- This event has passed.
რაზე ოცნებობენ ანდროიდები
იანვარი 12 @ 08:00 - 17:00

მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ გამოფენას „რაზე ოცნებობენ ანდროიდები“ უმასპინძლა.
გამოფენა ტექნოლოგიურსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს აერთიანებდა და მისი კარი ყველა დაინტერესებული დამთვალიერებლისთვის გაიღო. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცე ერთი დღით ტრანსფორმირდა ცოცხალ პლატფორმად, სადაც ტექნოლოგიების სფეროს აქტორებსა და გამომგონებლებს დამატებითი საპრეზენტაციო შესაძლებლობა მიეცათ, სტუმრებმა კი ინსპირაციითა და ტექნოლოგიური აღმოჩენებით სავსე დღე გაატარეს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ორგანიზაციები, სკოლები და სტემ სკოლები, ახალგაზრდა ინოვატორები და ენთუზიასტები, რომელთაც ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ
• ROBOCODE GEORGIA
• GEORGIAN ROBOTICS ASSOCIATION
• STEP IT ACADEMY
• GEORGIAN AVIATION UNIVERSITY
• ENAGRAM
• WASTELESS
• EUROPEAN SCHOOL
• FREE SCHOOL
• MILLENNIUM FOUNDATION
– CLUSTERS
– ARMMO
– INNOVATION INITIATORS
– VERDEX
– ARCHIGUARD
– VISION AID
– RISK TRACKER
– X-TINGUISHERS
– RESCUEDBY
– MARKSHADERS
• CODNA.GE – „ცოდნის მხიარული სამყარო“ (ვახტანგ ჯინჯიხაძე)
• ავიამოდელო სპორტის ეროვნული ფედერაცია (არჩილ ოთხმეზური)
• ივანე ნაზღაიძე
• ლექსო გიორგაშვილი
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყოველთვის უთმობს ასპარეზს ადამიანებს, რომლებიც მომავალს ქმნიან და რომელთა გაცნობაც ნამდვილად ღირს.
