- This event has passed.
იაპონიის საელჩოსა და სამეცნიერო ბიბლიოთეკის საგრანტო პროექტი დასრულდა
იანვარი 16 @ 08:00 - 17:00

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და იაპონიის საელჩოს გრასრუტების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მცირე საგრანტო პროექტი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ტექნიკური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან მაღალი გარჩევადობის Bookeye A1 ფორმატის სკანერი და სერვერი მომავალში უმნიშვნელოვანესი საბიბლიოთეკო მასალის გაციფრულებასა და უსაფრთხო შენახვას უზრუნველყოფს.
ტექნიკის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია 11 დეკემბერს გაიმართა. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი პროგრესია ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რადგან უნიკალური სამეცნიერო და მხატვრული მასალის გაციფრულება და მათი ღია წვდომის რეპოზიტორიუმებში განთავსება ისტორიულ და კულტურულ მონაპოვარს თანამედროვეობის მოთხოვნებთან შესაბამისს, თვალსაჩინოსა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს გახდის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა ადამიანს, რომელმაც პროექტის განხორციელებისთვის მცირე ან დიდი წვლილი გაიღო. მადლობა იაპონიის საელჩოს წარმომადგენლობასა და ხალხს მხარდაჭერისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
