვა და ბევრ წარმატებულ პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი. პროგრამის შემაჯამებელ კონფერენციას ყველა მიმართულების თერაპევტი ესწრებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ინიციატივის მნიშვნელობასა და შედეგიანობას.

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცე ჰუმანურობასა და თანადგომაზე დაფუძნებული ინიციატივების მხარდამჭერია. გულწრფელად ვაფასებთ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“  დადებით და შთამაგონებელ როლს საზოგადოებაში.

 

 

 

Details