Skip to content Skip to footer
Loading Events

« All Events

  • This event has passed.

თეზისი სამ წუთში

თებერვალი 29 @ 08:00 - 17:00

 ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა  დოქტორანტების ნაშრომების კონკურსი: „თეზისი სამ წუთში”.
,,თეზისი სამ წუთში“ სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.
25 დეკემბერს გაიმართა კონკურსის  დასკვნითი ღონისძიება, პრეზენტაციების წარდგენა და დაჯილდოება. ღონისძიებაზე პროექტში მონაწილე 40-მდე დოქტორანტმა 6 წევრისგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარადგინა თავიანთი სადოქტორო კვლევები.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდა 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ბიბლიოთეკის რჩეული. გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცათ ფულადი პრიზები:
1️⃣ ადგილი: ზურაბ ოქროპირიძე – თემა: ” ქართული ენის მორფოსინტაქსურ და პროსოდიულ მახასიათებელთა ურთიერთმიმართების ანალიზი” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2️⃣ ადგილი: თამარ კაპანაძე – თემა: ” ქართული გალობის სწავლების საკითხები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით (1-6 კლასები) და საბაზო (7-9 კლასები) საფეხურზე” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
3️⃣ ადგილი: ლია აბლოთია – თემა: ” სპეციალიზებული სასამართლოების შექმნის აუცილებლობა და დამკვიდრების პერსპექტივები საქართველოში” – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბიბლიოთეკის რჩეული – გიორგი ჭოლაძე – თემა: “პრე და პოსტ COVID არითმული მდგომარეობები ქართველ პოპულაციაში” – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

Details

Date:
თებერვალი 29
Time:
08:00 - 17:00
Event Category: