Loading Events

« All Events

  • This event has passed.

მეცნიერ ქალთა დღე

თებერვალი 13 @ 08:00 - 17:00

მეცნიერ ქალთა დღე

11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ქართველ ქალ მეცნიერებს უმასპინძლა.  შეხვედრაზე ვისაუბრეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე, როგორც ელექტრონული ინფორმაციის შენახვისა და მართვის ორგანიზებულ კოლექციაზე.

როგორც პრეზენტატორმა განმარტა, ისეთ ბაზებზე, როგორებიცაა, Cambridge University Press, JSTOR და სხვები, დისტანციური წვდომა ნებადართულია განათლების, სწავლებისა და კვლევის მიზნით, სერვისი კი უზრუნველყოფს დისტანციური წვდომის ერთიან პორტალს, ავტორიზებული მომხმარებლისათვის, ნებისმიერ დროსა და ადგილზე.

 

აღსანიშნავია, რომ ღია წვდომის ბაზები ნაშრომების ხილვადობას ზრდის, ინსტიტუციურ ბარიერებს ამცირებს, კონკურენციის ველზე კი ტოლობის ნიშანს სვამს.

შეხვედრა ასევე დაეთმო Openscience.ge -ს ციფრულ რეპოზიტორიუმს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საქართველოში მოქმედი სამეცნიერო და კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციათა და მათთან აფილირებულ მკვლევართა მასალას.

 

Openscience.ge შეიქმნა 2018 წელს, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საქართველოს ინტეგრირებული ბიბლიოთეკის საინფორმაციო სისტემის კონსორციუმის (GILISC) მიერ. მნიშვნელოვანია, რომ რეპოზიტორიუმში განთავსებული მასალა მოძიებადი, ხელმისაწვდომი და გამოყენებადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეხვედრამ ცხადყო, რომ ღია მეცნიერების ფუნდამენტური პრინციპების ცოდნა ქალი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.