- This event has passed.
კრეატიული სტრატეგიები სწავლა-სწავლების პროცესში
დეკემბერი 21, 2023 @ 00:00
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ქალაქ თბილისის საჯარო და კერძო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი – „კრეატიული სტრატეგიები სწავლა-სწავლების პროცესში“.
პროგრამის მიზანია იყო , მონაწილეებისთვის გაეცნო სტრატეგიები, რომლებიც უფრო ეფექტურსა და პროდუქტიულს გახდის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგნების წარდგენის და ზოგადად, სწავლა-შემეცნების პროცესს, გააუმჯობესებს მოსწავლეების მოტივაციას და ცოდნის მიღებისადმი
დამოკიდებულებას.
ტრენერი – კრეატივის სკოლის დამფუძნებელი. კრეატიული აზროვნების და ბიზნეს-კრეატივის ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში – კოტე იანტბელიძე.